2020 წლის 21 მაისს, 14:00 საათზე, ევროპული ბიზნეს ასოცაიციის წევრები ონლაინ შეხვედრას გამართავენ ევროკავშირის ელჩთან საქართველოში, კარლ ჰარცელთან და განიხილავენ კორონავირუსის გავლენას მათ ბიზნესზე.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვლენ ევროპული ბიზნეს ასოციაციის წევრები სხვადასხვა სექტორიდან, მათ შორის: საფინანსო, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, ავიაცია, წარმოება და სხვა.
შეხვედრაში ევროპული ბიზნეს ასოციაციის წევრების გარდა მონაწილეობას ასევე მიიღებენ ევროპის ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები. ღონისძიება ორგანიზებულია ევროპული ბიზნეს ასოციაციის მიერ და ტექნოლოგიური მხარდამჭერია კომპანია SKY-HI.