ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს მთავრობას აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის  განახლებისთვის 106.7 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს მთავრობას აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის განახლებისთვის 106.7 მილიონ ევროს გამოუყოფს

access_time2021-04-28 15:10:00

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს მთავრობას 106.7 მილიონ ევროს გამოუყოფს ქვეყნის მთავარი საგზაო არტერიის, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის (E60) განახლებისთვის, -ამის შესახებ საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის მოდერნიზების ხელშეწყობის შესახებ ინფორმაციაშია ნათქვამი, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.



ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხით მოხდება ორი მონაკვეთის: ალგეთი-სადახლოს 30-კილომეტრიანი და რუსთავი-წითელი ხიდის 32-კილომეტრიანი გზების განახლება.



„დღეის მდგომარეობით, ევროპის საინვესტიციო ბანკის კაპიტალდაბანდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის პროექტში 250 მილიონ ევროს შეადგენს, რაც საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის, მეწარმეობისა და საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილია. ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯამური ინვესტიცია ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაში 1 მილიარდ ევრომდეა, რაც საქართველოში ამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ განხორციელებული კაპიტალდაბანდებების ნახევარია. 388 კილომეტრი სიგრძის E60 დერეფანი აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვარზე არსებული წითელი ხიდიდან იწყება და შავი ზღვის სანაპიროზე, ფოთის პორტამდეა გადაჭიმული, საიდანაც მარშრუტი თურქეთის საზღვრამდე გრძელდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ გზის ორივე მონაკვეთის განახლების შედეგად სომხეთის რესპუბლიკასთან დამაკავშირებელი თანამედროვე და უსაფრთხო გზა იარსებებს. ამავე გზით მოხდება მგზავრებისა და ტვირთების ტრანსპორტირება. ამასთანავე, ორივე მონაკვეთი საცხოვრებელ პირობებსა და სამეწარმეო გარემოს გააუმჯობესებს ქვეყანასა და რეგიონში. აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის ძირითადი ნაწილის გაგრძელებაა, რომელიც ევროკავშირიდან იღებს სათავეს და აძლიერებს მის სოციალურ, ეკონომიკურ და ტერიტორიულ ერთობას პარტნიორ ქვეყნებთან. ეს გზა საქართველოზე გადის და მის მსხვილ ქალაქებსაც აკავშირებს ერთმანეთს. ამასთან, რეგიონული ქსელის პრინციპით ხდება თურქეთსა და სომხეთს შორის წრის შეკვრა,“ - ნათქვამია ევროპის საინვესტიციო ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ინფორმაციის თანახმად, ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი სესხი იმ პროგრამის ნაწილია, რომელიც 1.5 მილიარდი ევროს ოდენობის ერთობლივ დაფინანსებას გულისხმობს შემდეგი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან: ევროპის საინვესტიციო ბანკი, მსოფლიო ბანკი, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო და აზიის განვითარების ბანკი.




„პროგრამის მონაწილეა საქართველოს მთავრობა და ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზება ამ ინიციატივის გაცხადებული მიზანია. 2007 წელს, საქართველოში საქმიანობის დაწყების დღიდან, ევროპის საინვესტიციო ბანკს ქვეყნის ინფრასტრუქტურული, კერძო სექტორისა და კლიმატის ცვლილებების მიმართულებით განხორციელებული 23 პროექტის ფარგლებში, თითქმის 2 მილიონი ევრო აქვს დაბანდებული. მხოლოდ 2020 წელს, ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფმა, ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად 70 მილიონი ევროს კაპიტალდაბანდება განახორციელა საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ხელშეწყობის ფარგლებში, ხოლო 100 მილიონი ევრო გამოყო ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის საჭიროებებისთვის. ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2014 წელს ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის მხარდასაჭერად, ევროპის საინვესტიციო ბანკმა გაზარდა კაპიტალდაბანდების მოცულობა და სულადობრივად უმსხვილეს ბენეფიციარად აქცია ქვეყანა თავისი დაკრედიტების ბენეფიციართა შორის ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონში,”- ნათქვამია ევროპის საინვესტიციო ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up