ევროპულ სამიტზე საქართველოს გამოცდილება წარმატებულად შეფასდა

ევროპულ სამიტზე საქართველოს გამოცდილება წარმატებულად შეფასდა

access_time2019-11-15 19:00:05

თბილისში სათემო ინტერნეტის ქსელების ევროპული სამიტი გაიმართა. ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოში მისი ჩატარება სათემო ინტერნეტიზაციის წარმატებულმა პროექტებმა განაპირობა. საქართველოში სათემო ქსელების განვითარების პოლიტიკას სამიტის ფარგლებში სპეციალური პანელი დაეთმო და ქვეყნის გამოცდილება წარმატებულად შეფასდა.


სამიტი გლობალური არაკომერციული ორგანიზაცია ინტერნეტ საზოგადოების (ISOC) ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების მხარდამჭერი და თანაორგანიზატორი იყვნენ საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო და მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია (TOA).


სამიტზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ალავიძემ განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს და გამოწვევას საინფორმაციო და საკომუნიკაციო სფეროს, მათ შორის, ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარება წარმოადგენს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, აღნიშნულ პროცესებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სათემო ინტერნეტ ქსელების განვითარებას, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში.


ალავიძემ საქართველოში სათემო ინტერნეტიზაციის წარმატებულ პროექტებზე აღნიშნა - დღეს ინტერნეტი ხელმისაწვდომია თუშეთის 24 სოფელსა და 4 ხეობაში, ასევე ინტერნეტ ქსელი სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს ფშავ - ხევსურეთსა და გუდამაყრის ხეობაში.



სოფელ შატილთან 200 კვტ სიმძლავრის მშენებარე ჰესზე, რომელიც ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ მნიშვნელოვან როლს შეიტანს როგორც რეგიონის განვითარებაში და ადგილობრივ მოსახლეობის ელექტროენერგიით მიწოდებას გააუმჯობესებს. ამავე დროს, ნიკოლოზ ალავიძის განცხადებით, აღნიშნული ჰიდროსადგური ხელს შეუწყობს რეგიონში სათემო ინტერნეტ ქსელის მდგრადობას და მისი მეშვეობით ინტერნეტ სერვისების მოსახლეობისთვის უწყვეტად მიწოდებას.


მსოფლიოში სათემო ინტერნეტ ქსელები ბოლო რამდენიმე წელია რაც შეიქმნა, როგორც რთულ მაღალმთიან გეოგრაფიულ და კლიმატურ პირობებში მდებარე დასახლებული პუნქტების ინტერნეტით უზრუნველყოფის იაფი, სათემო საზოგადოებაზე ორიენტირებული გზა. სათემო ინტერნეტიზაცია გულისხმობს ადგილობრივი თემის მიერ შექმნილ ინტერნეტ ქსელს, რომლის მთავარი პრინციპია, რომ თავად თემი განკარგავდეს შექმნილ ინტერნეტ ქსელს და წარმოადგენდეს მის საკუთრებას. აღნიშნულ მოდელში სახელმწიფოს, მისი უფლებამოსილებისა და შესაძლებლობის ფარგლებში, მსგავსი პროექტის ხელშეწყობისა და მხარდაჭერის როლი ეკისრება. მათ შორის, ფინანსური კონტრიბუციით, კონსულტაციებით, დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და ა.შ. საქართველოს მთავრობამ სათემო ინტერნეტ ქსელების განვითარებას აღნიშნული პრინციპების დაცვით მხარი დაუჭირა.


„ჩვენ ვხედავთ, როგორ ეხმარება ამ ტიპის ქსელები ტურიზმის პოპულარიზაციასა და მხარდაჭერას, ეხმარება ხალხს გაიგონ ევროპის ულამაზესი ადგილების შესახებ. დარწმუნებული ვარ, ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ტურიზმისა და მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას საქართველოში,“ - განაცხადა ევროპის პარლამენტის წევრმა ცვეტელინა პენკოვამ.


