აუცილებელია ევროპულმა სტრუქტურამ ჩვენი ქვეყნის ბალნეოლოგიური მიმართულებები აღიაროს

აუცილებელია ევროპულმა სტრუქტურამ ჩვენი ქვეყნის ბალნეოლოგიური მიმართულებები აღიაროს

access_time2021-03-17 11:30:00

სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ აუცილებელია საქართველოს ბალნეოლოგიური მიმართულებები ევროპულმა გავლენიანმა ორგანიზაციებმა აღიარონ.


შალვა ალავერდაშვილი ფიქრობს, რომ ქვეყანამ ამაში ფული უნდა გადაიხადოს. კერძოდ, როგორც „ბიზნესპარტნიორის ოთხეულში“ ფედერაციის თავმჯდომარემ განმარტა, საქართველომ ბალნეოლოგიური კურორტების კვლევა გავლენიან ევროპულ ორგანიზაციას უნდა შეუკვეთოს და შემდეგ სერთიფიკატი მოიპოვოს.


„დიდი ხანია, რაც ამაზე ვსაუბრობთ, რომ აუცილებელია ევროპულმა სტრუქტურამ ჩვენი ქვეყნის ბალნეოლოგიური მიმართულებები აღიაროს. ჩვენ ბოლო რეალური კვლევა, მაგალითად, წყალტუბოში 1961 წელს გვაქვს ჩატარებული. დანარჩენი მიდის მხოლოდ წყლის კვლევა და ა.შ. რეალური კვლევა, რომლიდანაც ყველაფერი უნდა აეწყოს, მაგალითად, ავადმყოფზე 2 წლიანი კვლევა, არ ჩატარებულა. ევროპის ავტორიტეტულმა ორგანიზაციებმა უნდა ჩაატარონ ასეთი კვლევა. ჩვენ ამაში ფული უნდა გადავიხადოთ. ამ ხალხს ენდობა ევროპელი ტურისტი. პოსტსაბჭოთა სივრცის გაკეთებულ კვლევებსა და შედეგებს ევროპელი ტურისტი არ ენდობა“,- განაცხადა ალავერდაშვილმა.



მისივე განმარტებით, ეს მომსახურება ქვეყანას 40 მილიონამდე ევრომდე დაუჯდება, თუმცა კვლევები, მათ შორის, ინვესტორების მოზიდვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.


„საფრანგეთში არის ერთ-ერთი სახელოვანი ინსტიტუტი. ეს მომსახურება სავარაუდოდ, 30-40 მილიონ ევრომდე ჯდება. ოღონდ, არ უნდა გამოიკვლიონ კონკრეტულად, მაგალითად, მხოლოდ წყალი. კომპლექსური კვლევაა საჭირო, რა და რამდენ ხანში ემართება ავადმყოფს კურორტზე ყოფნის განმავლობაში და როცა ამას უკვე ევროპული სერთიფიკატი ადასტურებს მაშინ გენდობა, პირველ რიგში, ევროპელი ინვესტორი და ევროპელი კლიენტი. ახლა ევროპელ ინვესტორს რომ დაუძახო და უთხრა, მოდი აქ რაღაც გააკეთეო, თუნდაც წყალტუბოში, არ გენდობა“,- აღნიშნა გაერთიანების ხელმძღვანელმა.


business-partner.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up