ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტში ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით განიხილეს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტში ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით განიხილეს

access_time2017-11-22 19:35:59

კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა უძღვებოდა, ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით განიხილეს.

 

მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტში შედის კანონპროექტები: „საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელთა ძირითადი პრინციპები კანონმდებლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა გააცნო.

 

როგორც მომხსენებლმა აღნიშნა, კანონში შესატანი ცვლილებების მიზანს ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებასთან დაკავშირებული საკითხების მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწა, საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოება და საერთაშორისო ტერმინოლოგიის ქართულ კანონმდებლობაში დამკვიდრება წარმოადგენს.

 

„ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით, საქართველომ აიღო ვალდებულება, განსაზღვრულ ვადებში, ეტაპობრივად დაუახლოვოს თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასა და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებს. „ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების XXIV დანართის შესაბამისად, საქართველომ უნდა უზრუნველყოს „ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 6 მაისის №2009/40/EC დირექტივის დებულებების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვა, - განაცხადა მომხსენებელმა.


 

მომხსენებლის თქმით, დებულებების ამოქმედების საბოლოო ვადად 2018 წლის 1 სექტემბერია განსაზღვრული, მაგრამ შესაბამისი სამსახურები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უკვე პირველი იანვრიდან გახდეს ტექნიკურად შესაძლებელი ავტომანქანების ტექნიკური დათვალიერების დაწყება. კომიტეტის წევრები ამ მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტის დეტალებით დაინტერესდნენ, ეხებოდა ეს ტექდათვალიერების ცენტრების რაოდენობას თუ მათი აღჭურვის სტანდარტებს, რეგლამენტაციას, აღსრულების კონტროლს, მოქალაქეების ინფორმირებულობას თუ სხვა, რაზედაც ამომწურავი პასუხები მიიღეს. იმის თაობაზე კი, რომ ავტომანქანების ტექნიკური დათვალიერების სავალდებულობა და ამ პროცესზე მკაცრი კონტროლის განხორციელება აუცილებელია, უკვე აღარავინ დავობს.

 

კომიტეტის წევრებმა საკანონმდებლო პაკეტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას მხარი დაუჭირეს.

 

 

 

 




„რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ სრულმა შემადგენლობამ დატოვა

„რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ სრულმა შემადგენლობამ დატოვა
access_time2019-08-21 18:55:00
 „რუსთავი 2“  საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ თითქმის ყველა ჟურნალისტმა დატოვა.  ინფორმაცია “კომერსანტს“ რუსთავი 2-ის ჟურნალისტებმა დაუდასტურეს. რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში კურიერის რამდენიმე ჟურნალისტმა სამსახურის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა, თუმცა მათ რიგებს, სავარაუდოდ, მთელი გუნდი შეუერთდა. „რუსთავი 2“-ის ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ „მთავარი არხი“ მაუწყებლობის...

კობა გვენეტაძის არასწორმა საფინანსო პოლიტიკამ ლარს 1 მილიარდი დოლარის საყრდენი გამოაცალა

კობა გვენეტაძის არასწორმა საფინანსო პოლიტიკამ ლარს 1 მილიარდი დოლარის საყრდენი გამოაცალა
access_time2019-08-21 20:00:50
გვენეტაძე - სავალუტო ფონდის უპირობო მსახური, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სულ ბოლო კვლევის მიხედვით, გამოკითხული რესპონდენტების 70% ეროვნულ ბანკს არ ენდობა. საქართველო, დღესდღეობით, ადეკვატური მოცემულობის ქვეყანა რომ იყოს, მხოლოდ ეს ერთი მონაცემი იქნებოდა საკმარისი, ეროვნული ბაკის პრეზიდენტს, საიდანაც მოვიდა (ვოშინგტონი/სავალუტო ფონდი) ისევ იქეთ რომ აეკრა გუდა-ნაბადი (თუ მიიღეს),...

კომერსანტის ექსკლუზივი - მაღაზია რუსთაველზე, რომლის ვიტრინაშიც „ფორსაჟი 9“-ის გადაღებებისას მანქანა შევარდება, სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს

კომერსანტის ექსკლუზივი - მაღაზია რუსთაველზე, რომლის ვიტრინაშიც  „ფორსაჟი 9“-ის  გადაღებებისას მანქანა შევარდება, სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს
access_time2019-08-21 17:30:38
უკვე მესამე დღე რაც თბილისში  „ფორსაჟი 9“-ის გადაღებები მიმდინარეობს და  უკვე მესამე დღე რაც ჰოლივუდური ბლოკბასტერი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაცაა. “კომერსანტი“ ერთ-ერთი პირველი იყო ვინც წერდა, რომ ჰოლივუდის ფილმში ქართული წარმოების “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდებოდა. ამჯერად ახალ ექსკლუზიურ დეტალზე გესაუბრებით: აღსანიშნავია, რომ საზოგადოებისთვის ფილმის სიუჟეტის მხოლოდ ერთი მონაკვეთია ცნობილია - სპეცტრაილერი ბეთანიაში დიდი სიმაღლიდან...

ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება

ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება
access_time2019-08-21 15:00:48
„ძალიან მშრალი განჩინებაა, რომელსაც გავასაჩივრებთ, მაგრამ  ისეთი უცნაურობები ხდება ამ საქმეზე, სიმართლე გითხრათ,  დიდი იმედი არ მაქვს, რომ აპელაცია რამეს შეცვლის.  მაგრამ ჩვენ ეს საფეხური უნდა გავიაროთ, რადგან როგორც ვატყობ, ეს საქმე და მისი არცერთ შუალედური განჩინება აქ არ დამთავრდება და მოგვიწევს ამ ყველაფრის სტრასბურგში ეტაპობრივად გასაჩივრება,“ - ასე აფასებს თიბისი ბანკის დამფუნძებლების  მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად...

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს, სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს,  სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება
access_time2019-08-21 14:31:27
ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას მთავრობის ადმინისტრაციაში ხელს მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტოrმა, გიორგი ჩოგოვაძემ და „რაინეარის“ (Ryanair) კომერციულმა დირექტორმა, დევიდ ო’ ბრაიენმა. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა...


მსგავსი სიახლეები

up