ევროპის გზავნილი საქართველოს - რა გახდა თბილისში ევროკომისრის ჩამოსვლის მიზეზი

ევროპის გზავნილი საქართველოს - რა გახდა თბილისში ევროკომისრის ჩამოსვლის მიზეზი

access_time2019-09-16 21:15:47

„იქიდან გამომდინარე, რომ მეორე წელია და ევროპულ სკოლაში უკვე მეორე მიღებაა ვფიქრობ, რომ სწორედ ამის გამოა კომისარი ჰანი ჩამოსული საქართველოში"- ასე აფასებს „რეზონანსთან" ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანის საქართველოში ვიზიტს.

 

უვიზო მიმოსვლის პირობებში, საქართველოდან ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაიზარდა, ქართველ მგზავრებს შენგენის ზონის ქვეყნებში გამგზავრებისას ქუთაისის აეროპორტში უცხოელი მესაზღვრეები ამოწმებენ, ისინი ერთგვარ ფილტრს უკეთებენ,

 

ამ მოვლენას ეძღვნებოდა საფრანგეთის შს მისნისტრის ვიზიტიც და გაჩნდა კითხვა იმის შესახებ, რომ კომისარი ჰანი ამ ვიზიტის ფარგლებში ხომ არ გააკეთებდა მსგავს განცხადებას, ან სინამდვილეში რა გახდა საქართველოში მისი ჩამოსვლის მიზეზი.

 

ვანო ჩხიკვაძე ფიქრობს, რომ კომისარი ჰანის ვიზიტი შენგენის სასაზღვრო პოლიტიკის გამკაცრებას არ უკავშირდება, რადგან ამასთან დაკავშირებით რაიმე წინასწარი განცხადებები არ ყოფილა.

 

„არა მგონია, რომ ეს ვიზიტი უკავშირდებოდეს არალეგალური ემიგრაციიის ზრდას და შენგენის სასაზღვრო პოლიტიკის გამკაცრებას იმიტომ, რომ ამასთან დაკავშირებით რაიმე წინასწარი განცხადებები არ ყოფილა, მსგავსი ვიზიტის წინ, როგორც წესი ამ ყველაფერს განცხადებები ახლავს ხოლმე თან, აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ ეს იყოს ის თემა, რომელზედაც იოჰანეს ჰანი გააკეთებს აქცენტს, შესაძლოა ეს უბრალოდ ნახსენები იყოს, თუმცა, ვიზიტის ძირითადი თემა არ მგონია, რომ იყოს.

 

„რაიმე სტატისტიკა, რომლის საფუძველზეც შევძლებდი თქმას, რომ გამკაცრდა იგივე დარჩა ან შერბილდა საზღვარზე არალეგალების ზრდა, ამის სტატისტიკა სამწუხაროდ არ მაქვს, რამდენადაც ვიცი, რაღაც პერიოდულობით უცხოელი მესაზღვრეები ჩამოდიან და ამოწმებენ საქართველოდან გამგზავრების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს და არამარტო საქართველოსი, მათ შორის სხვა ქვეყნის მოქალაქეებსაც,

 

"უახლოეს პერიოდში უნდა დაიდოს საქართველოდან ევროპაში თავშესაფრის მაძიებლების მესამე კვარტლის მონაცემები და იმის მიხედვით გვექნება ინფორმაცია ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა გაიზარდა თუ შემცირდა.

 

„ეს ვიზიტი უკავშირდება იმას, რომ იოჰანეს ჰანი იმ პოსტზე რა პოსტზედაც იყო,აღარ იქნება, გადადის სხვა პოზიციაზე და ის პროექტი, რაც საქართველოში დაიწყო და მიმდინარეობს, უკავშრდება ზუსტად კომისარ ჰანის სახელს, აქედან გამომდინარე, ეს როგორც პირადი პროექტი, იგი ამ პროექტს ზუსტად ასე უყურებს.

 

„იქიდან გამომდინარე, რომ მეორე წელია და უკვე მეორე მიღებაა ევროპულ სკოლაში, ვფიქრობ, რომ სწორედ ამის გამოა კომისარი ჰანი ჩამოსული საქართველოში"- თქვა ჩხიკვაძემ.

 

ჩხიკვაძემ აღნიშნა , რომ აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის მხრიდან რაიმე მასშტაბური შემოთავაზება არ იქნება, მისივე თქმით, თუ რაიმე მცირე ინიციატივა იქნება, ეს იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ჩარჩოში.


 

„ამ ეტაპზე, მოცემულ და კონკრეტულ მონაკვეთში გამოვრიცხავ, რომ საქართველომ ევროკავშირისგან რაიმე მასშტაბური შემოთავაზება მიიღოს, ძირითადად თუ რაიმე შემოთავაზება იქნება, იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ჩარჩოში და ძირითადად ეს შესაძლოა იყოს ჩვენთვის მნიშვნელოვანი, მაგრამ, მცირე ინიციატივები,რაიმე დიდი და მასშტაბური ისეთი, როგორიც უკავშირდება საქართველოს წევრობას, ან ამაზე დაპირებას, მსგავს რამეს არ ველოდები.

