ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად

access_time2020-08-08 13:00:39


ლიეტუვას რადიოსა და ტელევიზიის კომისიის თავმჯდომარეს, ბატონ მანტას მარტისიუსს სოციალური სამართლის იურისტი ნინი შენგელია ესაუბრა. დიალოგი გაიმართა „სექტორი 3-ის, ჰაბი განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში. თემა შეეხებოდა დეზინფორმაციის საფრთხეს, ყალბ ახალ ამბებს, სოციალურ მედიაში სიძულვილის ენასა და სოციალური მედიის პლატფორმებთან მიმართებაში, როგორც ლიეტუვას, ასევე გლობალურ გამოცდილებას.
რუსეთის დეზინფორმაცია ლიეტუვასა და მისი ბალტიელი მეზობლებისთვის, ესტონეთისა და ლატვიისთვის სიახლე არ არის. პროპაგანდის ზეგავლენისთვის წინააღმდეგობის გაწევა ლიეტუვას პოლიტიკური დღის წესრიგის პრიორიტეტია. სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების ფონზე, მსოფლიოს საქმე აქვს სოციალური მედიის მიერ წარმოქმნილ გამოწვევებთან. საუბარი შეეხო საკითხებს, თუ რა ზომებს იღებს ლიეტუვა დეზინფორმაციასთან გასამკლავებლად; რა მიდგომებს იყენებს ანტი-დასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ.
ბატონმა მანტას მარტისიუსმა აღნიშნა, რომ დღეს ევროპაში არის ორი პრობლემა, ტექნოლოგიური და იურიდიული.


ევროკავშირში ძირითადი სამართლებრივი მექანიზმები არსებობს ისეთი დეზინფორმაციის შესაკავებლად, რაც წარმოადგენს სიძულვილის ენას ან ძალადობის წახალისებას, მაგრამ არ არსებობს მექანიზმები პროპაგანდის საწინააღმდეგოდ. სამწუხაროდ, შესაძლებელია „ფეიქ-ნიუსების“ გავრცელება ისე, რომ ამაზე ავტორებს პასუხი არ მოეთხოვებათ.



ნინი შენგელიამ ხაზი გაუსვა, რომ სოციალურ მედიასთან მიმართებაში ევროპა მარეგულირებელი ვარიანტების ლაბორატორიას წარმოადგენს. კითხვაზე, არის თუ არა ევროკავშირის მიერ მიღებული „დეზინფორმაციის წინააღმდეგ ქმედებათა კოდექსი“ ეფექტიანი „ ფეიქ ნიუსებთან“ შესაბრძოლებლად, მანტას მარტისიუსმა უპასუხა, რომ არა. მაგრამ ევროპას აქვს პოლიტიკური ნება „ფეიქ-ნიუსების“ დასამარცხებლად, შესაბამისად, ბატონი მარტისიუსი ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ ასეთი გზა გამოჩნდება. გაცილებით უფრო რთული იქნებოდა, თუკი არ იარსებებდა პოლიტიკური ნება.




მარტისიუსმა აღნიშნა: „ევროკავშირში, ისევ როგორც ლიეტუვასა და სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებში არსებობს სოციალური მედია და საჭიროა კარგი ბალანსის პოვნა სიძულვილის ენასთან შესაბრძოლებლად და სწორი გადაწყვეტილების საპოვნელად, რათა სოციალურ მედიას არ შევუწყვიტოთ ჟანგბადი და არ მოვახრჩოთ ის. ბალანსის პოვნა კი ყველაზე რთული საკითხია.“



მარტისიუსი შეეხო სოციალურ მედიაში პოლიტიკური რეკლამის საკითხს და ტრადიციულ მედიებსა და სოციალურ მედიას შორის არსებულ დისბალანსს, როგორც რეკლამიდან მიღებული შემოსავლის, ასევე პასუხისმგებლობის კუთხით. მან აღნიშნა, რომ საჭიროა ამ მხრივ მაგ. „ნიუ-იორკ თაიმსის“ და „ფეისბუქის“ ერთნაირ პირობებში ჩაყენება.

თეგები:
ევროპა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up