შეხვედრა, რომელიც საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში 2020 წლის 15 მაისს ტრასბურგში უნდა ჩატარებულიყო, 4 ნოემბერს, ათენში, საბერძნეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, 22 აპრილს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე, რომელიც საქართველოს თავმჯდომარეობის ძალისხმევით პირველად გაიმართა ვიდეო–კონფერენციის ფორმატში, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130–ე შეხვედრის (მინისტერიალი) გამართვის თარიღისა და ადგილის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.
imedinews.ge