„ევროპული საქართველო“ დაგროვებითი პენსიის შეჩერებას ითხოვს

„ევროპული საქართველო“ დაგროვებითი პენსიის შეჩერებას ითხოვს

access_time2019-02-11 12:09:02

ევროპული საქართველო“ დაგროვებითი პენსიის შეჩერებას ითხოვს.

 

„ევროპული საქართველო“ პარლამენტში შედის ინიციატივით, რომ ვიდრე არ მოხდება პარტიის წარმომადგენლების მიერ შეთავაზებული ალტერნატიული მოდელის განხილვა, დაგროვებითი პენსიის სისტემა შეჩერდეს.

 

როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, სისტემის ბევრი დეტალი დაუხვეწავი და ჩამოუყალიბებელია.

 


მისივე თქმით, ჯერ არ არის გარკვეული სად მოხდება საპენსიო ფონდში მობილიზებული თანხების დაბანდება.

 

„არ არის შექმნილი საინვესტიციო საბჭო. გაუგებარია, მოდელის სხვა დეტალები. ვითხოვთ, რომ პარლამენტმა სერიოზულად განიხილოს „ევროპული საქართველოს“ მიერ ინიცირებული დაგროვებითი საპენსიო სისტემის მოდელი. ამ მოდელის მიხედვით: ყოველ მოქალაქეს რჩება არჩევანი, ნაბაყოფლობით ჩაერთოს დაგროვებით საპენსიო სქემაში; ეს მოდელი ერთნაირად და თანაბრად ხელმისაწვდომია ყველა ასაკის ადამიანისთვის;  დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეს აძლევს არჩევანს, თავად განსაზღვროს დასაგროვებელი თანხის ყოველთვიური ოდენობა. „ევროპული საქართველოს“ დაგროვებითი საპენსიო სისტემით, 40 წლის 500-ლარიანი ხელფასის მქონე მასწავლებელი ქალი, პენსიაზე გასვლის მომენტიდან, საბაზო პენსიის გარეშე, დაგროვებითი სქემით მიიღებს ყოველთვიურად 576 ლარს. უფრო მაღალშემოსავლიანი ადამიანების დაგროვებული პენსია კი, კიდევ უფრო მეტი იქნება“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

 

მისივე თქმით, „ევროპული საქართველოს“ მიერ შეთავაზებული დაგროვებითი საპენსიო სისტემა არ იყენებს საბიუჯეტო სახსრებს და დამატებით გადასახადს არ უწესებს დამსაქმებელს.

 

„ევროპული საქართველოს” დაგროვებითი საპენსიო სისტემის ადმინისტრირება ხდება დამატებითი ბიუროკრატიის გარეშე, რაც მაქსიმალურად ამცირებს საპენსიო ფონდებში ჩინოვნიკების ხელის ფათურისა და კორუფციული გარიგებების შანსს. საპენსიო სქემის მონაწილე თავად განსაზღვრავს არა მარტო იმას, ჩაერთოს თუ არა სქემაში, არამედ იმასაც, რომელ კომპანიას ანდოს თავისი საპენსიო დანაზოგის მართვა“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.






მილიარდელი დევიდ კოხი გარდაიცვალა

 მილიარდელი დევიდ კოხი გარდაიცვალა
access_time2019-08-23 19:00:32
მილიარდელი, რომელიც ამერიკული პოლიტიკის გარდაქმნას ცდილობდა და ქველმოქმედებაში მილიარდზე მეტი აქვს დახარჯული, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფაქტის შესახებ კოხის სპიკერმა კრისტიან ნიკოლასმა განაცხადა. ბიზნესმენი, რომლის ქონება 59 მილიად დოლარს შეადგენდა, მსოფლიოში უმდიდრეს  ადამიანებს შორის მეშვიდე ადგილს იკავებდა. შემოსავლის დიდი ნაწილი მან კანზასის ქალაქ ვიჩიტაში დაფუძნებული კომპანია Koch Industries-იდან მიიღო, რომლის წლიური შემოსავალი 110 მილიარდ...

სებ-ი ვალდებულია ხაზარაძის განცხადებით დაინტერესდეს და განმარტება გააკეთოს - აკაკი ჩარგეიშვილი

სებ-ი ვალდებულია ხაზარაძის განცხადებით დაინტერესდეს და განმარტება გააკეთოს - აკაკი ჩარგეიშვილი
access_time2019-08-23 17:00:11
„საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია დაინტერესდეს და შესაბამისი განმარტება გააკეთოს მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, რომელიც ძალიან დამაინტრიგებელია. საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა და საჭიროა ამ კითხვებს დროულად გაეცეს პასუხი. ჩვენ ვართ სხვადასხვა ბანკის მომხმარებელი, ამიტომ ეს უფრო გააღრმავებს საფინანსო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას შორის ისედაც უკვე დიდი ხნის...

სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - რა რესურსით ებრძვის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტი ხანძრებს

სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - რა რესურსით ებრძვის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტი ხანძრებს
access_time2019-08-23 15:30:18
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. 3 ათასი მეხანძრე, 304 - სახანძრო ავტოტრანსპოტრი, სამაშველო...

ADB საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა - სესხების მოცულობა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს

ADB საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა - სესხების მოცულობა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს
access_time2019-08-23 12:30:39
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დღეს საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა. ბანკის ცნობით, 2019-2023 წლების თანამშრომლობის ხუთწლიანი სტრატეგია, მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის განვითარების სტრატეგიას, რომელიც ეფექტურობის გაზრდასა და სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზნად მეზობელ ქვეყნებთან და დანარჩენ მსოფლიოსთან ეკონომიკური ინტეგრაციის გზით. ქვეყანასთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია მიმართული იქნება სავაჭრო კავშირების გაღრმავებაზე,...

ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა!

ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა!
access_time2019-08-23 10:55:30
ცცნობილი ქართველი კალათბურთელი, NBA-ს ორგზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულია დეველოპერული კომპანია „არქის“ წილის მფლობელი გახდა. ფაჩულიას “არქისთან” მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს და მისი მონაწილეობით კომპანიამ არაერთი მარკეტინგული აქტივობა განახორციელა. 21 აგვისტოს, კი ზაზა ფაჩულიასა და “არქის” თანამშრომლობამ განსხვავებული ფორმა შეიძინა. გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით ფაჩულიამ კომპანიის წილი იყიდა და ილია წულაიასთან და მენი ბენიშთან ერთად „არქის“ თანამფლობელი...


მსგავსი სიახლეები

up