ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი ცალსახა დადასტურებაა რომ ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს როგორც მის უმნიშვნელოვანეს პარტნიორს რეგიონში - ზალკალიანი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი ცალსახა დადასტურებაა რომ ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს როგორც მის უმნიშვნელოვანეს პარტნიორს რეგიონში - ზალკალიანი

access_time2021-02-28 12:17:45

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგრეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტს, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე და ცალსახა დადასტურებაა, იმისა, რომ ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს, როგორც მის უმნიშვნელოვანეს პარტნიორს რეგიონში.

"აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ფონზე, როდესაც სულ რამდენიმე კვირის წინ შედგა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზე ბორელის ვიზიტი მოსკოვში, სადაც ასევე იქნა განხილული რეგიონში შექმნილი ვითარება, მათ შორის საქართველო-რუსეთის კონფლიქტი" - აღნიშნა ზალკალიანმა .

მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება სწორედ იმ ახალ საფრთხეებსა და გამოწვევებზე, რაც საქართველოს და რეგიონს გააჩნია; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევის გახშირებულ ფაქტებსა და სხვა პროვოკაციულ ქმედებებზე. უნდა აღინიშნოს, რომ ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი მიშელი ასევე გეგმავს საოკუპაციო ხაზის მონახულებას.

"ყურადღება გამახვილდება, როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, ასევე ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ევროკავშირის ჩართულობის გაზრდაზე, რასაც დამატებითი მნიშვნელობა აქვს სწორედ რეგიონში შექმნილი ახალი რეალობის და გარემოებების გათვალისწინებით. ამ მხრივ მნიშვნელოვანია რომ შარლ მიშელი მოინახულებს საოკუპაციო ხაზს"- აღნიშნა მინისტრმა.

ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები; აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობა და მიმდინარე წელს დაგეგმილი სამიტისთვის მზადების საკითხები. მოგეხსენებათ, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს სამიტზე ასოცირებული პარტნიორებისთვის მეტი ხელშესახები შედეგების მიღწევისთვის და გაზიარებული აქვს როგორც ევროკავშირისთვის, ასევე პარტნიორი ქვეყნებისთვის საკუთარი ხედვები და პრიორიტეტები.

"ბუნებრივია საუბარი შეეხება პანდემიასთან დაკავშირებულ ვითარებას. მოგეხსენებათ, ევროკავშირმა საქართველოს აღმოუჩინა უმნიშვნელოვანესი დახმარება როგორც უშუალოდ კოვიდ-19-ის შეკავების, ისე მისგან მომდინარე სოციალ-ეკონომიკურ გამოწვევებთან გასამკლავებლად. მნიშვნელოვანია ევროკავშირის მხარდაჭერა და სოლიდარობა ზოგადად ვაქცინების თანაბარი გადანაწილების პროცესში და ევროკავშირის მხარდაჭერა ვაქცინების საჭირო რაოდენობის მიღების მიზნით და ეს ვიზიტი ბუნებრივია ამ მიმართულებითაც იქნება მნიშვნელოვანი"-განაცხადა მინისტრმა.

ვიზიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს პირებთან - პრეზიდენტთან, პარლამენტის სპიკერთან და პრემიერ-მინისტრთან. იგეგმება ასევე შარლ მიშელის შეხვედრა პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან. როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა შეხვედრებზე, ბუნებრივია, საუბარი შეეხება ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და მისი დაძლევის გზებს. "საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ ჩარჩოში, დიალოგის რეჟიმში გადატანით. ეს არაერთხელ იქნა გაჟღერებული ყველა დონეზე და დიალოგს და პროცესების კონსტრუქციულად განვითარებას ემხრობიან ჩვენი პარტნიორები ევროკავშირიდან."- განაცხადა მან.


ზალკალიანის ინფორმაციით ეს გახლავთ შარლ მიშველის პირველი ვიზიტი საქართველოში, რომელიც დაიგეგმა საქართველოს პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში განხორციელებული ვიზიტების დროს/საპასუხოდ და წარმოადგენს მნიშვნელოვან გზავნილს საქართველოს, როგორც ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნის მხარდასაჭერად. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებითაც, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ვიზიტი დაიგეგმა სამივე ასოცირებულ ქვეყანაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up