ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის მომზადება იწყება

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის მომზადება იწყება

access_time2018-07-09 20:00:29

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა 12 პროფესორ-მასწავლებელთან სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, რომლებიც, კომიტეტის აპარატის თანამშრომლებთან ერთად, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)-ის სამართლის პროგრამის კოორდინირებით რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშზე (RIA) იმუშავებენ. ყველა მათგანს გავლილი აქვს GIZ-ის მიერ ორგანიზებული სპეციალური მომზადება რეგულირების ზეგავლენის შეფასების მეთოდოლოგიის საკითხებში.


„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტით ჩვენ გვსურს დავნერგოთ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტი, რომელიც ევროკავშირის სამართალში არსებული სტანდარტის შესაბამისი იქნება. კანონპროექტი ფართო საზოგადოების ყურადღებას იმსახურებს. მაღალია კანონპროექტის მიმართ საზოგადოებაში არსებული მოლოდინები“, - განაცხადა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ.


კომიტეტის თავმჯდომარემ იმ სირთულეებზე ისაუბრა, რომელიც საკითხის ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში განხილვისას გამოიკვეთა. მისი განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტში დისკუსიის და აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი გახდა, რის შემდგომაც პროექტმა მნიშვნელოვანი გადამუშავება განიცადა. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ინტერესებს უკავშირდება. გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან ერთად დავიწყეთ ამ კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის ანალიზზე (RIA) მუშაობა. ეს არის პროექტი, რომელიც ეხება როგორც მომხმარებლების, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლების ინტერესებს. ჩვენ გვინდა, რომ წინასწარ იყოს ცნობილი ყველა პოტენციური შედეგი, რომელსაც ახალი კანონი გამოიწვევს. კანონპროექტი ერთი მხრივ, იცავს მომხმარებლის ეკონომიკურ ინტერესებს, აწესებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალ სტანდარტს, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროპულ სტანდარტებთან. მეორე მხრივ კი, ქმნის ჯანსაღი კონკურენციის განვითარების პირობებს. ამდენად, საკითხი მნიშვნელოვანია, როგორც ეკონომიკური ოპერატორებისთვის,ისე მომხმარებლებისთვის“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ თამარ ხულორდავამ.



ანგარიშის მომზადება მომავალი 3-4 თვის განმავლობაში მოხდება. კომიტეტი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტის დაინტერესებულ ჯგუფებთან განხილვას სექტემბერ-ოქტომბერში, ხოლო კანონპროექტის ინიცირებას პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე გეგმავს.









თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი - შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“

თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი - შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“
access_time2019-05-24 18:30:20
შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“. იქ, სადაც აქამდე გვეგონა, რომ ყველაფერი წესრიგშია, აღმოჩნდა, რომ თურმე ეს წესრიგიც და გარეგნული სიმშვიდეც მოჩვენებითია. საქართველოსთვის ახალი სახელმწიფოებრივი ფუნქციის - ევროპას და აზიას შორის ხიდის როლის  შეძენას - წინააღმდეგობები შეხვდა იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად იყო მოსალოდნელი. პირველი პრობლემაა - ანაკლიას პორტი. ცუდია ჩვენს დროში პესიმიზმი - ნახევრად სავსე ჭიქა ყოველთვის...

BBC - როგორ იმუშავებს და რა რისკებს შეიცავს Facebook-ის ახალი კრიპტოვალუტა

 BBC - როგორ იმუშავებს და რა რისკებს შეიცავს Facebook-ის ახალი კრიპტოვალუტა
access_time2019-05-24 19:30:19
სოციალური ქსელების გიგანტს წლის ბოლოს საკუთარი კრიპტოვალუტის ტესტირება სურს, რომელსაც კომპანიაში „გლობალკოინს“ უწოდებენ. Facebook-ი საკუთარი კრიპტოვალუტის - “გლობალკოინის” გამოცემას 2020 წლიდან გეგმავს. ამ წლის პირველ კვარტალში ათობით ქვეყანაში  ციფრული გადახდის სისტემის დანერგვა იგეგმება.  Facebook-ი ზაფხულის პერიოდში გეგმის დეტალურ მონახაზს დაასრულებს.  ამასთან დაკავშირებით უკვე შედგა საუბარი ინგლისის ბანკის მმართველთან, ...

არა მხოლოდ ბრექსიტი: რითი დაიმახსოვრა მსოფლიომ ტერეზა მეი?

არა მხოლოდ ბრექსიტი: რითი დაიმახსოვრა მსოფლიომ ტერეზა მეი?
access_time2019-05-24 20:00:48
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ 7 ივნისს ის დატოვებს თავის პოსტს. რით დაამახსოვრა თავი მსოფლიოს ბრიტანეთის ისტორიაში მე-2 ქალმა პრემიერ- მინისტრმა? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლასთან დაკავშირებული დრამატული მოვლენებით, თუმცა მის კარიერაში კიდევ ბევრი რამ იყო საინტერესო. 90-ნი წლების დასაწყისში ის იყო ლონდონის ერთ-ერთი რაიონის საბჭოს დეპუტატი, დიდ პოლიტიკაში...

“ქართული ოცნების“ დეპუტატები ჭიათურის მოვლენებზე პირად პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ - მეტიც, უმრავლესობას ინფორმაცია მხოლოდ მედიისგან აქვს

“ქართული ოცნების“ დეპუტატები ჭიათურის მოვლენებზე პირად პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ - მეტიც, უმრავლესობას ინფორმაცია მხოლოდ მედიისგან აქვს
access_time2019-05-24 16:00:07
ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების პროტესტმა უკიდურესი ფორმა მიიღო, პროტესტის მერვე დღეს სამმა მოშიმშილემ პირი ამოიკერა. შპს “ჯორჯიან მანგანეზის” სამთო გამამდიდრებელ კომბინატში დასაქმებულები ხელფასის მატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. დღესვე მაღაროელებმა მთავრობას მიმართეს და მოსახლეობის პრობლემებით დაინტერესებისკენ მოუწოდეს. — რატომ არ რეაგირებენ და რატომ ახსენდებათ მოქალაქეები მმართველი გუნდის...

სტარტაპერები ბახტაძის ახალ ინიციატივაზე - “სუბსიდირებაზე გაცილებით მნიშვნელოვანი შესაბამისი ეკონომიკური და სამართლებრივი გარემოა“

სტარტაპერები ბახტაძის ახალ ინიციატივაზე - “სუბსიდირებაზე გაცილებით მნიშვნელოვანი  შესაბამისი ეკონომიკური და სამართლებრივი გარემოა“
access_time2019-05-24 15:00:47
“ჩვენთვის ადამიანური კაპიტალის განვითარება არის პირდაპირ კავშირში ახალგაზრდულ ეკონომიკასთან. სწორედ ახალგაზრდების ენერგია, მათი ხედვა და ინოვაციური მიდგომა უნდა გახდეს ჩვენი ეკონომიკის განვითარების ლოკომოტივი“, - ამ სიტყვებით დააანონსა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ინოვაციური პროექტების დააფინანსებს ახალი პროგრამა. პრემიერმა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში ახალგაზრდა...


მსგავსი სიახლეები

up