ევროპის სამხრეთით თბილი ამინდით და სუსტი ქარით გამოწვეული სმოგის სახიფათო დონე ფიქსირდება. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, საგანგაშო მდგომარეობაა იტალიასა და ბოსნია და ჰერცოგოვინაში. იტალიის რამდენიმე ქალაქში დაბინძურების შესამცირებლად დიზელზე მომუშავე ავტომობილების ექსპლუატაცია ნაწილობრივ აიკრძალა. შეზღუდვა სულ ცოტა 3 წლის განმავლობაში იმოქმედებს.
ბოსნია და ჰერცოგოვინაში კი სმოგის გამო საპროტესტო აქციები იმართება. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ მთავრობა კრიზისთან საბრძოლველად საკმარისად არ აკეთებს.
პრობლემის გადასაჭრელად სარაევოში საგანგებო შეხვედრები იმართება. მთავრობამ ავტომობილების მოძრაობაზე შეზღუდვა აქაც დააწესა.
თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში დაბინძურების ყველაზე მაღალი დონე სერბეთში, კოსოვოსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში დაფიქსირდა.
imedinews.ge