 

„ამ ვიზიტის ფარგლებში არა მგონია, რომ გაკეთდეს საქართველოს ევროპის წევრობის პერსპექტივაზე განცხადება."-განაცხადა ჩხიკვაძემ.

 

ევროკომისარი იოჰანეს ჰანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ევროკავშირის სტანდარტების „ევროპული სკოლის" ახალი შენობისა და საერთო საცხოვრებლის მშენებლობის ადგილას სიმბოლურ კაფსულა ჩადეს.

 

გარდა ამისა ვიზიტის ფარგლებში კომისარი ჰანი და მიხეილ ბატიაშვილი ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის" წევრი ქვეყნების ბაკალავრიატის 30 მოსწავლეს შეხვდნენ. მოსწავლეები ევროკავშირთან მასშტაბური პროექტის პირველ ფაზაში პროგრამას ახალის სკოლის ბაზაზე გაივლიან.

 

„აღმოსავლეთ პარტნიორობის" ევროპული სკოლა თბილისში 2018 წელს გაიხსნა, ევროპულ სკოლას ცაკლე შენობა არ აქვს და საწყის ეტაპზე თბილისის კერძო სასწავლებლის „ახალი სკოლის" ბაზაზე განთავსდა, ახალი შენობის ნაკვეთი კი, საქართველოს მთავრობამ და თბილისის მერიამ გამოუყო.

 

"აღმოსავლეთ პარტნიორობის" ექვსი ქვეყნიდან 30 მოსწავლე შესაბამისი საკონკურსო პირობებით ირჩევა. სკოლის დასრულების შემდეგ, ისინი ევროპულ ბაკალავრიატის დიპლომს მიიღებენ.

 

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ და ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ერთობლივი ბრიფინგი ჩაატარეს,გახარიამ ბრიფინგზე აღნიშნა,რომ ვიზიტის ფარგლებში კომისარ ჰანთან უვიზო რეჟიმზე, ეკონომიკურ თავსებადობაზე და ოკუპაციის თემაზე ისაუბრეს.

 

„დღეს ვისაუბრეთ ასოცირების ხელშეკრულების, ყოვლისმომცველი შეთანხმების კონკრეტულ ნაბიჯებზე, თუ სად ვართ დღეს, რა გვაქვს გასაკეთებელი. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ისეთ თემებზე, როგორიც არის თავისუფალი, უვიზო რეჟიმი და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას როგორც ინსტიტუციონალური, ასევე საკანონმდებლო მიმართულებით, რათა ჩვენი ეკონომიკების თავსებადობა იყოს მაღალი, რაც საშუალებას მისცემს ჩვენს მოქალაქეებს, ბიზნესს, ეკონომიკას, უფრო ხელშესახები შედეგი მოგვიტანოს ამ ხელშეკრულებით.

 

"რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ოკუპაციაზე, მადლობა გადავუხადეთ ევროკავშირს იმ წარმომადგენლობისთვის, იმ ფუნქციისთვის, რომელსაც ისინი ახორციელებენ საოკუპაციო მხარეს. აღვნიშნეთ, რომ ორივე მხარემ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მანდატი გავრცელდეს მთელს ტერიტორიაზე, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მოქალაქეების საბაზისო უფლებების დაცვასა და მათივე უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ვისაუბრეთ ასევე ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესის გაგრძელებაზე და შევთანხმდით, რომ ქვეყანაში დემოკრატიის საბაზისო, ძირითადი ფუნქციები, მათი ფასეულობები დაცული იქნება და კიდევ უფრო გაღრმავდება.

 

"ჩვენი მაღალი დონის შეხვედრები და კოოპერაცია, რაც დღეს გვაქვს, გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომისარ ჰანმა საუბრისას ხაზი გაუსვა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებას, ქართული სასამართლო სისტემის მიმართულებას და ტერიტორიულ მთლიანობას.

 

„ევროკავშირი და საქართველო ძალიან მჭიდრო პარტნიორები და მეგობრები არიან. ვადასტურებ იმ განსახილველ საკითხებს, რაზეც პრემიერმა ისაუბრა, უფრო მეტად გაღრმავდეს ჩვენი თანამშრომლობა. განსაკუთრებით ისეთი პოტენციალის გამოყენებითა და მატერიალიზაციით, რომელიც მომდინარეობს ღრმა და ყოვლისმომცველი, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებისგან და ბევრი იმ შესაძლებლობებისგან, რომელიც ჯერ კიდევ არ ყოფილა ამოქმედებული, ეს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ჩვენს თანამშრომლობასა და სტრატეგიულ მიმართულებებს.

