ევროპის 7 ქვეყანა, სადაც შეგიძლიათ უმაღლესი განათლება  უფასოდ მიიღოთ

ევროპის 7 ქვეყანა, სადაც შეგიძლიათ უმაღლესი განათლება უფასოდ მიიღოთ

access_time2019-09-22 20:28:16

ბევრ ქვეყანაში, სადაც უმაღლეს განათლებას აფასებენ მისი ხელმისაწვდომობის კრიზისს განიცდიან.

სტუდენტებს არ გააჩნიათ საკმარისი სახსრები, რათა დაფარონ სწავლის საფასური ამ ქვეყნებში და ამისთვის იღებენ კრედიტებს, რომელსაც საბოლოო ჯამში სწავლის დასრულების შემდეგაც წლების განმავლობაში ფარავენ. ეს ვითარება ძირითადად დამახასიათებელია ამერიკულ სისტემაში, თუმცა, ის გამონაკლისი არ არის მსგავსი რამ სხვა ქვეყნებშიც ხდება.

მიუხედავად ამისა მსოფლიოში არის განვითარებული ქვეყნები, სადაც უმაღლესი განათლება სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირდება და მეტად ხელმისაწვდომია. წარმოგიდგენთ 7 ქვეყანას სადაც უმაღლესი განათლება უფასოა.

შვედეთი - ქვეყანაში 30-ზე მეტი უმაღლესი სასწავლებელია და აქედან მესამედი უნივერსიტეტი. შვედეთზე მოდის წილობრივად ყველაზე მეტი უცხოელი სტუდენტი ევროპაში. ამის მიზეზი კი რა თქმა უნდა მისი ხელმისაწვდომობაა. აქ უმაღლესში სწავლა უფასოა შვედეთისა და ევროკავშირის მოქალაქეებისთვის.

დანია - უმაღლესი განათლება სუბსიდირდება ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის ეტაპებზე, ხოლო დოქტურანტურაზე მსურველმა სპონსორი თავად უნდა იშოვოს. ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის უმაღლესი სასწავლებლებია და დანია მშპ-ს 0,06%ს ხარჯავს უმაღლესი განათლების სუბსიდირებაზე.

ფინეთი - იქ უმაღლესი განათლება სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან. ის ხელმისაწვდომია ადგილობრივებისთვის და ევროკავშირის მოქალაქეებისთვის. ასევე სტუდენტებისთვის, რომლებიც გაცვლით პროგრამებში მონაწილეობენ. ფინეთი გამოყოფს იმდენ გრანტს რომელიც საკმარისია როგორც სწავლისთვის ისე ყოველდღიური ხარჯებისთვის.


ირლანდია - უმაღლეს განათლებას ირლანდიაში ეძახიან „განათლების მესამე დონეს“. მისი დამთავრების შემდეგ კურსადამთავრებულს ბაკალავრის წოდება ენიჭება. აქ უმაღლესი განათლების მიღება შესაძლებელია უნივერსიტეტებსა და სხვადასხვა კოლეჯებში. ამ ქვეყანაში 196 ათასი სტუდენტი სწავლობს, რომელთაგან 11 ათასი უცხოელია. თავად 16 ათასი ირლანდიელი სტუდენტი კი საკუთარი ქვეყნის ფარგლებს გარეთ სწავლობს.

ისლანდია - იქ უმაღლესი განათლება უფასოა, ოღონდ ქვეყნის მოქალაქეებისთვის. თავად ბევრი ისლანდიელი სტუდენტი კი საზღვარგარეთ სწავლობს.

ნორვეგია - ქვეყანა საკუთარი მშპ-ს 1,3%-ს ხარჯავს უმაღლეს განათლებაზე გამოყოფილ სუბსიდიებზე. ნორვეგიის ყველა უნივერსიტეტში არის საერთო საცხოვრებელი, სპორტული დარბაზები და ბიბლიოთეკები. სახელმწიფო არამხოლოდ სწავლის მაღალ ხარისხზე ზრუნავს, არამედ სტუდენტების დასვენებაზეც.

ჩეხეთი - უმაღლესი განათლება უფასოა თუ განათლებას იღებთ ჩეხურ ენაზე. აქ განაცხადს ოქტომბრიდან თებერვლამდე ავსებთ, ხოლო გამოცდებს მაისში აბარებთ. ამ ქვეყანაში 28 უმაღლესი სასწავლებელია, სადაც განათლებას სახელმწიფო აფინანსებს.

