"ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიში ერთი ერთში ემთხვევა ჩვენ განწყობებს - შენიშვნების ნაწილში, 8%-იან დისბალანსზე კი ვაცნობებთ, რომ მათი ციტირება არასამთავრობო ორგანიზაციების მცდარია"- შალვაპაუპაშილი

access_time2021-01-16 12:30:50

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მისიის ანგარიში ერთი ერთში ემთხვევა ჩვენ განწყობებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.

როგორც პაპუაშვილი აცხადებს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შენიშვნების ნაწილში, უბნების 8%-ში ე.წ. დისბალანსი რეალობას არის აცდენილი, რის შესახებაც ევროსაბჭოს საპარალამენტო ასამბლეას აცნობებენ.

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მისიის ანგარიში ერთი-ერთში ემთხვევა ჩვენ განწყობებსაც. იცით, რომ ჩვენ რამდენიმე დღის წინაც ვთქვით, რომ ყველამ პარტიამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მედიამ, რაღაც დასკვნები უნდა გამოიტანონ 31 ოქტომბრის არჩევნებიდან. ჩვენ გამოვიტანეთ ჩვენი დასკვნა და იცით, რომ ვაპირებთ მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმა გავატაროთ პროცედურებთან დაკავშირებით, შემოვიღოთ ელექტრონული სისტემა, რომ საბოლოოდ გამოირიცხოს ადამიანური ფაქტორები და შეცდომები. ვიცით, რომ ეს არსებობდა, ამიტომ ჩვენი დასკვნა გამოვიტანეთ, ჩვენ ოპონენტებს როგორც ვხედავთ დასკვნა არ გამოუტანიათ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან დაკავშირებით, შენიშვნების ნაწილში თუ დააკვირდით, იყო უბნების 8%-ზე დისბალანსის საკითხი, რაზეც რამდენიმე ხანი ვსაუბრობთ. იცით რომ ეს მოდის „ისფედის“ ანგარიშიდან, შემდეგ 4 ნოემბრის არასამთავრობოების ერთობლივ განცხადებაში აისახა უბნების 8%-ში ე.წ. დისბალანსი, რაც რეალობიდან აცდენაა. მოვუწოდეთ არასამთავრობოებს, ჩაასწორონ განცხადება, სამწუხაროა, რომ მცდარი ინფორმაციაა ასახული მონიტორინგის მისიის ანგარიშში. მათ ვაცნობებთ, რომ მათი ციტირება არასამთავრობო ორგანიზაციების მცდარია“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილის თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიამ საკმაოდ მძიმე სიტყვები გამოიყენა, მოუწოდა ოპოზიციას პარლამენტში შევიდნენ, რათა ძირი არ გამოეთხაროს პარლამენტის მუშაობას.


„ერთი ძირითადი ხაზი შეიმჩნევა უცხოელი პარტნიორების გამოხმაურებაში. ეს არის მოწოდება ჩვენი ოპოზიციის, რომ შევიდნენ პარლამენტში.

ვნახეთ, რომ მათ შორის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიამ საკმაოდ მძიმე სიტყვები გამოიყენა და თქვა, რომ ოპოზიცია უნდა შევიდეს და ძირი არ უნდა გამოუთხაროს პარლამენტის მუშაობას. ესაც არის ჩვენი მოწოდება ოპონენტების მიმართ, შემოვიდნენ და აღასრულონ საკუთარი მანდატი“,-აცხადებს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2020 წლის მონიტორინგის ანგარიშში ნათქვამია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა განცხადება არჩევნებზე გადაცდომის შესახებ სრულად იყოს გამოძიებული და დამტკიცების შემთხვევაში დამნაშავეებმა პასუხი აგონ.

ამასთან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, დაიკავონ ახალ პარლამენტში მათ მიერ მოპოვებული ადგილები და „ძირი არ გამოუთხარონ მის დემოკრატიულ ფუნქციონირებას".

Ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up