ევროპელების რჩეული მუცოს აღდგენის პროექტი 2 წელიწადში დასრულდება

ევროპელების რჩეული მუცოს აღდგენის პროექტი 2 წელიწადში დასრულდება

access_time2019-11-07 17:45:01

„მუცოს აღდგენის პროექტის წარმატება  იმ სირთულეებმა განაპირობა, რა პირობებშიც განხორციელდა სამუშაოები, ასევე სწორად იყო შერჩეული სამუშაო მეთოდოლოგია,  ამ პროექტის წყალობით, რამდენიმე ოჯახი დაბრუნდა სოფელ მუცოში და აქ სიცოცხლე კვლავ ჩქეფს.“ - ასე აფასებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ასოციაციის „ევროპა ნოსტრას“  ჯილდოს მოპოვების შემდეგ პროექტის უპირატესობებს , მუცოს არქიტექტორ-რესტავრატორი შალვა მელიქიძე.


29 ოქტომბრის „ევროპა ნოსტრას“ დაჯილდოებაზე მუცო 149 პროექტიდან შეირჩა და საუკეთესო 12 პროექტს შორის დასახელდა. ხევსურეთის ამ პატარა სოფელმა ევროპის მასშტაბით გამოკითხვის შედეგად ხალხის რჩეულის ნომინაციაშიც გაიმარჯვა.

 


 „მას შემდეგ რაც პროექტს საფუძველი ჩაეყარა, აქ განვითარდა ინფრასტრუქტურა.  ერთმა სასტუმრო გააკეთა, მეორემ კაფე გახსნა. ანუ ეს მხოლოდ ძეგლი არ არის, მუცოს ციხე-სოფლის რესტავრაციამ ხელი შეუწყო განვითარებას ამ სოფელში.“  - აღნიშნავს არქიტექტორი „კომერსანტთან“ საუბარში.


შალვა მელიქიძის თქმით, ამჟამად მუცოში ძირითადი სამუშაოები დასრულებულია და კოშკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ბოლო შტრიხი კი საკონსერვაციო სამუშაოები იქნება.  კოშკის მშენებლობა ტრადიციული მეთოდით,  დუღაბის გარეშე ხორციელდება, რაც დროს მოითხოვს, რათა ხანგრძლივად უვნებელი დარჩეს ისტორიული ძეგლი.



 „ეს ქვები უნდა დაიპრესოს, ეგრევე თუ ააშენებ, მერე მას სიმძიმე აწვება, არ იქნება დამჯდარი და შეიძლება ვერ გაუძლოს. ამიტომაცაა, რომ კოშკის მშენებლობა რესტავრაცია გაგრძელდება კიდევ რამდენიმე წელი. ასევე დაიგეგმა ინფრასტრუქტუული პროექტის გაკეთება შშმ პირებისთვის.  მუცოს საბოლოო სახე შეიძლება მიეცეს მაქსიმუმ 2-3 წელიწადში.“ - ამბობს მელიქიძე.


პროექტის საინვესტიციო მოცულობა, რომელიც რამდენიმე ეტაპად ხორციელდება და ჯერ კიდევ მიმდინარეობს, 2 მილიონ ლარს შეადგენს. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ თანხებს დაემატა „ქართუ ფონდის“  თანხებიც. პროექტს კომპანია „არქიტექსი“ ახორციელებს.


ციხე-სოფელი მუცო  სამ ვერტიკალურ ტერასაზეა განლაგებული. რამდენიმე ათეულ საცხოვრებელ სახლთან და ციხე-კოშკებთან მისასვლელი გზა  ციცაბო ფერდობზე გადის.


2014 წლიდან დღემდე სოფელი მუცოს აღდგენისთვის გატარდა სამუშაოები, რომელმაც საბოლოოდ ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ასოციაციისევროპა ნოსტრას“  საერთო ევროპული ფედერაციის ჯილდო მოაპოვებინა.


