ევროპის კომისია უარყოფს რუსეთის განცხადებას იმის შესახებ, რომ გაზის ტურბინის შეფერხება სანქციების გამო ხდება

ევროპის კომისია უარყოფს რუსეთის განცხადებას იმის შესახებ, რომ გაზის ტურბინის შეფერხება სანქციების გამო ხდება

access_time2022-08-05 22:30:00

ევროკომისია აცხადებს, რომ დასავლეთის სანქციები მოსკოვის წინააღმდეგ არ წარმოადგენს დაბრკოლებას გერმანიიდან რუსეთში გაზის ტურბინის მიწოდებისთვის.


რუსულმა სახელმწიფო ენერგეტიკულმა გიგანტმა, „გაზპრომმა“, 27 ივლისიდან სიმძლავრის ერთ მეხუთედამდე შეამცირა გაზის მიწოდება „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის მილსადენით გერმანიაში და განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი აუცილებელი იყო, რადგან მას არ მიუღია ტურბინა მას შემდეგ, რაც ის ტექნიკური მომსახურებისთვის გააგზავნეს. „გაზპრომი“ აცხადებს, რომ სანქციები შეუძლებელს ხდის Siemens-ის ძრავის მიწოდებას „ჩრდილოეთის ნაკადის“ საკომპრესორო სადგურ „პორტოვაიაზე“.


თუმცა, გერმანიამაც და ევროპის კავშირმაც განაცხადეს, რომ არ არსებობდა ტექნიკური გამართლება გაზის ნაკადის შემცირებისთვის და რომ რუსეთის ნაბიჯები პოლიტიკურად მოტივირებულია და დაკავშირებულია ევროპის კავშირის სანქციებთან მოსკოვის უკრაინაში შეჭრის გამო. „სანქციებში არაფერია ისეთი, რაც კრძალავს იქ ტურბინის მიწოდებას, რომელიც Siemens-ის ტურბინაა და ამჟამად რუსეთისთვის განკუთვნილი“, განაცხადა 5 აგვისტოს ერიკ მამერმა, ევროპის კომისიის მთავარმა წარმომადგენელმა.



ზოგიერთი ოფიციალური პირი ევროპის კავშირში რუსეთს ენერგომომარაგების იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ტურბინების ტექნიკური მომსახურების მომიზეზება კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ იგონებს მოსკოვი სხვადასხვა საბაბს და ცდილობს გატეხოს ბლოკის ერთიანობა რუსეთის წინააღმდეგ მის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით, რომელიც უკვე მეექვსე თვეა, რაც გრძელდება. ივნისის შემდეგ რუსეთმა მნიშვნელოვნად შეამცირა გაზის მიწოდება „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ მილსადენით. „გაზპრომმა“ ეს იმით გაამართლა, რომ ტურბინა კანადაში იყო გაგზავნილი შესაკეთებლად. Siemens Energy -მ არაერთხელ უარყო ბრალდებები იმის შესახებ, რომ მან ვერ უზრუნველყო შესაბამისის დოკუმენტები ტურბინის გასაგზავნად.


www.radiotavisupleba.ge




თეგები:
გაზი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up