„ევროპიდან ევროპისკენ გზა“ - პრემიერი სტუდენტებთან, მეცნიერებთან, მედიასთან და მთავრობის წევრებთან ევროპაში გაემგზავრა

„ევროპიდან ევროპისკენ გზა“ - პრემიერი სტუდენტებთან, მეცნიერებთან, მედიასთან და მთავრობის წევრებთან ევროპაში გაემგზავრა

access_time2017-03-28 07:46:16

უვიზო რეჟიმის ამოქმედების ისტორიულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტუდენტებთან, მეცნიერებთან, მედიის წარმომადგენლებთან და მთავრობის წევრებთან ერთად, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან უძველესი ცივილიზაციის დედაქალაქში - ათენში, შემდეგ კი, ევროპის პოლიტიკურ ცენტრში - ბრიუსელში უვიზოდ გაემგზავრა.

 

„ევროპიდან ევროპისკენ - გზა, რომელიც საქართველომ წარმატებით გაიარა“. გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტით თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში საკონტროლო ზონა გაიარა. წინ არის გზა ევროპისკენ, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტუდენტებთან, მეცნიერებთან, მედიის წარმომადგენლებთან და მთავრობის წევრებთან ერთად გაივლის.

 

„ეს გახლავთ საქართველოს მოქალაქის ჩვეულებრივი პასპორტი, რომლითაც მე დღეს მივემგზავრები ევროპაში“, - ამ სიტყვებით მიმართა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეკრებილ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და მათ საქართველოს მოქალაქის პასპორტი აჩვენა. გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას ისტორიული მოვლენა უწოდა.

 

„დღეს ისტორიული დღეა - საქართველოს მოქალაქეებისთვის უკვე საბოლოოდ იხსნება უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის/შენგენის წევრს ქვეყნებში. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, და კარგი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის უკეთ გაიცნონ ევროკავშირი, უკეთ შეიცნონ ის ღირებულებები, რაზეც დგას ევროკავშირი. ეს არის ჩვენი სტუდენტებისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა, ჩაერთონ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებში. დღეს მივდივართ სტუდენტებთან ერთად ევროპის უძველეს კულტურულ დედაქალაქში - ათენში, სადაც გვექნება შეხვედრა უნივერსიტეტში, ასევე გაიმართება პოლიტიკური შეხვედრები. შუადღით გავემგზავრებით ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში - ბრიუსელში, სადაც ვიზეიმებთ ამ დიდ მიღწევას, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების თანმიმდევრული, ინტენსიური შრომის შედეგია, არამედ საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ჩართულობით გახდა შესაძლებელი. მინდა, მოგილოცოთ ეს დიდი, ისტორიული დღესასწაული,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ძირითადად სტუდენტები არიან - მომავალი თაობა, რომელთაც უკვე გადადგეს პირველი წარმატებული ნაბიჯები ცხოვრებაში. მათთვის ის სიკეთე, რაც შენგენის სივრცის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობას მოაქვს, განსაკუთრებულია, - თქვა პრემიერმა აეროპორტში.

 

„პირველად მივემგზავრები ევროპაში და ალბათ ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ეს დღე დაემთხვეოდა ასეთ ისტორიულ ფაქტს - უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას. ბედნიერი ვარ, რომ პრემიერ-მინისტრთან ერთად ვმონაწილეობს ისტორიულ ვიზიტში“, - ეს თამარ მირიანაშვილის, თსუ-ს სტუდენტის სიტყვებია.

 

„მოხარული ვარ, რომ ვარ ამ ისტორიული მოვლენის მონაწილე. ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია ასევე მნიშვნელოვანია გამყოფი ხაზის იქეთ მცხოვრები ადამიანებისთვის, ისინი ჩვენი სახელმწიფოს ნაწილები არიან. ვფიქრობ, ეს შანსი უნდა გამოიყენონ მათაც და მე იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ჩვენი გაერთიანების ერთ-ერთი კარგი წინაპირობა,"- თქვა ნიკა მარკოზაშვილმა, რომელიც საზღვრისპირა სოფელ დიცის მცხოვრებია.

