აგვისტოს თვეში, ევროპაში ავტომობილების გაყიდვები 4,4%-ით გაიზარდა, რაც 650,305 მანქანას შეადგენს.
ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის (ASEA) მონაცემებით, ეს პირველი დადებითი შედეგი იყო 13 თვიანი ვარდნის შემდეგ.
თუმცა ამჟამინდელი შედეგი პანდემიამდელ შედეგებზე ბევრად უფრო დაბალია ეს კი მანქანების მიწოდების შეფერხებითა და მათი წარმოების კომპონენტების დეფიციტით იყო გამოწვეული. აგვისტოს თვეში მანქანების ევროპული ბაზარი საბოლოოდ დაუბრუნდა ზრდას, რითაც 13 თვიანი კლება საბოლოოდ დასრულდა.
ევროკავშირის ყველა ძირითადმა ბაზარმა დადებითი წვლილი შეიტანა ზრდაში, ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა იტალიაში (+9.99%), ესპანეთში (+9.1%), საფრანგეთსა ( +3.8%) და გერმანიაში (+3.0%).
პირველი 8 თვის განმავლობაში, მთლიანი მოცულობა 11,9%-ით შემცირდა და თითქმის 6 მილიონ ახალ ავტომობილს მიაღწია.
ბოლოდროინდელი ზრდის მიუხედავად, წარსულის ვარდნა უარყოფითად აისახება აგრეგატებზე.
მიმდინარე წელს ოთხივე მთავარმა ბაზარმა განიცადა ზარალი: იტალიამ, (-18,4%), საფრანგეთმა (-13,8%), გერმანიამ (-9,8%) და ესპანეთმა (-9,4%).