ევროპის საინვესტიციო ბანკი და პროკრედიტი 10 მილიონი ევროთი დაუჭერენ მხარს საქართველოში მოქმედ მცირე და საშუალო საწარმოებს, კოვიდ-19-ით გამოწვეული კრიზისის სწრაფად დასაძლევად

ევროპის საინვესტიციო ბანკი და პროკრედიტი 10 მილიონი ევროთი დაუჭერენ მხარს საქართველოში მოქმედ მცირე და საშუალო საწარმოებს, კოვიდ-19-ით გამოწვეული კრიზისის სწრაფად დასაძლევად

access_time2020-12-22 11:10:57

Team Europe: ევროპის საინვესტიციო ბანკი და პროკრედიტი 10 მილიონი ევროთი დაუჭერენ მხარს საქართველოში მოქმედ მცირე და საშუალო საწარმოებს, კოვიდ-19-ით გამოწვეული კრიზისის სწრაფად დასაძლევად

  • ევროკავშირის ბანკი და პროკრედიტი 10 მილიონი ევროს საკრედიტო ხაზს ქმნიამ  საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად და კოვიდ-19 პანდემიით შექმნილი პრობლემების დასაძლევად;
  • ევროპის საინვესტიციო ბანკისა და პროკრედიტ ჯგუფის შეთანხმების თანახმად, მსგავსი საკრედიტო ხაზები ასევე ხელმისაწვდომი იქნება მოლდოვასა (20 მილიონი ევრო) და უკრაინაში (25 მილიონი ევრო) და  შედეგად, კომპანიების მხარდასაჭერად გამოყოფილი ჯამური თანხა 55 მილიონ ევროს შეადგენს.
  • აღნიშნული Team Europe-ის COVID-19-ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებების ნაწილს წარმოადგენს, რომლის მიზანიც სამუშაო ადგილების, ლიკვიდურობისა და ოპერაციების შენარჩუნების და პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური გაჯანსაღების ხელშეწყობაა.

 

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), რომელიც ევროკავშირის დაკრედიტების ჯგუფია, 10 მილიონ ევროს გამოუყოფს პროკრედიტ ჯგუფს, საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ახალი საკრედიტო ხაზის შეთავაზების მიზნით, რაც კომპანიებს COVID-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისის სწრაფ დაძლევაში დაეხმარებათ. საკრედიტო ხაზების მიღება შესაძლებელი იქნება სხვადასხვა, მათ შორის ადგილობრივ ვალუტაში.

 

აღნიშნული ინვესტიცია 55 მილიონ ევროს ოდენობის საკრედიტო ხაზზე პროკრედიტ ჯგუფთან გაფორმებული რეგიონალური ხელშეკრულების ნაწილია, რომელიც გულისხმობს მსგავსი საკრედიტო ხაზის გამოყოფას  მოლდოვასა (20 მილიონი ევრო) და უკრაინისთვის (25 მილიონი ევრო). ყოველივე ეს მიმართულია ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღებისკენ.

 

ეს რესურსი საქართველოში მოქმედი კომპანიებისთვის მნიშვნელოვან დაფინანსებას უზრუნველყოფს, მიმდინარე პანდემიის გამო საბრუნავ კაპიტალთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემების მოსაგვარებლად. ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხი ასევე განამტკიცებს საქართველოს ეროვნულ საბანკო სექტორს და მეტ შესაძლებლობებს შექმნის ქვეყნის ეკონომიკური გაჯანსაღების ხელშესაწყობად.

 

ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ტერეზა ცერვინსკამ, რომელიც საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში მიმდინარე საქმიანობას ხელმძღვანელობს, განაცხადა: Team Europe აგრძელებს აღმოსავლეთ სამეზობლოში ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებში COVID-19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში მხარდაჭერას, ამ რთულ პერიოდში პანევროპული სოლიდარობის განმტკიცებით. ჩვენ შევქმენით დაფინანსების ახალი წყაროები იმ დროს, როდესაც აღნიშნულ რესურსს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად. გვსურს მომავალში გავაფართოვოთ ეს პარტნიორობა, რათა კიდევ უფრო მეტმა შეძლოს  მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ხელმისაწვდომი მხარდაჭერით სარგებლობა.

