ევროპის უდიდესი ბანკები 30 000 სამუშაო ადგილს ამცირებენ

ევროპის უდიდესი ბანკები 30 000 სამუშაო ადგილს ამცირებენ

person access_time2016-02-09 17:30:23

გასული ორი კვირის განმავლობაში, Standard Chartered Plc გახდა მესამე ევროპული ბანკი, რომელმაც სამუშაო ადგილების შემცირების შესახებ გააკეთა განცხადება. სამივე ბანკიდან პოტენციურ გასათავისუფლებელ თანამშრომელთა საერთო რაოდენობა 30 000 ადამიანს აჭარბებს. 


ბრიტანული ბანკის მიერ სამშაბათს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შემცირება 15 000 ადამიანს შეეხება. შედარებისთვის: Deutsche Bank AG შტატის 11,000-ით, ხოლო Suisse Group AG 5,600 ადამიანით შემცირებას აპირებს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს სამივე ბანკმა აღმასრულებელი დირექტორი შეიცვალა და ისინი ფინანსური კრიზისის შემდეგ გარდაქმნის პროცესში არიან. 


„ეს არის ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ ევროპულმა ბანკებმა პოსტ-კრიზისულ პერიოდს კარგად ვერ აუღეს ალღო და სიტუაციის გამოსწორებას ახლა ცდილობენ,“ – განაცხადა Atlantic Equities LLP-ის ანალიტიკოსმა, კრისტოფერ ვილერმა.

 

სავარაუდოდ, შტატების შემცირება სხვა ბანკებშიც მოხდება.  Bloomberg-ის ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, მილანში არსებული UniCredit SpA შტატის 12,000-ით შემცირებას გეგმავს.  

 

Standard Chartered-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი, ბილ ვინტერსი 2018 წლისთვის $2.9 მილიარდის დაზოგვას გეგმავს. ვინტერსმა 2016 წლის მეორე ნახევრისთვის დივიდენდი შეამცირა, რაც 1988 წლის შემდეგ პირველი პრეცედენტია.

 

„ბანკები ცდილობენ, ცვლილებები განახორციელონ. არაფრის კეთება არჩევანი არ არის,“ – აღნიშნა  Cass Business School-ის პროფესორმა, ანდრე სპაისერმა.



ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება
access_time2020-05-26 16:00:59
„რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის, კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა. როგორც რეზო მაღალაშვილი ამბობს, ამის პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. უკან მიბრუნებული ტანსაცმელი კი, დარბაზის...

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“ სტუმრებს 8 ივნისიდან მიიღებს

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“  სტუმრებს  8 ივნისიდან მიიღებს
access_time2020-05-26 17:15:05
სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერია” 8 ივნისიდან სტუმრებთან შესახვედრად ემზადება.სასტუმროს გუნდი მოხარულია კვლავ უმასპინძლოს სტუმრებს და აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე – 8 ივნისიდან გაიხსნება სასტუმროს გარე სივრცეები: “ივერია ტერასა” და “ივერია კაფე”. მეორე ეტაპზე -15 ივნისიდან სასტუმრო სრული დატვირთვით ამუშავდება, გაიხსნება ღია და დახურული აუზები.მესამე ეტაპზე – 22 ივნისს გაიხსნება იტალიური და აზიური რესტორნები – “ფილინი” და “უმამი” რადისონის ჯგუფისთვის...

„საქართველოს ხელისუფლებამ „გაზპრომთან“ მჭიდრო და კორუფციული ურთიერთობები დაამყარა“ -"ნაცმოძრაობას” გიორგი გახარიასთან კითხვები აქვს

„საქართველოს ხელისუფლებამ  „გაზპრომთან“  მჭიდრო და კორუფციული ურთიერთობები დაამყარა“ -
access_time2020-05-26 15:00:12
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით,როდესაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში კითხვებზე საპასუხოდ მივა, "ნაციონალური მოძრაობა” აპირებს „გაზპრომთან“ დაკავშირებით დაუსვას კითხვა. "რა თქმა უნდა, ჩვენ დავუდებთ პრემიერს გათვლებს, ამ სამი წლის განმავლობაში, როდესაც კონტრაქტი შეცვალა საქართველოს მთავრობამ რუსეთთან, რა რაოდენობის ზარალი განიცადა ქვეყანამ, რატომ აზარალეს ქართული სახელმწიფო, რატომ არაფერს ვიღებთ ჩვენ გაზის...

„ველი თქვენთან თანამშრომლობას ეკონომიკის დივერსიფიკაციაში“-დონალდ ტრამპის წერილი გახარიას

„ველი თქვენთან თანამშრომლობას ეკონომიკის დივერსიფიკაციაში“-დონალდ ტრამპის წერილი გახარიას
access_time2020-05-26 12:00:56
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მისალოც წერილს უგზავნის. აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის მეთაურისთვის გამოგზავნილ მილოცვაში ხაზს უსვამს ათწლეულების განმავლობაში აშშ-სა და საქართველოს შორის მტკიცე პარტნიორობას, რომელიც საერთო ღირებულებებს და ინტერესებს ეფუძნება. „ძვირფასო პრემიერ-მინისტრო! ამერიკელი ხალხის სახელით, გულწრფელად მოგესალმებით და გილოცავთ...

როგორც შეძლებს მომხმარებელი ელექტროენერგიის ღირებულების შემცირებას

როგორც შეძლებს მომხმარებელი ელექტროენერგიის ღირებულების შემცირებას
access_time2020-05-26 18:30:36
საათობრივი ვაჭრობის ამოქმედების შემდეგ, მივიღებთ აქტიურ მომხმარებელს, რომელსაც მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების შემცირება შეეძლება – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელმა ირინა მილორავამ გადაცემა “ბიზნესპარტნიორის ოთხეულში” განახადა. როგორც მილორავამ განმარატა, ახალი ბაზრის წესებით, საათობრივი ვაჭრობა ინერგება საბითუმო დონეზე და შემდეგ გავრცელდება...


მსგავსი სიახლეები

up