ევროპაში ეკოლოგიური ფაქტორები, როგორებიცაა ჰაერის დაბინძურება და სიცხე, დაფიქსირებული გარდაცვალებების შემთხვევების 13%-ს უკავშირდება. ამის შესახებ BBC ევროკავშირის გარემოს დაცვის სააგენტოს ანგარიშზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ 2012 წელს ევროკავშირის 27 სახელმწიფოსა და დიდ ბრიტანეთში 630 ათასი ადამიანის გარდაცვალება კლიმატურ ფაქტორებს უკავშირდება. მათი თქმით ამ მაჩვენებლის შემცირება გარემოს ხარისხის გაუმჯობესებით შეიძლება.
„გარემოსა და მოსახლეობის ჯანმრთელობა შორის ძლიერი კავშირია. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ჩვენს პლანეტაზე ზრუნვით არამარტო ეკოსისტემებს, ასევე ჩვენს სიცოცხლეებს გადავარჩენთ“, - განაცხდა ევროკავშირის კომისარმა გარემოს დაცვის საკითხებში ვირჯინიუს სინკევიჩუსმა.
ყველაზე დიდ რისკად ევროპაში ჰაერის დაბინძურებაა, რომელიც ყოველწლიურად 400 ათასი ადამიანის გარდაცვალებას იწვევს. სხვადასხვა ნივთიერებების ხანგრძლივი ზემოქმედებას ორგანიზმზე დიაბეტს, ფილტვების დაავადებასა და კიბოს გამოწვევა შეუძლია. ასევე, ჰაერის დაბინძურებას COVID-19-სგან სიკვდილიანობაზე აქვს გავლენა.
პანდემიის გამო ევროპაში გარემოს დაბინძურების დონე მკვეთრად შემცირდა, მაგრამ სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს შემსუბუქება დროებითია.
imedinews.ge