ევროპის ქვეყნების მთავრობებმა ღამის კლუბების დახურვა კვლავ დაიწყეს და ამათან წვეულებების გამართვა აკრძალეს. ამ ზომების მიზეზი ახალგაზრდებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა აღმოჩნდა - იუწყება „იზვესტია“.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, თებერვლიდან ივლისის ჩათვლით 15-დან 24 წლამდე ასაკის ინფიცირებულთა რიცხვი 4,5 პროცენტიდან 15% ამდე გაიზარდა. ამასთან დაკავშირებით, ბევრმა ქვეყანამ დახურა კლუბები, სადაც შეუძლებელია სოციალური დისტანციის დაცვა.
პირველი სახელმწიფო, რომელმაც ღამის კლუბების მუშაობა აკრძალა ესპანეთი იყო. ივლისის ბოლოს, წვეულებების გამართვა კატალონიის ხელისუფლებამ ოფიციალურად კანონდარღვევად ცნო. ეს რეგიონი კი ქვეყნის ყველაზე პრობლემური ზონაა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. აგვისტოს შუა რიცხვეში იგივე ზომები მთელს ესპანეთში მიიღეს.
მსგავსი აკრძალვები 17 აგვისტოს იტალიაშიც შემოიღეს და არა მხოლოდ ღამის კლუბები დახურეს, არამედ აკრძალეს ცეკვები ღია ცის ქვეშ. ასეთი მკაცრი ღონისძიებების მიზეზი ახალგაზრდებში ინფიცირებულთა რიცხვის მატება იყო.
მალტაზე, რომელიც ევროპელების კურორტად ითვლება, ადგილობრივებმა ღამის კლუბები დახურეს და 15 ადამიანზე მეტის შეკრება აღარ ხდება. შემდეგ კი ანტალიაში ქაფის წველება აირკძალა მაშინ, როცა ჩვეულებრივი კლუბი მუშაობას აგრძელებენ.
გერმანიაში კლუბები გაზაფხულიდანვე დაიხურა. ინდუსტრიის წარმომადგენლები კი სექტორის ამუშავებას 2021 წლამდე არ ელიან. მოგვიანებით, ევროპის უმსხვილესმა ბორდელმა „პასჩამ“, რომელიც კიოლნში მდებარეობს გაკოტრების შესახებ გამოაცხადა.
Secretmag.ru
მარიამ მორგოშია