„ევროპული საქართველო

„ევროპული საქართველო" საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე ფინანსთა მინისტრს იბარებს

access_time2019-10-03 16:02:12


ფრაქცია „ევროპული საქართველო" საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის სავალდებულო მიწვევას მოითხოვს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე „ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, მინისტრმა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე პრობლემურ საკითხზე კითხვებს უნდა უპასუხოს. მათ შორის კითხვები შეეხება: ლარის გაუფასურების ტენდენციას; სახელმწიფო ვალის ზრდას; უცხოური ინვესტიციების მკვეთ ვარდნას; მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების ჩავარდნა-ჩამორჩენის გავლენას ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.


„ქვეყანაში ძალიან მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობაა, რაზეც უკვე წლებია, მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი არის „ქართული ოცნების" მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა. მე-8 წელია ვისმენთ, რომ მათი ამოცანაა მიიღონ უკვე 2020 წლისთვის ადამიანზე ორიენტირებული ბიუჯეტი მაშინ, როდესაც ასიათასობით ადამიანისთვის ცხოვრება ძვირდება, ასევე, რთულდება ფასების მატებისა და უმუშევრობის ფონზე, რაც „ქართული ოცნების" არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ მოიტანა. ჩვენ ვხედავთ გაუფასურებულ ლარს, ჩავარდნილ ინფრასტუქტურულ პროექტებს, მზარდ საგარეო და საშინაო ვალს, ბიუჯეტიდან ფულის გაუმართლებლად ხარჯვას „ქართული ოცნების" აქტივზე. მუდმივად იზრდება ბიუროკრატიული ხარჯი. „ქამრების შემოჭერასთან“ დაკავშირებით უკვე მერამდენედ გვესმის დაპირება მთავრობისგან, მაგრამ ის მუდმივად შეუსრულებელია. ჩვენს საზოგადოებას აღელვებს საპენსიო რეფორმა, რომელმაც გაზარდა საგადასახადო წნეხი მოქალაქეებზე და ჯიბეში მათ ნაკლები ფული დაუტოვა. ეს არის საკითხები, რომელიც მოითხოვს მყისიერ და სასწრაფო რეაგირებას. ამიტომ, „ევროპული საქართველო" პარლამენტში, საფინანსო კომიტეტზე იბარებს ფინანსთა მინისტრს, რომელიც ვალდებულია უპასუხოს ყველა ჩამოთვლილ საკითხს,რომელიც „ევროპული საქართველოს" წერილშია დაფიქსირებული“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.




IPN





BAG-ის ინიციატივით,შემოსავლების სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც ელექტროენერგიის გენერაციისას წარმოქმნილი სასადგურე დანაკარგები აღარ დაიბეგრება

BAG-ის ინიციატივით,შემოსავლების სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც ელექტროენერგიის გენერაციისას წარმოქმნილი სასადგურე დანაკარგები აღარ დაიბეგრება
access_time2019-12-06 10:55:02
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ინიციატივით და მიმართვის საფუძველზე შემოსავლების სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც ელექტროენერგიის გენერაციისას წარმოქმნილი სასადგურე დანაკარგები აღარ დაიბეგრება. აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით ბოლო სამი თვეა მიმდინარეობდა კონსულტაციები და გაიმართა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა, რომელშიც ჩართულნი იყვნენ, როგორც...

ინფრასტრუქუტურის ყოფილი მაღალჩნოსნები ქართულ სამშენებლო ბიზნესში უცხოური კომპანიების დომინირებას აფასებენ

 ინფრასტრუქუტურის ყოფილი მაღალჩნოსნები ქართულ სამშენებლო ბიზნესში უცხოური კომპანიების დომინირებას აფასებენ
access_time2019-12-06 11:40:11
ქართულ სამშენებლო სექტორში უცხოური კომპანიების დომინირებაზე „კომერსანტმა" სხვადასხვა მხარის პოზიციები არაერთხელ გააჟღერა. ამჯერად ყოფილი მინისტრებისა და საავტომობილო დეპარტამენტის მაღალჩინოსნების პოზიციით დავინტერესდით. უფრო კონკრეტულად კი,  რატომ გაქრნენ ადგილობრივი  კომპანიები სამშენებლო სექტორიდან მაშინ, როდესაც წლების წინ ქვეყანაში არსებული სამუშაოების 80 პროცენტს ქართული კომპანიები ასრულებდნენ? ამ კითხვებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და...

„საქართველოში პენსია არ გვაქვს, ეს მხოლოდ ერთჯერადი დახმარებაა“

„საქართველოში პენსია არ გვაქვს, ეს  მხოლოდ ერთჯერადი დახმარებაა“
access_time2019-12-06 10:50:58
„არ მეგონა სიბერის თუ შემეშინდებოდა, ხვალინდელი დღის კი არა უკვე დღეს დაღამებისაც მეშინია, რადგან მშიერი ვიძინებ. ამას ცხოვრება ჰქვია? ყველაფერი გაგვიძვირდა, საარსებო საჭმელს ვეღარ ვყიდულობ.არის პროდუქტები, რომელზეც დიდი ხანია უარი ვთქვი, მაგალითად ხორცი, ვეღარ ვყიდულობ იმიტომ, რომ ძალიან გაძვირდა. ხილსაც იშვიათად ვყიდულობ, ისიც თითო-თითოს. არაფერს ვამბობ წამლებზეც, რომელშიც მთელი ჩემი პენსია იხარჯება. პირადად მე რამდენიმე წამალს ვსვამ და...

ლიბერთის და რუსთაველის თეატრის ერთობლივი ახალი სოციალური პროექტი

ლიბერთის და რუსთაველის თეატრის ერთობლივი ახალი სოციალური პროექტი
access_time2019-12-05 14:50:25
5 დეკემბერს, ლიბერთი ბანკსა და რუსთაველის თეატრს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  5 დეკემბრიდან, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, მათ შორის პენსიონრები და სახელმწიფო სოციალური სარგოს მიმღები პირები, რუსთაველის თეატრის მიერ გამართული სპექტაკლების ბილეთებს 30%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. ერთობლივი სოციალური პროექტის თანახმად, ფასდაკლების მისაღებად ბილეთების შეძენა უნდა განხორციელდეს ლიბერთის სოციალური ბარათით თეატრის სალაროში განთავსებულ ლიბერთის...

სამედიცინო სფეროს ექსპერტებმა აკაკი ზოიძის მიერ ჯანდაცვის სფეროსთვის განხორციელებული ღირებული საკანონმდებლო ინიციატივა ვერ გაიხსენეს

სამედიცინო სფეროს ექსპერტებმა აკაკი ზოიძის მიერ ჯანდაცვის სფეროსთვის განხორციელებული ღირებული საკანონმდებლო ინიციატივა  ვერ გაიხსენეს
access_time2019-12-06 10:00:44
უმრავლესობის დეპუტატმა და ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომარემ აკაკი ზოიძემ რამდენიმე დღის წინ პარლამენტის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა. მისი პოლიტიკიდან წასვლა კენჭისყრაზე პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებას უკავშირდება. „კომერსანტი“ დაინტერესდა სადეპუტატო უფლებამოსილების განხორცილების დროს, რა კანონპრექტი შეიმუშავა ჯანდაცვის კომიტეტის...


მსგავსი სიახლეები

up