წყარო: bpn.ge




სუპერმარკეტებში რძის პროდუქტების დეფიციტია

სუპერმარკეტებში რძის პროდუქტების დეფიციტია
access_time2020-01-17 20:00:46
სუპერმარკეტების ქსელებში ახალი წლის პირველივე რიცხვებიდან რძის პროდუქტების დეფიციტი შეიმჩნევა, მომხმარებლები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში დახლებზე იმაზე ბევრად ნაკლები მაწონი, ხაჭო და სხვა რძის პროდუქტებია, ვიდრე აქამდე.  „კომერსანტი“ თემასთან დაკავშირებით რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციას გაესაუბრა. კითხვაზე, თუ რატომ ვერ ხდება იმ მოთხოვნის დაკმაყოფილება, რაც ბაზარზეა ასოციაციის პრეზიდენტი პასუხობს, რომ საწარმოები არ აღმოჩნდნენ მზად ახალი წლის პერიოდში...

„კომერსანტის“ 17 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 17 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-17 21:30:37
„კომერსანტის“ 17 იანვრის TOP 10 თემა 1.„ფინანსთა სამინისტროს საქმიანობაში ხარვეზები არის, მაგრამ ბევრი კარგიც კეთდება“ - ბიზნესი NDI-ს კვლევას...

საპრივატიზაციოდ გამოტანილი ქონებიდან 18 ფიზიკურმა პირმა შეიძინა - საყოველთაო პრივატიზაციის 7-კვირიანი შედეგი

საპრივატიზაციოდ გამოტანილი ქონებიდან  18 ფიზიკურმა პირმა შეიძინა - საყოველთაო პრივატიზაციის 7-კვირიანი შედეგი
access_time2020-01-17 19:00:02
ბიზნესისთვის შეთავაზებული 100 საინვესტიციო ობიექტიდან 38 უკვე გაიყიდა, საიდანაც 18 ფიზიკურმა პირმა შეიძინა. კერძოდ, ამ დროისთვის გაყიდული ქონების საერთო მოცულობამ 47 მლნ ლარს გადააჭარბა, საიდანაც 8 მლნ ლარზე მეტი (8 387 700 ლარი) კერძო პირებმა გადაიხადეს. ამასთან ერთად, ყველაზე ძვირად თბილისში ხოშარაულის ქუჩაზე მდებარე შენობა/მიწის ნაკვეთი და მესტიაში პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენცია გაიყიდა. შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი...

გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თბოელექტროსადგური გაიხსნა

გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თბოელექტროსადგური გაიხსნა
access_time2020-01-17 13:00:43
გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 230 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მქონე „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“  გაიხსნა.  მაღალი ეფექტიანობითა და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიით გამორჩეული ობიექტი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის  180 მილიონამდე აშშ დოლარის ინვესტიციით  აშენდა. თბოელექტროსადგურის სამშენებლო ფაზა 2018 წლის თებერვლიდან 2019 წლის დეკემბრამდე გრძელდებოდა და ელექტროენერგიის გენერაციას მიმდინარე წლის ზამთრის...

მთავრობის ადმინისტრაცია სამთო კურორტებზე წყალგაყვანილობის პრობლემას აღიარებს

მთავრობის ადმინისტრაცია სამთო კურორტებზე წყალგაყვანილობის პრობლემას აღიარებს
access_time2020-01-17 17:00:50
ზამთრის კურორტებს წელს რთული სეზონი ჰქონდათ. უჩვეულოდ თბილი და უთოვლო ზამთრის გამო,საქართველოს სამთო კურორტები  ტურისტების შემცირებულ რაოდენობას მასპინძლობენ. თოვლის გარდა, მთის კურორტები სხვა გამოწვევის წინაშეც იდგნენ, უწყლობის გამო, ბაკურიანსა და გუდაურში ტურისტები ან არ ჩადიოდნენ ან უკვე დაჯავშნილ სასტუმროებს ტოვებდნენ. კერძო სექტორის თქმით, უწყლოდ დარჩენილ კურორტზე ზამთრის სეზონი...


მსგავსი სიახლეები

up