ევროპელები ელექტრომობილებს ​ჩინელებზე და ამერიკელებზე ხშირად ყიდულობენ

ევროპელები ელექტრომობილებს ​ჩინელებზე და ამერიკელებზე ხშირად ყიდულობენ

access_time2021-04-26 19:00:31

მიუნჰენის მობილობის შოუს საორგანიზაციო კომიტეტმა „ელექტრონული მობილობის რეიტინგი“ გამოაქვეყნა, რომელიც მომავალში ყოველწლიური იქნება.


რეიტინგი სხვადასხვა ქვეყნებში რეგისტრირებული ელექტრომობილების და დასატენი ჰიბრიდების რაოდენობას ეყრდნობა, მათ შორისაა არა მხოლოდ მსუბუქი ავტომობილები, არამედ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მოტოციკლები, სკუტერები, ელექტრო დასატენი სადგურების ქსელები და ა.შ.


კვლევის ავტორების აზრით, დღეს მსოფლიოში 10 მლნ.-მდე ელექტრომობილია. აბსოლუტურ ციფრებში პირველ ადგილზეა ჩინეთი (4,2 მლნ.), მეორეზე ევროპა (3,2 მლნ.), ხოლო მესამეზე - აშშ (1,7 მლნ.).


2020 წელს პირველად ევროპამ ახალი ავტომობილების რეგისტრაციის კუთხით ჩინეთს გაუსწრო. ევროპაში 1,3 მლნ. ელექტრომობილია, ხოლო ჩინეთში 1,2 მლნ. მათ შორის 68% სუფთა ელექტრომობილია. ევროპაში გერმანია ლიდერობს, 2020 წელს ქვეყანაში 302 029 ახალი ელექტრომობილი დარეგისტრირდა, სულ მსოფლიოში ეს მაჩვენებელი 3, 08 მლნ.-ს შეადგენს, რაც 2019 წელთან შედარებით 45%-ით მეტია.



ევროპაში ზრდამ 143% შეადგინა, მათ შორის გერმანიაში 263%, იტალიაში 247%, საფრანგეთში 202%, ბრიტანეთში 143%.


რეიტინგში ასევე აღინიშნება, რომ ელექტრომობილებზე მოთხოვნის ზრდა პირდაპირ დაკავშირებულია სახელმწიფო სუბსიდიებთან. მაგალითად, ჩინეთში დოტაციები ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების შეძენაზე შემცირდა, რამაც ელექტრომობილების რაოდენობის ყოველწლიური ზრდა 15%-მდე შეამცირა, შტატებში კი სახელმწიფო მხარდაჭერის შეწყვეტამ გაყიდვების შემცირებაც კი გამოიწვია.


1000 ადამიანზე გადათვლით, ყველაზე მეტი ელექტრომობილი ევროპაში მოძრაობს - 6,1. საშუალო მსოფლიო მაჩვენებელი ამ მხრივ ბევრად მოკრძალებულია. 1,4 ელექტრომობილი 1000 ადამიანზე.


მსოფლიო ლიდერი ამ მხრივ ნორვეგიაა, 81 ელექტრომობილი 1000 ადამიანზე. ლიდერებს შორისაა ასევე ისლანდია (36,8) და შვედეთი (20,6). გერმანიაში ეს მაჩვენებელი 8,5-ს, ბრიტანეთში 6,7-, საფრანგეთი 6,4-ს, შტატებში 5,2-ს, ჩინეთში 3-ს. სამხრეთ კორეაში 2,9-ს, იტალიაში 1,7-ს, ავსტრალიაში 0,5-ს, პოლონეთში 0,4-ს, საბერძნეთში - 0,3-ს შეადგენს.


გლობალურ საავტომობილო ბაზარზე ელექტრომობილებზე ახალი სატრანსპორტო საშუალებების 4,6% მოდის. ამ მხრივაც ლიდერი ნორვეგიაა, სადაც 2020 წელს ნაყიდ ავტომობილებს შორის 74,8% ელექტრომობილი იყო.


საშუალოდ ევროპაში 2020 წელს გაყიდულ ავტომობილებს შორის 11,4%-ს ელექტრონული იყო, მათ შორის გერმანიაში 13,5%, საფრანგეთში 10,0%, იტალიაში 4,3%. ჩინურ ბაზარზე ახალი გაყიდულ ავტომობილებში  ელექტრომობილებზე 6,3% მოდის.


წყარო: iaa.de

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up