ევროსასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას

ევროსასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას "ვარდების რევოლუციის" დროინდელ შემთხვევაზე

access_time2020-02-04 20:20:39

ევროსაბჭოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, 6 თებერვალს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე - „საყვარელიძე საქართველოს წინააღმდეგ“. მოქალაქე მარიამ საყვარელიძე ჩივის შემთხვევის გამო, რომელიც 2003 წლის ნოემბერში თბილისში, „ვარდების რევოლუციის“ სახელით ცნობილი მოვლენების დროს, საპროტესტო აქციების მიმდინარეობის ფონზე მოხდა. ავტომანქანას, რომელშიც პირადად მომჩივანიც იმყოფებოდა, დაეჯახა ჯავშანმანქანა. შედეგად, გარდაიცვალნენ მარიამ საყვარელიძის ვაჟი და და. დაზიანებები მიიღეს თავად მარიამ საყვარელიძემ და მისმა ახლო ნათესავმა მამაკაცმა.

 

ჯავშანმანქანას სავარაუდოდ მართავდა სამართალდამცავი ან სამხედრო პირი.

 

თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები, აგრეთვე თბილისის პროკურატურა წლების განმავლობაში იძიებდნენ საქმეს. ის რამდენჯერმე დაიხურა და განახლდა.

 


2010 წელს პროკურატურამ მარიამ საყვარელიძეს აცნობა, რომ საგამოძიებო ქმედებებით შეუძლებელი იყო იმის დანამდვილებით დადგენა, რა მოხდა 2003 წლის ნოემბერში. პროკურატურამ საქმე საბოლოოდ შეწყვიტა 2017 წლის მარტში ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

 

მოქალაქე მარიამ საყვარელიძემ არაერთხელ სცადა გაერკვია სხვადასხვა გამოძიების მიმდინარეობის დეტალები, გაასაჩივრა საქმის დახურვის გადაწყვეტილება და ჩიოდა გამოძიების არაეფექტიანობის გამო.

 

მარიამ საყვარელიძემ ევროსასამართლოს მიმართა ევროკონვენციის მეორე მუხლის - „სიცოცხლის უფლების“ ხელყოფის გამო. ის თვლის, რომ საქართველოს სახელმწიფო პასუხისმგებელია მისი ვაჟისა და დის სიკვდილზე და რომ გამოძიება იყო არაეფექტიანი.

 

წყარო: რადიო თავისუფლება





რე|ბანკი 1 წლის აღსანიშნავად განვადებაზე უპრეცედენტო აქციას აანონსებს

რე|ბანკი 1 წლის აღსანიშნავად განვადებაზე უპრეცედენტო აქციას აანონსებს
access_time2020-08-03 10:15:13
რე|ბანკი აგვისტოში 1 წლის ხდება. ბანკმა გასულ წელს მომხმარებლებს სრულიად ინოვაციური საბანკო პროდუქტი შესთავაზა – ტოპ|ქარდი, განვადების შოპინგ ბარათი. ეს რეალურად ეფექტური 0%-იანი განვადების ბარათია, თუკი მყიდველი რე|ბანკის პარტნიორების დაწესებულ ვადებს დაიცავს. ტოპ|ქარდის განვადებით სარგებლობა მხოლოდ რე|ბანკის პარტნიორ ობიექტებში არ არის შესაძლებელი. მომხმარებელს ასევე შეუძლია, 45 დღემდე უპროცენტო გადავადებით, ეფექტური 0%-დან, ივაჭროს ყველგან, მათ შორის, ადგილობრივ და...

Lufthansa-მ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა

Lufthansa-მ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა
access_time2020-08-03 13:15:58
3 აგვისტოს, გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa-მ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას, თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მართველი კომპანია TAV Georgia ავრცელებს. მიუნხენიდან თბილისში 188 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო თბილისიდან მიუნხენის მიმართულებით 156 მგზავრი გაფრინდა.  აღსანიშნავია, რომ...

„კრისტალის“ მხარდაჭერით საქართველოში მართვადი სუნთქვის სრულფასოვანი აპარატი იქმნება

„კრისტალის“ მხარდაჭერით საქართველოში მართვადი სუნთქვის სრულფასოვანი აპარატი იქმნება
access_time2020-08-03 10:10:23
...

BAG ბიზნესის კლიმატის ინდექსმა აღმასვლის მეოთხედში გადაინაცვლა

BAG ბიზნესის კლიმატის ინდექსმა აღმასვლის მეოთხედში გადაინაცვლა
access_time2020-08-03 12:00:50
2020 წლის მეორე კვარტლის დასასრულს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ბიზნეს კლიმატის ინდექსმა „რეცესიის“ მეოთხედიდან (ნეგატიური მიმდინარე მდგომარეობა, ნეგატიური მოლოდინი) „აღმასვლის“ მეოთხედში (ნეგატიური მიმდინარე მდგომარეობა, პოზიტიური მოლოდინი) გადაინაცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ ივნისის ბოლოს ჩატარებული გამოკითხვის ასასოციაციის წევრებმა თავიანთი მიმდინარე მდგომარეობა კვლავ უარყოფითად, თუმცა მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი პოზიტიურად შეაფასეს. კერძოდ, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის...

ბინათმშენებლობის სექტორი ისედაც აღდგებოდა, უბრალოდ მთავრობის ახალი ინიციატივით, ეს უფრო ადრე მოხდება - თიბისი ჯგუფის ეკონომისტი

ბინათმშენებლობის სექტორი ისედაც აღდგებოდა, უბრალოდ მთავრობის ახალი ინიციატივით, ეს უფრო ადრე მოხდება - თიბისი ჯგუფის ეკონომისტი
access_time2020-08-03 12:10:57
6 ივლისიდან 31 ივლისამდე გაცემული იპოთეკური სესხების 30% სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციარია. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული. „29 ივლისს დამთავრებულ შვიდ დღეში, გაცემული იპოთეკური სესხების წლიურმა ცვლილებამ 7% შეადგინა. სესხების ახალი გაცემები თვის დასაწყისიდან ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. 6 ივლისიდან დღემდე გაცემული იპოთეკური სესხების 30% სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციარია. თბილისში ბინების გაყიდვის რეგისტრაციის ზრდის 7 დღის...


მსგავსი სიახლეები

up