ევროპის საინვესტიციო ბანკი, COVID-19-ის საგანგებო დახმარების ფარგლებში, ლიბერთი ბანკში არსებულ საკრედიტო ხაზს 17.5 მილიონ ევრომდე ზრდის

ევროპის საინვესტიციო ბანკი, COVID-19-ის საგანგებო დახმარების ფარგლებში, ლიბერთი ბანკში არსებულ საკრედიტო ხაზს 17.5 მილიონ ევრომდე ზრდის

access_time2021-03-01 16:30:03

ლიბერთი ბანკისთვის უზრუნველყოფილი დამატებითი დახმარებით, COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ახალ ეტაპზე გადადის.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, ევროპის საინვესტიციო ბანკი, COVID-19-ის საგანგებო დახმარების ფარგლებში, ლიბერთი ბანკში არსებულ საკრედიტო ხაზს 2.5 მილიონი ევროს მულტისავალუტო რესურსს ამატებს და მის მთლიან მოცულობას 17.5 მილიონ ევრომდე ზრდის.

სესხი აძლიერებს, COVID--19-ის პანდემიის კრიზისის დასაძლევად, „ევროპის გუნდის“ მიერ საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისათვის გაწეულ დახმარებას, აგრეთვე უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების, ლიკვიდურობისა და ბიზნეს საქმიანობის შენარჩუნებას და ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის აღდგენას.

მხოლოდ 2020 წელს, ევროპის საინვესტიციო ბანკმა, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად, საქართველოს ბიზნეს სუბიექტების დასახმარებლად 70 მილიონი ევრო გამოყო. ევროპის საინვესტიციო ბანკმა, რომელიც ევროკავშირის გრძელვადიანი დაკრედიტების ინსტიტუტს წარმოადგენს, და ლიბერთი ბანკმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისათვის არსებული საკრედიტო ხაზის 2.5 მილიონი ევროს ოდენობით 17.5 მილიონ ევრომდე გაზრდის შესახებ.

ამ შეთანხმებით, ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად გამოყოფილი სესხის საერთო ოდენობამ 70 მილიონ ევროს გადააჭარბა, ხოლო COVID19-თან დაკავშირებული საგანდებო პირობებით გაცემული კრედიტების ოდენობამ 90 მილიონ ევროს გადააჭარბა.

იმ დროს, როდესაც COVID-19-ის პანდემია მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს ლიკვიდურობასთან, ფინანსებზე წვდომასთან, ყოველდღიურ საქმიანობასა და ფონდების გაფართოებასთან დაკავშირებით პრობლემებს უქმნის, ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხი ქვეყნის ეკონომიკაში ახალ კაპიტალს შეიტანს. სასესხო ხელშეკრულების ხელმოწერას ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი დაესწრო.

როგორც ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა, ვერნერ ჰოიერმა განაცხადა, „ევროპის გუნდი“ და ევროპის საინვესტიციო ბანკი გააგრძელებენ საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებას, რათა ხელი შეუწყონ ქვეყნის ეკონომიკის აღდგენას და COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის დაძლევას.

„მხოლოდ გასულ წელს, საქართველოს ეკონომიკის აღსადგენად, ჩვენ 170 მილიონი ევრო გამოვყავით - 70 მილიონი ევრო მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის სესხებზე წვდომის გასაადვილებლად და 100 მილიონი ევრო - პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს ჯანდაცვის სექტორის შესაძლებლობების გასაძლიერებლად. დღეს კი, ევროპის საინვესტიციო ბანკი მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისათვის უზრუნველყოფილი სესხის როგორც ოდენობას ისე მიმზიდველობას ზრდის, ვინაიდან საქართველოში არსებული პარტნიორისთვის სესხს ეროვნულ ვალუტაში პირველად გასცემს. მოხარული ვართ, რომ ვრჩებით საქართველოს სანდო მოკავშირედ და ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის მთავარ წყაროდ”, - განაცხადა ჰოიერმა.

თავის მხრივ, ლიბერთი ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა აღნიშნა, რომ ეს არის ამ რთულ დროში ყველა ზომის ბიზნეს სუბიექტის დახმარების კუთხით აღებული ჩვენი ვალდებულების შესრულების კიდევ ერთი დადასტურება“.


„მინდა მადლობა გადავუხადო ევროპის საინვესტიციო ბანკს და ევროკავშირს მხარდაჭერისა და იმ ნდობისთვის, რომლებიც ისინი ლიბერთი ბანკის მიერ იჩენენ.

დიდი მადლობა სესხის ოდენობის გაზრდისათვის. ლიბერთი ბანკი საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს დამატებით საკრედიტო შესაძლებლობებს შესთავაზებს. კორონა ვირუსმა მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს ძალიან დიდი ზიანი მიაყენა და ეს შესაძლებლობა ჩვენს კლიენტებს ლიკვიდურობასთან დაკავშირებული მოკლევადიანი პრობლემების მოგვარებაში, სამუშაო ადგილების შენარჩუნებასა და ქვეყნის ეკონომის აღდგენაში საკუთარი როლის შესრულებაში დაეხმარება.