 

„ჩვენ შევთახმდით, რომ ეს ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს განსაკუთრებით სამართლის უზენაესობის, სასამართლო სისტემის მიმართულებით. არსებული პროცესი, რომელიც უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს, ყურადღების ცენტრშია არამარტო ბრიუსელში, არამედ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებიდან.

 

"ყველაფერს ვაკეთებთ, რათა აქცენტი გაკეთდეს თანაბარ უფლებებზე. განსაკუთრებით ხაზი გავუსვით, რომ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც გასცა ეუთო-მ, განსაკუთრებით 2020 წლის არჩევნებისთვის, ეს იქნება გარანტი იმისა, რომ არჩევნები იყოს გამჭვირვალე, უზრუნველყოფილი იყოს პლურალისტური და თანაბარი მედიაგარემო. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს თავისუფალ და დემოკრატიულ განვითარებას. ჩვენთვის საქართველო არის მოწინავე ქვეყანა განვითარების კუთხით, განსაკუთრებით სამართლიანობის უზენაესობის კუთხით, განსაკუთრებით აღმოსავლეთ პარტნიორობაში. გვინდა, რომ ეს სტატუსი შენარჩუნდეს მომავალშიც

 

„მიზანმიმართულ ხაზს ვინარჩუნებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით"-განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

 

წყარო: რეზონანსი






ფადი ასლი – პრემიერს: თქვენ ინტელექტუალურად ბანკროტი ხართ

ფადი ასლი – პრემიერს: თქვენ ინტელექტუალურად  ბანკროტი ხართ
access_time2019-10-21 16:20:09
ბატონო პრემიერო, თქვენ ბანკროტი ხართ,– ასე ეხმიანება საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ფადი ასლი იმ გარემოებას, რომ მისი ორგანიზაცია პრემიერისა და ბიზნესასოციაციების შეხვედრაზე არ დაპატიჟეს. ასეთ შეხვედრაზე ჩვენ არ გვეპატიჟებიან და ცდილობენ, ამ მხრივ მოახდინონ ჩვენზე ზეწოლა. როდესაც ასეთ კონდიციას მიაღწევთ, ნიშნავს, რომ ინტელექტუალურად ბანკროტი ხართ. ასეთი ქმედებები ჩვენს პოზიციებს ვერ შეცვლის, რადგან მიგვაჩნია, რომ მიგვაჩნია, რომ წარმოვადგენთ ხალხს, მათ...

„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა

„სემეკის“  თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა
access_time2019-10-21 14:47:21
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს  დავით ნარმანიას.  ახალი რეგულაციით, კომისიის თავმჯდომარე ირჩევა 3 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა. კომისიაში...

ნატო ხაინდრავა - ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო

ნატო ხაინდრავა -   ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო
access_time2019-10-21 14:13:42
ბიძინა ივანიშვილმა 22%-იანი წილი დაახლოებით 2 მლნ დოლარად პროგრეს ბანკის გადასარჩენად იყიდა. მას პროგრეს ბანკში ანგარიშები არასოდეს ჰქონია,- ამის შესახებ ,, ქართუ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ნატო ხაინდრავამ ,, იმედის კვირასთან“ განაცხადა. ქართუ“ ბანკის გენერალური დირექტორი იმ მძიმე პერიოდს იხსენებს, როცა უპრეცედენტო საკანონმდებლო ცვლილებით კერძო ბანკებმა პირველადი იპოთეკარების სტატუსი დაკარგეს. ,,ახალი რეგულაცია რეალურად მხოლოდ ქართუს და პროგრეს ბანკს შეეხო....

მთავრობამ ჰოლანდიურ კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის ნებართვა მისცა

მთავრობამ ჰოლანდიურ კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის ნებართვა მისცა
access_time2019-10-21 15:10:43
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ 4%-იანი წილის მფლობელი ჰოლანდიური კომპანია Van Oord-ი გახდა,რომელიც   ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო საინჟინრო კომპანიის - Van Oord Dredging & Marine Contractors BV-ს (Van Oord) 100%-იანი შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. საუბარია,Anaklia Holding JSC - ის აქციების 4.16%-იან წილის შეძენაზე. Anaklia Holding წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც ფლობს შპს ანაკლიის განვითარების კონსორციუმს. „Van Oord ანაკლიის პროექტში ადრეული ეტაპიდან...

გიორგი გახარია - ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი

გიორგი გახარია - ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი
access_time2019-10-21 13:40:14
„ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი, თუმცა ისიც გვესმის, რომ სანამ სრულ სოციალურ პასუხისმგებლობამდე მივალთ, ვალდებულები ვართ ბიზნესს სრულად დავუჭიროთ მხარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. პრემიერის თქმით, სახელმწიფო ბიზნესს სრულად უჭერს მხარს, თუმცა ამ ნაწილშიც...


მსგავსი სიახლეები

up