 

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა: ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას პანდემიის დროს. ევროკავშირმა უზრუნველყო საქართველოსთვის უპრეცედენტო 1,5 მლრდ ლარის მობილიზება COVID-19 დახმარების პაკეტის  ფარგლებში, რომლის ფუნდამენტური ნაწილია ბიზნესის ეკონომიკური აღდგენა. ევროკავშირის ბანკის მხრიდან ამ თანხების გამოყოფა აღნიშნულ კომპონენტს აძლიერებს და მეტ დახმარებას უზრუნველყოფს ადგილობრივი ქართული ბანკების მეშვეობით. ამ ხელშეკრულების საშუალებით, საქართველოს უფრო მეტ მცირე და საშუალო საწარმოს ექნება ფინანსებზე წვდომა, ასეთ გამოწვევებით სავსე პერიოდში.

 

პროკრედიტ ჯგუფის მშობელი კომპანიის ProCredit Holding AG & Co. KGaA-ის მენეჯმენტმა განაცხადა:

„ჩვენს მომხმარებლებთან და პარტნიორებთან, როგორიცაა ევროპის საინვესტიციო ბანკი, დამყარებული კარგი ურთიერთობების წყალობით, ამ გარდამავალ პერიოდში ჩვენ შევძელით მრავალი მცირე და საშუალო ბიზნესის ეფექტური მხარდაჭერა. ევროპის საინვესტიციო ბანკის აღნიშნული საკრედიტო ხაზები საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში მოქმედ მცირე და საშუალო საწარმოებს დაეხმარება  მოკლევადიანი ლიკვიდურობის დეფიციტის დაძლევაში და ხელს შეუწყობს ეროვნულ ვალუტაში საინვესტიციო პროექტების განხორციელებას. გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ახალ ბიზნეს შესაძლებლობებსა და პოტენციალს შექმნის და უახლოეს წლებში ეკონომიკის გაჯანსაღებას განაპირობებს. დარწმუნებულები ვართ, რომ საკრედიტო ხაზები წაახალისებს კლიმატისთვის უსაფრთხო, ასევე სოციალურად და ეკოლოგიურად მდგრადი ინვესტიციების განხორციელების კუთხით აუცილებელ სტრუქტურულ ცვლილებებს.“

 

პროკრედიტ ბანკი საქართველოს მენეჯმენტმა განაცხადა:

პანდემია დიდი გამოწვევა იყო საქართველოს ეკონომიკისთვის. ქვეყანაში მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის აღნიშნულ პერიოდში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფინანსურ რესურზე ხელმისაწვდომობა, რათა მათ შეძლონ კრიზისით გამოწვეული სიძნელეების გადალახვა, ზრდა და განვითარება. 10 მილიონი ევროს ოდენობით ფინანსური რესურსი, რომელიც ევროპის საინვესიტიციო ბანკის საკრედიტო ხაზის ფარგლებში საქართველოსთვის გამოიყო, მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ადგილობრივი  კომპანიებისთვის. ამ რესურსით პროკრედიტ ბანკი შეძლებს უფრო მეტ  მცირე და საშუალო ბიზნესს გაუწიოს ფინანსური მხარდაჭერა,  შედეგი კი დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. პოზიტიურად ვუყურებთ მომავალს და გვჯერა, რომ კრიზისულ პერიოდს ერთიანი ძალებით და თანმიმდევრული ნაბიჯებით მალე დავძლევთ.”

 

Team Europe: პანევროპული სოლიდარობის განმტკიცება კრიზისულ პერიოდში


 

ევროპის საინვესტიციო ბანკის ინვესტიცია ხორციელდება Team Europe-ის COVID-19–ზე რეაგირების ფარგლებში და მხარს უჭერს ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს მდგრად სოციალურ და ეკონომიკურ გაჯანსაღებას. ეს მექანიზმი აძლიერებს როგორც მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, ასევე საშუალო საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე კომპანიებს, რომლებიც ეროვნული ეკონომიკის ხერხემალია და დასაქმების ძირითადი წყაროა სამ ქვეყანაში.

 

ევროკავშირის მიერ უზრუნველყოფილი გარანტიებით, ევროპის საინვესტიციო ბანკის ინვესტიცია პროკრედიტ ჯგუფს საშუალებას აძლევს გაზარდოს საკრედიტო საქმიანობა, ადგილობრივი საფინანსო სექტორების გრძელვადიანი სტაბილურობის ან გრძელვადიან პერსპექტივაში პანდემიიდან ეკონომიკური აღდგენის შესაძლებლობის საფრთხის ქვეშ დაყენების გარეშე.

 

საკრედიტო ხაზები კიდევ უფრო მიმზიდველი იქნება ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ COVID-19-თან დაკავშირებული საგანგებო ზომების ფარგლებში არსებული უფრო მოქნილი პირობების გამო. ეს საგანგებო ზომები Team Europe-ის მხრიდან პანდემიის დროს აღმოსავლეთ სამეზობლოში პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის ღონისძიებების ნაწილია.