სამიტის ფარგლებში საერთაშორისო და ადგილობრივმა მონაწილეებმა განიხილეს სათემო ინტერნეტ ქსელების განვითარებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის ტექნოლოგიები, საუკეთესო პრაქტიკები, სოციალურ-ეკონომიკური ასპექტები, ინფრასტრუქტურის გაზიარება, რადიოსიხშირული სპექტრი და სხვა.



თეგები:
სამიტი ISOC



კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება

კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება
access_time2019-12-15 11:00:41
კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება და მის ნაცვლად, უცხო სახელმწიფოში ეკონომიკურ საკითხებზე საქმიანობის განხორციელება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან დესპანს დაეკისრება. შესაბამისი ცვლილებები „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება 16 დეკემბრის ბიუროს სხდომაზე...

PAVONE - მინის ფერადი ბრენდი

PAVONE - მინის ფერადი ბრენდი
access_time2019-12-15 14:00:23
ქართული ბრენდი PAVONE მინის ხელნაკეთ, ექსკლუზიურ ფერად სამკაულებსა და ინტერიერის აქსესუარებს ქმნის. ბრენდი მარიამ მარქაროვმა 3 წლის წინ დააფუძნა. ის მინის დამუშავებისა და მოხატვის ხელოვნებას პროფესიულად ფლობს. ხელოვანების ოჯახში გაზრდილმა, სწავლა სამხატვრო აკადემიაში შესაბამის ფაკულტეტზე გააგრძელა. მინის ოსტატობის დაუფლების შემდეგ, სტიპენდია ზედიზედ სამჯერ, ამერიკის შეერთებულ შტატებში,...

ანთებული ნათურის ფასი

ანთებული ნათურის ფასი
access_time2019-12-15 16:00:28
"დამთავრდა”, – ეს არის ერთსიტყვიანი მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც 2016 წლის 14 ოქტომბერს მარიამ ვალიშვილისგან მივიღე. ის მაშინ, ჯერ კიდევ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის რანგში, ბოსნია და ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში იმყოფებოდა, სადაც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერთების ოქმს ქართულმა მხარემ ხელი ოფიციალურად მოაწერა. ამიტომ “დამთავრება” ამ შემთხვევაში მხოლოდ დასაწყისის მანიშნებელი იყო, რადგან ხელმოწერის ცერემონიის დასრულებასთან ერთად...

„სახელმწიფო შესყიდვებისა და ტენდერის გამოცხადების დროს, რეალური კონკურენცია უნდა არსებობდეს“

 „სახელმწიფო შესყიდვებისა და ტენდერის გამოცხადების დროს, რეალური კონკურენცია უნდა არსებობდეს“
access_time2019-12-15 12:00:58
რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი“ ნინო ლიპარტიასთან ერთად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მოსამართლემ, ხატია არდაზიშვილმა სახელმწიფო შესყიდვებზე, შესყიდვების პროცესში დისკვალიფიკაციასა და მის შედეგებზე ისაუბრა. „სახელმწიფო შესყიდვები ძალიან რთული და საინტერესო თემაა.შესყიდვა...

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ყველა მთავრობის წყევლაა, მისი გაუქმება პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასია“

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა  ყველა მთავრობის  წყევლაა, მისი გაუქმება პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასია“
access_time2019-12-15 10:00:50
რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა, გიორგი ხიშტოვანმა ქართულ ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა შეაფასა და 2020 წლის პერსპექტივები ისაუბრა. მისი თქმით, ლარის გამყარებაზე დადებითი როლი რამდენიმე ფაქტორმა ითამაშა. გიორგი ხიშტოვანი საზოგადოების მხრიდან ეროვნული ბანკის მიმართ ნდობის გაზრდაზე საუბრობს და ამბობს,რომ ლარის გამყარება ეკონომიკურ მაჩვენებლებში არსებულ კონკრეტულ ცვლილებებთან არ არის...


მსგავსი სიახლეები

up