პარლამენტს „ევროპული საქართველო“ რუსეთის პროპაგანდისტული საქმიანობის წინააღმდეგ სპეციალური დადგენილების მიღებას სთავაზობს

პარლამენტს „ევროპული საქართველო“ რუსეთის პროპაგანდისტული საქმიანობის წინააღმდეგ სპეციალური დადგენილების მიღებას სთავაზობს

access_time2019-05-20 23:10:20

„ევროპული საქართველო“ პარლამენტს რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული პროპაგანდისტული საქმიანობის მონიტორინგის, მისი გამოვლენისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე დადგენილების პროექტის მიღებას სთავაზობს.

 

დეპუტატების სერგი კაპანაძისა და გიორგი კანდელაკის მიერ მომზადებული დოკუმენტი დღეს ბიუროს სხდომას წარედგინება.

 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პარლამენტი გმობს:

 

რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში დეზინფორმაციის, ყალბი ახალი ამბებისა და პროპაგანდის სხვა საშუალებების გამოყენებასა და გავრცელებას, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს; ასევე რუსული სახელმწიფო ფონდებისა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ საქართველოში ანტიდასავლური ჯგუფების მხარდაჭერასა და დაფინანსებას;

 

აგრეთვე, რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოში საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების მცდელობას ქვეყნის მიერ განსაზღვრული საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების წინააღმდეგ;

 


ასევე რუსეთის ფედერაციის პროპაგანდისტული მანქანის მიერ მრავალეთნიკურ და მრავალკულტურულ ქართულ საზოგადოებაში ეთნიკურ, რელიგიურ, რასისტულ, ჰომოფობიურ და ა.შ. ნიადაგზე შუღლის გაღვივებისა და სიძულვილის ენის გავრცელების მცდელობას და დეზინფორმაციის საშუალებით საქართველოს რუსეთის პოლიტიკური გავლენის სფეროდ გამოცხადების მცდელობას;

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილების პროექტში აღნიშნულია, რომ პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს:

 

განსაზღვროს სამთავრობო რგოლი, რომელიც მოახდენს რუსული პროპაგანდის, დეზინფორმაციის, ყალბი ახალი ამბებისა და მათი დაფინანსების წყაროების მონიტორინგს და განსაზღვრავს შესაბამის სამოქმედო სტრატეგიას. ამასთან, აღნიშნული რგოლის კოორდინირება უნდა დაავალოს შესაბამის უწყებას, რომელიც მოამზადებს და პარლამენტს მინიმუმ წელიწადში ერთხელ წარუდგენს ანგარიშს განხორციელებული საქმიანობის შესახებ;

 

„ასევე უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ცვლილებების განხორციელება ქვეყნის სტრატეგიულ დოკუმენტებში, სადაც ასახული იქნება რუსული დეზინფორმაციის, ყალბი ახალი ამბებისა და პროპაგანდის სხვა საშუალებების გამოყენების შედეგად შექმნილი საფრთხე; პარლამენტმა უნდა დაავალოს შესაბამის სახელმწიფო სამსახურებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა; ასევე დაავალოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რუსული პროპაგანდის, დეზინფორმაციისა და ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიური მონაწილეობა, მათ შორის, სკოლებში საინფორმაციო, ცნობიერების ამაღლებისა და პრო-დასავლური ღირებულებების პოპულარიზაციის ღონისძიებების ჩატარება; ასევე უნდა შექმნას, შესაბამისი პირობები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ადგილობრივი მედიასაშუალებებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარებისთვის;

 

ამასთან, უნდა უზრუნველყოს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აქტიური ჩართულობა დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში მიუკერძოებელი და ობიექტური ინფორმაციის გაშუქების გზით, ასევე რუსულენოვანი მაუწყებლობის გაზრდის კუთხით;

 

ასევე უნდა დაავალოს სახელმწიფო უწყებებს თავიანთი წლიური ბიუჯეტის მინიმუმ 0.01% მოახმარონ ისეთი ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც ემსახურება დასავლეთის მიერ გაწეული პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური თუ სხვა სახის მხარდაჭერის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და პოპულარიზაციას შესაბამისი სფეროების მიხედვით”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

 

 

წყარო: 1TV





ინფიცირების 3 666 ახალი შემთხვევა – გარდაიცვალა 17 პაციენტი

ინფიცირების 3 666 ახალი შემთხვევა – გარდაიცვალა 17 პაციენტი
access_time2021-07-27 10:55:42
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 3 666 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 17 ადამიანი, ხოლო 1...

სადაზღვევო კომპანია „ირაომ“ ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია დაიწყო

სადაზღვევო კომპანია „ირაომ“ ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია დაიწყო
access_time2021-07-27 09:50:15
კოვიდპანდემიის გაუარესებული სურათის ფონზე, ვაქცინაციის ტემპი სასურველ ნიშნულს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ვირუსთან ბრძოლის უმთავრესი იარაღი კი მასობრივი ვაქცინაციაა. „ირაომ“ ვაქცინაციის წახალისების გადაწყვეტილება მიიღო. სადაზღვევო კომპანიის დირექტორთა საბჭოსა გადაწყვეტილებით, ის თანამშრომლები, რომლებიც 26 ივლისიდან 1 სექტემბრამდე წარმოადგენენ პირველი აცრის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენენ, შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ საჩუქარი...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-26 21:00:16
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ლოქდაუნი არ იქნება – მთავრობა პანდემიის ეფექტიანი მართვის გზას ირჩევს „მე მინდა ჩვენს მოსახლეობას განვუმარტო, ბევრია საუბრები ბოლო დროს და კითხვებიც დაისვა, ხომ არ მოხდება ხელახალი ჩაკეტვა და ა.შ.  მე მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ავირჩიეთ სხვა გზა - ეს არის მართვის...

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გამყარდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გამყარდა
access_time2021-07-26 18:00:22
26 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1.72 თეთრით 3.0828-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს ლარი 3.0887-იანი კურსით ივაჭრებოდა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გამყარდა. კერძოდ: ევროსთან 1.10 თეთრით 3.6371-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.70 თეთრით 4.2521-მდე, თურქულ ლირასთან 0.21 თეთრით 0.3602-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.10 თეთრით 1.8107-მდე, 100 რუსულ რუბლთან 5.17 თეთრით 4.1621-მდე, 1000 სომხურ...

„მწვანე სამყარო“ - კომპანია, რომელმაც 11 ტენდერი უხარისხოდ შეასრულა

„მწვანე სამყარო“ - კომპანია, რომელმაც 11 ტენდერი უხარისხოდ შეასრულა
access_time2021-07-27 10:00:12
2016 წლიდან 2020 წლის ნოემბრამდე სახელმწიფომ სულ 13.695 მლრდ ლარის ტენდერი გამოაცხადა, ყველაზე დიდი შემსყიდველი 1.76 მლრდ ლარით საავტომობილო გზების დეპარტამენტი აღმოჩნდა. 649 მლნ-ით მეორე ადგილზე თბილისის მერიაა, სამეულს კი 400 მლნ ლარით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ხურავს. უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, კონკრეტულ ბიზნეს სუბიექტებზე მორგებული პირობები, გამქრალი კომპანიები და სამართლებრივი დავები რეალურად, სახელმწიფო შესყიდვები საქართველოსთვის კარგად ნაცნობი პრობლემაა....


მსგავსი სიახლეები

up