 

შენიშვნა რედაქტორებისთვის:

 

ევროპის საინვესტიციო ბანკი:

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საკუთრებაში არსებული გრძელვადიანი დაკრედიტების ინსტიტუტი. ევროკავშირის პოლიტიკის მიზნების ხელშესაწყობად, ბანკი უზრუნველყოფს გრძელვადიანი ფინანსების გამოყოფას საჭირო ინვესტიციების განსახორციელებლად.

ევროპის საინვესტიციო ბანკი აღმოსავლეთ სამეზობლოში:

აღმოსავლეთ სამეზობლოში წარმოდგენილი ქვეყნებისთვის - ბელორუსია, უკრაინა, მოლდოვის რესპუბლიკა, აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო - საკრედიტო რესურსის გამოყოფით, ევროპის საინვესტიციო ბანკი განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიმართულებით. ჩვენი პროექტები ხელს უწყობს კერძო სექტორის განვითარებას და კლიმატური ცვლილებების მიმართ ქვეყნების მდგრადობას. ამავე დროს, ჩვენი არსებობა ევროკავშირთან და მის წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთობებს განამტკიცებს.

აღმოსავლეთ სამეზობლო რეგიონში ევროპის საინვესტიციო ბანკი ორიენტირებულია ხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნაზე და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაზე, მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ინოვაციების მხარდაჭერაზე და ხელმისაწვდომი და სუფთა ენერგიის მიწოდებაზე. კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლა, პარიზის შეთანხმების შესაბამისად, ევროპის საინვესტიციო ბანკის საკრედიტო საქმიანობის მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი დაფინანსებით, კატალიზატორის მსგავსად ვმოქმედებთ, 2030 წლისთვის გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) შესასრულებლად საჭირო ფინანსების მოსაზიდად. აღმოსავლეთ სამეზობლოში ევროპის საინვესტიციო ბანკის საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, მიყევით ბმულს.

პროკრედიტ ჰოლდინგი AG & Co. KgaA შესახებ

პროკრედიტ ჰოლდინგი AG & Co. KgaA, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს გერმანიაში, მაინის ფრანკფურტში, განვითარებაზე ორიენტირებული პროკრედიტ ჯგუფის მშობელი კომპანიაა. ჯგუფი შედგება სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში მოქმედი, მცირე და საშუალო საწარმოების მომსახურებაზე ორიენტირებული ბანკებისგან. ჯგუფი ასევე წარმოდგენილია სამხრეთ ამერიკასა და გერმანიაში. კომპანიის აქციებით ვაჭრობა ხდება ფრანკფურტის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში. პროკრედიტ ჰოლდინგი AG & Co. KgaA-ის მთავარი აქციონერები არიან სტრატეგიული ინვესტორები Zeitinger Invest და ProCredit Staff Invest (რომელიც მოიცავს საინვესტიციო მექანიზმებს პროკრედიტის თანამშრომლებისთვის), ჰოლანდიური DOEN Participaties BV, KfW განვითარების ბანკი და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (მსოფლიო ბანკის ჯგუფის ნაწილი). საბანკო საქმიანობის შესახებ გერმანიის კანონის თანახმად, პროკრედიტ ჰოლდინგი AG & Co. KgaA-ს კონსოლიდირებულ დონეზე ზედამხედველობას უწევს გერმანიის ფინანსური ზედამხედველობის ფედერალური სამმართველო (Bundesanstalt für Finanzdienstleistungsaufsicht, BaFin) და გერმანიის ბუნდესბანკი. დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ვებგვერდს: www.procredit-holding.com.

მედიის საკონტაქტო პირები:

ევროპის საინვესტიციო ბანკი

                                                                                     

ტიბორ იონა, t.jona@eib.org, Tel.: +352 691 287 052

ვებ-გვერდი: www.eib.org/press - პრესის ოფისი: +352 4379 21000 – press@eib.org

პროკრედიტ ჰოლდინგი

ანდრეა კაუფმანი, ჯგუფის კომუნიკაციები, პროკრედიტ ჰოლდინგი

ვებ-გვერდი: https://procredit-holding.com/

ტელ.: +49 69 951 437 138, ელ-ფოსტა: Andrea.Kaufmann@procredit-group.com


პროკრედიტ ბანკი, საქართველო

 

ანა იასეშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

ვებ-გვერდი: http://www.procreditbank.ge/

ტელ: +995 591 67 88 87  ელ-ფოსტა: marketing@procreditbank.ge


(R)

თეგები:
პროკრედიტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up