ევროპა ნოსტრა“ - კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის საზოგადოების პანევროპული ქსელია, რომელიც 1963 წელს შეიქმნა და ევროპის 50-ზე მეტი ქვეყანიდან 250 საზოგადოებრივ ორგანიზაციას, 150 ასოცირებულ და 1500 ინდივიდუალურ წევრს აერთიანებს. ფედერაციის შტაბბინა ჰააგაში მდებარეობს. „ევროპა ნოსტრათანამშრომლობს ისეთ მსხვილ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა ევროკავშირი, ევროსაბჭო და იუნესკო. საქართველოევროპა ნოსტრასასოცირებული წევრი 2016 წელს გახდა.

 

მარიამ მორგოშია

 





აქციის მონაწილეების მიერ „ქართული ოცნების“ ოფისთან წარწერის: „წადი“ გაკეთებას, პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა

აქციის მონაწილეების მიერ „ქართული ოცნების“ ოფისთან წარწერის: „წადი“ გაკეთებას, პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა
access_time2019-11-17 19:45:19
“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან მოძრაობა “შეცვალეს” წევრებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. მიზეზი აქციის მონაწილეების სურვილი იყო, პარტიის...

ვაჟა სირაძე - პოლიციის ძალები იქნებიან ყველა ადგილზე, სადაც აქციის მონაწილეები გადაინაცვლებენ

ვაჟა სირაძე - პოლიციის ძალები იქნებიან ყველა ადგილზე, სადაც აქციის მონაწილეები გადაინაცვლებენ
access_time2019-11-17 19:41:13
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალური ოფისისკენ პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი გაემართა.   „ოცნების“ ოფისთან მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის დანაყოფები. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ  ჟურნალისტებს განუცხადა, პრევენციის მიზნით, პოლიციის ძალები არიან და იქნებიან ყველა იმ ადგილზე, სადაც აქციის მონაწილეები...

Zolotaia Korona ისევ ლიდერობს - როგორია ფულადი გზავნილების ქართული ბაზარი

Zolotaia Korona ისევ ლიდერობს - როგორია ფულადი გზავნილების ქართული ბაზარი
access_time2019-11-17 18:00:11
საქართველოში სწრაფი ფულადი გზავილების მიხედვით რუსეთი ისევ ლიდერია. კერძოდ, 2019 წლის ოქტომბერში მთლიანი ჩარიცხვების 18-22%, ხოლო გადარიცხვების 40-43% Zolotaia Korona-ზე მოდის.   აღსანიშნავია, რომ 2012 წლის შემოდგომამდე, წლების განმავლობაში, ფულადი გზავნილების სისტემებში ლიდერის პოზიცია Intel Express-ს და Unistream-ს ეკავა. თუმცა, უკვე 2012 წლის შემოდგომიდან დღემდე, პირველობას Zolotaia Korona ინარჩუნებს.   რაც შეეხება საქართველოს ფულადი გზავნილების...

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი პარტიის ლიდერების ნაწილი იმყოფება

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი პარტიის ლიდერების ნაწილი იმყოფება
access_time2019-11-17 15:25:27
...

აქციამდე რამდენიმე საათით ადრე პარლამენტში იარაღი შეიტანეს — მთავარი არხი

აქციამდე რამდენიმე საათით ადრე პარლამენტში იარაღი შეიტანეს — მთავარი არხი
access_time2019-11-17 12:44:25
ტელეკომპანია მთავარის ინფორმაციით, საპროტესტო აქციამდე რამდენიმე საათით ადრე პარლამენტში იარაღი შეიტანეს. როგორც არხის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ იარაღი შენობის კიბეებსა და დერეფნებშია განლაგებული. გარდა ამისა, პარლამენტის შიდა ეზოში სპეცრაზმია მობილიზებული და ადგილზე სპეციალური ეკიპირებაა მიტანილი.საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ შუადღით, სამ საათზე უნდა გაიმართოს. აქციის ორგანიზატორი სამოქალაქო მოძრაობები და ოპოზიციური პარტიებია. გარდა ამისა, პატრიოტთა ალიანსის...


მსგავსი სიახლეები

up