ევროპელების უმრავლესობა 10-20 წელიწადში ევროკავშირის დაშლას არ გამორიცხავს

ევროპელების უმრავლესობა 10-20 წელიწადში ევროკავშირის დაშლას არ გამორიცხავს

access_time2019-05-16 23:00:01

ევროპელების ნახევარზე მეტს სჯერა, რომ ევროკავშირი შესაძლოა უახლოეს 10-20 წელიწადში დაიშალოს.



კვლევის თანახმად, რომელიც ანალიტიკურმა ინსტიტუტმა „ევროპული საბჭო საერთაშორისო ურთიერთობებზე“ (European Council on Foreign Relations) ჩაატარა, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ნიდერლანდებში, ავსტრიაში, სლოვაკეთში, რუმინეთში, საბერძნეთში, ჩეხეთსა და პოლონეთში გამოკითხულთა უმეტესობა უახლოეს 10-20 წელიწადში ევროკავშირის დაშლას „რეალურ შესაძლებლობას“ უწოდებს.



გამოკითხვა ევროკავშირის 14 ქვეყანაში - ავსტრიაში, ჩეხეთში, დანიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, უნგრეთში, იტალიაში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, რუმინეთში, სლოვაკეთში, ესპანეთსა და შვედეთში ჩატარდა. ამის შესახებ გამოცემა Guardian-ი წერს.




ევროკავშირის მომავლის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 66% სლოვაკეთში დაფიქსირდა, მეორე ადგილზე კი საფრანგეთი (58%) გავიდა.



ევროკავშირის მომავლის მიმართ ყველაზე ოპტიმისტურად გამოკითხულ ქვეყნებს შორის ესპანეთში, დანიაში და შვედეთში არიან განწყობილები. უახლოეს 10-20 წელიწადში ევროკავშირის დაშლას „რეალურ შესაძლებლობად“ გამოკითხული ესპანელების 40%, დანიელების 41% და შვედების 44% მიიჩნევს.



ასევე, გამოკითხვის თანახმად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის კონფლიქტის შესაძლებლობას გამოკითხულთა 30% რესპონდენტი არ გამორიცხავს. 



გამოკითხულთა 92% თვლის, რომ ევროკავშირის დაშლა მათ კეთილდღეობაზე უარყოფითად აისახება.



imedinews.ge






PwC – 2018 წელს ტოპ-მენეჯერების მხრიდან სამსახურის დატოვების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

PwC – 2018 წელს ტოპ-მენეჯერების მხრიდან სამსახურის დატოვების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა
access_time2019-05-19 18:00:09
წამყვანი კომპანიების ტოპ-მენეჯერების მხრიდან სამსახურის დატოვების შემთხვევებმა 2018 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამის შესახებ აღნიშნულია PwC-ის კვლევაში -...

მერის რიგგარეშე არჩევნები 5 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს

მერის რიგგარეშე არჩევნები 5 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს
access_time2019-05-19 09:00:18
მერის რიგგარეშე არჩევნები ხუთ მუნიციპალიტეტში იმართება. დღეს მერებს აირჩევენ მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოში. მერების არჩევა საარჩევნო ბარიერის პირობებში ხდება და გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. მეორე ტურის დანიშვის შემთხვევაში კი, მისი გამართვის ბოლო ვადა 13 ივნისია. მარნეულში მერობის 15 კანდიდატია რეგისტრირებული: - “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” - ელენე გაბინაშვილი; “ევროპული საქართველო...

რა გვიჯდება სტრატეგიული სატრანსპორტო მდებარეობის გამოუყენებლობა?

რა გვიჯდება სტრატეგიული სატრანსპორტო მდებარეობის გამოუყენებლობა?
access_time2019-05-19 16:00:34
წლიურად გლობალური საერთაშორისო ვაჭრობა 18 ტრილიონ დოლარს აღწევს, ტურისტების რაოდენობა მილიარდ მოგზაურზე მეტია, რომლებიც ტრილიონ დოლარზე მეტს ხარჯავენ. ეს ყველაფერი შეუძლებელი...

კომერსანტის ექსკლუზივი : ცნობილი რუსი მილიარდერი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი მიხეილ პროხოროვი თბილისშია

კომერსანტის ექსკლუზივი : ცნობილი რუსი მილიარდერი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი მიხეილ პროხოროვი თბილისშია
access_time2019-05-18 19:30:24
„კომერსანტის“ ფოტოკამერამ დღეს, თბილისში, ფილარმონიის მეოთხე სართულზე განთავსებულ World class-ის სავარჯიშო დარბაზში ცნობილი რუსი მილიარდერი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი მიხეილ პროხოროვი დააფიქსირა, რომელიც პირად დაცვასთან ერთად...

საქართველოს ყოფილი პირველი ლედის ქონება - რა ქონებას ფლობენ მერობის და პარლამენტის წევრობის კანდიდატები

საქართველოს ყოფილი პირველი ლედის ქონება - რა ქონებას ფლობენ მერობის და პარლამენტის წევრობის კანდიდატები
access_time2019-05-19 10:00:22
დღეს ზუგდიდის, ხულოს, მარნეულის, ზესტაფონისა და ჭიათურის მერების რიგგარეშე, ხოლო თბილისში, მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები...


მსგავსი სიახლეები

up