ევროპის ბაზარზე ხორბლის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და ტონაზე 438,25 ევრო შეადგინა. ამის შესახებ Agency France Press წერს.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
„ეს Euronext–ის ბირჟაზე აბსოლუტური რეკორდია. წინა რეკორდი 2022 წლის 7 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ვაჭრობა ტონაზე 422,5 ევროს ნიშნულზე დაიხურა“, – აღნიშნა ფრანგული საბროკერო კომპანიის Inter-Courtage ბროკერმა.
სააგენტო წერს, რომ ორშაბათის ვაჭრობაზე დაფიქსირებული რეკორდული ფასი ინდოეთის მიერ ხორბლის ექსპორტის აკრძალვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება.