ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შორის ახალი სამუშაო შეთანხმება გაფორმდა / EASA and GCAA to sign new Working Arrangement

ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შორის ახალი სამუშაო შეთანხმება გაფორმდა / EASA and GCAA to sign new Working Arrangement

access_time2019-06-05 19:10:51

მიმდინარე წლის 4 ივნისს, ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) აღმასრულებელმა დირექტორმა პატრიკ ქიმ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) დირექტორმა ლევან კარანაძემ ახალ სამუშაო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ხელმოწერის ოფიციალური ღონისძიება EASA-ს მმართველი საბჭოს შეხვედრის ფარგლებში, კიოლნში შედგა.


ახალი შეთანხმება საავიაციო უსაფრთხოების სფეროში უწყებებს შორის ტექნიკური თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას, საქართველოს საავიაციო ხელისუფლების EASA-ს სისტემაში ინტეგრაციის ხელშეწყობას და ევროპული საავიაციო რეგულაციების დანერგვის კუთხით დახმარების გაწევას ითვალისწინებს. ამასთან, მხარეების მიერ გაგრძელდება თანამშრომლობა ტექნიკური ზედამხედველობის და ინსპექტირებების მიმართულებით. შეთანხმება ითვალისწინებს ასევე ექსპერტთა ურთიერგაცვლას, სააგენტოს წარმომადგენლების მონაწილეობას EASA-ს სამუშაო ჯგუფებსა და საბჭოებში. ახალმა შეთანხმებამ საავიაციო ხელისუფლებებს შორის (EASA, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წინამორბედი - ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია) 2009 წლის 7 ივლისს გაფორმებული შეთანხმება გააუქმა.



ევროკავშირის მიერ, საქართველოსთან ერთიანი საჰაერო სივრცის შეთანხმების მოსალოდნელი რატიფიცირების გათვალისწინებით (ხელი მოეწერა 2010 წელს, რატიფიცირებულია საქართველოს და ევროკავშირის წევრ ყველა სახელმწიფოს მიერ), მხარეებმა დადებითად და მნიშვნელოვნად შეაფასეს ორმხრივი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლა. შეხვედრაზე, ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) პირველი პირი დადებითად გამოეხმაურა ფრენების უსაფრთხოების გაუმჯობესების კუთხით საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიღწეულ პროგრესს. განსაკუთრებით ხაზი გაესვა ICAO-ს აუდიტის მაღალი მაჩვენებლებით დასრულებას და ევროკავშირის SAFA-ს პროგრამაში აქტიურ ჩართულობას, რომლის ფარგლებშიც სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორები ახორციელებენ უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდების ინსპექტირებას, ასევე, აღინიშნა ამავე პროგრამის ფარგლებში, ქართული ავიაკომპანიების შემოწმების კოეფიციენტების გაუმჯობესება.


„კომერსანტი“





„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“

„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“
access_time2021-07-25 16:00:36
ბიო მეურნეობა ,,სამყურა“ პანდემიის მიუხედავად გაფართოებას ახერხებს. მზესუმზირის ზეთის წარმოების დაწყების შემდეგ, მეურნეობა კაფი გახსნას და სათბურის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მეურნეობის...

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“
access_time2021-07-25 14:00:26
„მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა განაცხადა. კახახაზარაძე აცხადებს, რომ ინფიცირების მატების შესაჩერებლად ერთ-ერთი გზა...

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა - რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა -  რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება
access_time2021-07-25 12:00:37
ვირის რძით დამზადებული თავის მოვლის საშუალებებს, ახლა უკვე ჩაის საპონიც დაემატა. როგორც კომპანია „დემას“ დამფუძნებელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას...

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები
access_time2021-07-25 11:15:55
წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს, ევროპის ქვეყნებში სტიქიის შედეგად დაზიანებული რამდენი ავტომობილი შემოვა საქართველოში, თუმცა საფრთხე რეალურია, რომ რამდენიმე პროცენტი...

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის
access_time2021-07-25 10:00:07
“ბანკების ასოციაციაში” აცხადებენ, რომ საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც დღის წესრიგში დგას. როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე...


მსგავსი სიახლეები

up