„10 მილიონი ლარის ექვივალენტური ეს დამატებითი მულტისავალუტო რესურსი სესხების ადგილობრივ ვალუტაში გაცემის შესაძლებლობას იძლევა, რაც ზრდის ჩვენს მოქნილობას საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების უფრო ფართო სპექტრის დაფინანსებისა და მხარდაჭერის თვალსაზრისით. ეს არის ამ რთულ დროში ყველა ზომის ბიზნეს სუბიექტის დახმარების კუთხით აღებული ჩვენი ვალდებულების შესრულების კიდევ ერთი დადასტურება“, - აღნიშნა ვასილ ხოდელმა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, სესხი იძლევა შესაძლებლობას, დაფინანსება გაიცეს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში და გაიზარდოს სესხების ხელმისაწვდომობას მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისათვის. სესხის მოცულობის გაზრდა საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს დაეხმარება სამუშაო ადგილების, ლიკვიდურობისა და ბიზნეს საქმიანობის შენარჩუნებაში და ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის გამოსვლას COVID-19-ით შექმნილი კრიზისიდან.

ევროკავშირის ბანკის ეს ინვესტიცია ნაწილია ევროპის საინვესტიციო ბანკის იმ ფართო ინიციატივისა, რომელიც ხელს უწყობს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებას, მცირე ადგილობრივი ბანკების მხარდაჭერის გზით. მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოები საქართველოს ეკონომიკის ხერხემალს და მთავარ დამსაქმებლებს წარმოადგენენ. ლიბერთი ბანკისთვის გამოყოფილი დამატებითი საკრედიტო ხაზი ასევე მოიცავს 450,000 ევროს ტექნიკურ მხარდაჭერას, რომელიც ლიბერთი ბანკს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მომსახურების გაუმჯობესებასა და გაფაღთოებაში დაეხმარება.

ევროპის საინვეტიციო ბანკის მიერ ევროკავშირის გარანტიით უზრუნველყოფილი სესხი ზრდის საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის სესხების ხელმისაწვდომობას საქართველოს საფინანსო სექტორის გრძელვადიანი სტაბილურობისათვის ზიანის მიყენების გარეშე, ან გააძლიეროს საკუთარი შესაძლებლობები გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკის აღდგენის მხარდასაჭერად.

საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის ხელმისაწვდომი საკრედიტო ხაზი კიდევ უფრო მიმზიდველია COVID-19-თან დაკავშირებით ევროპის საინვესტიციო ბანკის საგანგებო ზომებით გათვალისწინებული უფრო მოქნილი პირობების გამო. აღნიშნული საგანგებო ზომები წარმოადგენს „ევროპის გუნდის“ ძალისხმევის ნაწილს, რომლებიც მიმართულია პანდემიის პერიოდში საქართველოსა და ევროკავშირის სხვა პარტნიორი სახელმწიფოების დასახმარებლად.

საქართველოს ბიზნეს სუბიექტებისთვის განკუთვნილ საკრედიტო ხაზებში ევროკავშირის ბანკის მიერ დღემდე განხორცილებული ინვესტიციების მოცულობა 290 მილიონ ევროს აღემატება, რაც ქვეყანაში 54,000 სამუშაო ადგილის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

COVID9-ის კრიზისის დასაძლევად 2020 წელს ბანკმა საქართველოს 170 მილიონი ევრო გამოუყო.
საქართველო ერთ-ერთია ევროკავშირის იმ არაწევრ სახელმწიფოებს შორის, რომლებსაც შეუძლიათ ისარგებლონ ევროპის საინვესტიციო ფონდის ინსტრუმენტებით, რომლებიც მიზნად ისახავენ მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდაჭერას და რისკების გაზიარებას. ამჟამად, საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის საგარანტიო პორტფელი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების 382.9 მილიონი ევროს მოცულობის სესხებს მოიცავს.

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში პროექტების უმეტესობას ევროკავშირის გარე დაკრედიტების მანდატის საფუძველზე აფინანსებს. ეს მანდატი ევროპის საინვესტიციო ბანკს ანიჭებს გარანტიას, რომელიც უზრუნველყოფილია ევროკავშირის ბიუჯეტით პროექტებისთვის სოციალური და ეკონომიკის ინფრასტრუქტურის, ადგილობრივი კერძო სექტორის განვითარებისა და კლიმატის ცვლილების შერბილების და ადაპტაციის სფეროებში.

პროექტების დასაფინანსებლად ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს ევროკავშირის გრანტები, რომლებიც ხელმისაწვდომია ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო პლატფორმის (NIP) მიერ დაფინანსებული ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) პროგრამის ფარგლებში.

ლიბერთი ბანკი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბანკია, რომლის აქტივები 2 მილიარდ ლარს, ხოლო კაპიტალი 200 მილიონ ლარს შეადგენს. ბანკს აქვს ფილიალების ფართო ქსელი, რომელიც მოიცავს 360-ზე მეტ ფილიალს და 570 ბანკომატს. ბანკი არის საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური პარტნიორი პენსიებისა და სოციალური დახმარებების გაცემაში. ბანკში დასაქმებულია 4600-ზე მეტი თანამშრომელი, რომლებიც 1,7 მილიონ მომხმარებელს ემსახურებიან.


(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up