თბილისი პირველ ადგილზეა ევროპის მთავარ ქალაქებს შორის IFD-ის  ეფექტიანობის მიხედვით

თბილისი პირველ ადგილზეა ევროპის მთავარ ქალაქებს შორის IFD-ის ეფექტიანობის მიხედვით

access_time2020-02-21 12:08:12

„მომავალი მთავარი ევროპული ქალაქები და რეგიონები პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის 2020- 2021 წლებში“, - ამ სახელწოდებით გამოაქვეყნა რეიტინგი გაზეთ „The Financial Times- ის“ სპეციალურმა რესურსმა fdi Intelligence, სადაც თბილისი ევროპის წამყვან ქალაქებს შორის პირველ ადგილზე დასახელდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ეფეტიანობის მიხედვით. უფრო კონკრეტულად, გამოცემის შეფასებით თბილისში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორცილება ყველაზე „ხარჯთეფექტიანია“ (Cost Effectiveness) ევროპის სხვა მთავარ ქალაქებთან შედარებით. ამ ნომინაციაში საუკეთესო ათეულს ვარშავა ასრულებს, პირველ ადგილზე კი, როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს დედაქალაქი გავიდა.


ქალაქების შერჩევა განხორციელდა ისეთი კატეგორიების მიხედვით, როგორიცაა: ქონების რეგისტრაციის საფასური, მოგების გადასახადი, მშენებლობის ნებართვა, სამრეწველო ხარჯები და სხვა.


აღნიშნული რეიტინგი მზადდება 2003 წლიდან. მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულად და მოიცავს ევროპული ქალაქების ანალიზს ბიზნესის კეთების, საინვესტიციო კლიმატის განვითარებისა და ცხოვრების დონის მიხედვით.






ანგარიშში გაანალიზებულია ევროპული ქალაქების შესაძლებლობები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით, ასევე, გამოვლენილია გამარჯვებულები სხვადასხვა ისეთი კატეგორიის მიხედვით როგორიცაა: მომავალი ევროპული ქალაქების TOP 25, ქალაქების ათეული ადამიანური კაპიტალისა და ცხოვრების დონის, ბიზნესისადმი მეგობრული გარემოს, ეკონომიკური პოტენციალისა და კავშირების მიხედვით.


კვლევის ფარგლებში მონაცემები შეგროვებულ იქნა 505 ლოკაციიდან (მათ შორის: 319 ქალაქი, 148 რეგიონი და 38 სპეციალური ზონა LEP), 100-მდე სხვადასხვა ინდიკატორის გათვალისწინებთ (მათ შორის: მშპ, უცხოური ინვესტიციების მოცულობა, დანახარჯები განათლებაზე, საშუალო ხელფასი, გადასახადების მოცულობა, ინოვაციური ტექნოლოგიების ინტეგრაცია, პროფილური რეიტინგები და სხვა).


თეგები:
fDi



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up