 

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გია შარვაშიძე, ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის კლასიკური ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ირინა დარჩია, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, არქეოლოგი დავით ლორთქიფანიძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი ლევან გიგინეიშვილი, მწერალი ზურაბ ქარუმიძე, განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტები, "სტარტაპ საქართველოს" მიერ დაფინანსებული ბენეფიციარები, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიისა და ნეოგრეცისტიკის მიმართულების წარმატებული სტუდენტები, სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაფინასებული ახალგაზრდები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული წარმატებული სტუდენტები, სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე სტუდენტები, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტები.



საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება

საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება
access_time2020-02-22 19:10:48
საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება. ქსელის პირველი კაფე ნოთინგ ჰილ გეითის # 138 ში სტუმრებს 2020 წლის ზაფხულიდან უმასპინძლებს. “ანტრე ლონდონი” კომპანიის საერთაშორისო ექსპანისიის ნაწილია, რომელიც თბილისის და ბაქოს შემდეგ მესამე ქალაქს წარმოადგენს.ანტრე თანამედროვე, ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულთა არჩევანია, რომელმაც რეპუტაცია უმაღლესი ხარისხის ხელნაკეთი პროდუქტების წარმოებით მოიპოვა.“ანტრე ლინდონი” ბრიტანულ ბაზარზე საინტერესო სინთეზით...

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“
access_time2020-02-22 18:00:21
თუ გაქვთ სურვილი და, იმავდროულად, თანხაც, თბილისში ახალი ადგილი შექმნათ, სადაც ადამიანები სიამოვნებით ივლიან და გემრიელ კერძებს დააგემოვნებენ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ოცნების რეალობად ქცევისთვის ყველა საჭირო ბერკეტს...

ელექტრო სიგარეტების მწარმოებლებს ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ

ელექტრო სიგარეტების მწარმოებლებს   ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ
access_time2020-02-22 17:00:16
 მშვიდობით, არომატიზირატორებო ტკბილი ბამბის, ხილის ნარევების და კრემ-ბრიულეს გემოთი. ახლო მომავალში, ყველა ეს არომატი, რომელიც ახალისებს ელექტრო სიგარეტების - ვეიპების -  მოხმარებას შტატებში, გავა მოდიდან, ხოლო მწარმოებელ-კომპანიებს  ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ.აშშ-ის კვების პროდუქტების და წამლების ხარისხის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის ბრძანებით, ვეიპების სითხეს უნდა ჰქონდეს  კლასიკური თამბაქოს და მენთოლის გემო, სხვა  ყველაფერი დანარჩენი...

„ხან ერთი ტრანსფორმატორი ფეთქდება, ხან - მეორე“ - მაინინგის გამო ჩაბნელებული სვანეთი

„ხან ერთი ტრანსფორმატორი ფეთქდება, ხან - მეორე“ - მაინინგის გამო ჩაბნელებული სვანეთი
access_time2020-02-22 16:00:15
სვანეთში კრიპტოვალუტის მაინინგის გამო მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. ადგილობრივები პრობლემის მოგვარებას ითხოვენ, თუმცა გამრიცხველიანების წინააღმდეგნი არიან. „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ აღმოაჩინა, რომ შარშან სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარებამ მოულოდნელად მკვეთრად იმატა. კომპანიის ანალიზით, გასული წლის დეკემბერში მესტიის რაიონმა იმდენივე ელექტროენერგია მოიხმარა, რამდენიც ერთად აღებულმა 19 რაიონმა. კომპანიაში განაცხადეს, რომ დენის მოხმარების...

„სქაი ბარი“ პეკინის 3 - სახიფათო ზონა ტურისტებისთვის

„სქაი ბარი“ პეკინის 3 - სახიფათო ზონა ტურისტებისთვის
access_time2020-02-22 14:10:33
ეთნო რალის დამფუძნებელი ალექსანდრე გიორგაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პეკინის 3 ნომერში განთავსებულ ბარ “სქაიში” მასთან სტუმრად მყოფ ტურისტებს 2 ლუდში 3100 ლარი გადაახდევინეს. „კიდევ ერთი თაღლითური შემთხვევა. 2 ლუდში გადაახდევინეს 3100 ლარი. ამჯერად ჩემს სტუმრებს შეემთხვათ. მესამედ არიან უკვე ჩემთან. ვმეგობრობთ, სიგიჟემდე უყვართ საქართველო. სქემა მარტივი. შევიდნენ ლუდისთვის, მიუჯდა 2 გოგო, სთხოვეს დალევა. ამათ უარი უთხრეს. ცოტა ხანში მოდის შამპანური. ეს გოგონები 5 წუთში...


მსგავსი სიახლეები

up