ევროპაში ხილისა და ბოსტნეულის წვენებზე მოთხოვნა იზრდება - რატომ შემცირდა საქართველოდან პროდუქტის ექსპორტი

ევროპაში ხილისა და ბოსტნეულის წვენებზე მოთხოვნა იზრდება - რატომ შემცირდა საქართველოდან პროდუქტის ექსპორტი

access_time2020-01-25 19:00:08

საქართველოდან ხილისა და ბოსტნეულის ნატურალური წვენების ექსპორტი მცირდება, ეს მაშინ, როდესაც ევროპაში ამ პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება და ადგილზე შემცირებული წარმოების გამო ბაზრის დაკმაყოფილება იმპორტით ხდება. ქართველი მწარმოებლები ამბობენ, რომ ევროპის ბაზარზე გადიან, თუმცა მაღალი კონკურენციის გამო მისი სრულყოფილად ათვისება ვერ ხდება.


2019/2020 წლის სეზონზე ევროპაში ხილისა და ბოსტნეულის წვენების წარმოება შემცირდა. ევროპული მედიის ინფორმაციით, 16%-ით, 81 ათას ტონამდე დაიკლო ყველაზე მოთხოვნადი - ფორთოხლის წვენების წარმოებამ. ამიტომ, როგორც EastFruit-ი წერს, ევროპას წვენის ამ სახეობის იმპორტის გაზრდა მოუწევს.


ევროპაში გაზრდილი მოთხოვნის პარალელურად, საქართველოდან წვენების ექსპორტი შემცირდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს ქვეყნიდან ჯამში, 6 455 ტონა (7,216 მლნ ლარი) პროდუქტის ექსპორტი განხორციელდა, რაც 21, 8%-ით ნაკლებია გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით. 2018 წელს 8 262 ტონა (8,682 მლნ აშშ დოლარი) ხილისა და ბოსტნეულის წვენები გავიდა. მწარმოებლები ამბობენ, რომ ამის მიზეზი ევროპის ბაზარზე არსებული მაღალი კონკურენციაა. თუმცა, იქვე აღნიშნავენ, რომ ამ მიმართულებით მუშაობას აგრძლებენ და მათ სამომავლო გეგმებში ევროპის მიმართულებით გააქტიურებაა.

„კამპას“ დამფუძნებელი სანდრო ბუაძე: „ჩვენი პროდუქცია გადის აშშ-ში , ჩინეთში, რუსეთსა და არაბულ ქვეყნებში. თუმცა, სამწუხაროდ, დიდი რაოდენობით არა. ექსპორტი არ არის ისეთი სტაბილური, როგორიც გვინდა, რომ იყოს. ამის მიზეზი ბევრი ფაქტორია, რომელთა შორის პირველ ადგილზე, ბაზარზე არსებული კონკურენციაა.


ამ დროისთვის, ჩვენი პროდუქციის დაახლოებით, 10% გადის ექსპორტზე. რა თქმა უნდა, ყველა კომპანიას უნდა და ცდილობს, რომ ექსპორტის წილი გაზარდოს, თუმცა კონკურენციის პირობებში, ეს არც ისე მარტივია. მიუხედავად ამისა, ჩვენ აქტიურად ვმუშოაბთ, რომ ევროპის მიმართულებით გავიდეთ. ჩვენი პროდუქცია ეპიზოდურად გაგვიტანია კიდეც ევროპაში, მაგალითად, რუმინეთში და გვინდა, რომ კიდევ უფრო გავაქტიურდეთ“-აცხადებს სანდრო ბუაძე.


მისი თქმით, წვენებს შორის ყველაზე მთხოვნადი ფორთოხალია, თუმცა ამ შემთხვევაშიც, კონკურენცია დიდია.



კომპანია „ზედაზენში“, რომელიც წვენებს „ჩეროს“ ბრენდით აწარმოებს, აცხადებენ, რომ მათი პროდუქციის ექსპორტი არ შემცირებულა. მეტიც, კომპანიის განცხადებით, 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით 46%-ით გაიზარდა. თუმცა, მსოფლიო ბაზარზე არსებულ დიდი კონკურენციას არც აქ უარყოფენ.


„ჩეროს“ ექსპორტი 2019 წელს, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 46%-ით გაიზარდა. ძირითადი მომხმარებლები იყვნენ პოლონეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი. მცირე პარტიები გაიგზავნა რუსეთში, ავსტიაში, ლატვიაში, ამერიკაში, კანადაში და ჩინეთში. ამ ქვეყნებში წელს ველოდებით გაყიდვების ზრდას და სისტემატიურ გადატვირთვებს“,- აცხადებენ კომპანია „ზედაზენში“.


მათივე ინფორმაციით, სამომავლოდ ახალი ბაზრების ათვისება ევროპის მიმართულებითაც იგეგმება.


„ჩვენი საექსპორტო მიმართულების გუნდი მუდმივად მუშაობს ახალი ბაზრების ათვისებაზე, მათ შორის, ევროპის მიმართულებით. ეს არის მუდმივად მუშა და განახლებადი პროცესი“,-განმარტავენ კომპანიაში.


რაც შეეხება კონკრეტულად ფორთოხლის წვენს, „ზედაზენში“ აცახდებენ, რომ მსოფლიო ბაზარზე არსებული დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, ფორთოხლის წვენს ბევრი ქვეყანა აწარმოებს, შესაბაბამისად, მათი პროდუქციის შემთხვევაში ყველაზე გაყიდვადი ბროწეულის წვენია.

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, საქართველოდან ხილისა და ბოსტნეულის წვენები გასულ წელს შემდეგ ქვეყნებში განხორციელდა:

  • გერმანია - 2082 ტონა ( 1,925 მლნ აშშ დოლარი)
  • აშშ - 1327,1 ტონა ( 1,791 მლნ აშშ დოლარი)
  • ავსტრალია - 553,4 ტონა (630,4 ათასი აშშ დოლარი)
  • ისრაელი - 427, 5 ტონა ( 573, 7 ათასი აშშ დოლარი)
  • საბერძნეთი - 495, 6 ტონა ( 501 ათასი აშშ დოლარი)
  • რუსეთი - 543,7 ტონა (445,6 ათასი აშშ დოლარი)
  • იაპონია - 170,1 ტონა ( 253, 5 ათასი აშშ დოლარი)
  • უნგრეთი - 155,2 ტონა ( 220,6 ათასი აშშ დოლარი)
  • პოლონეთი - 124,3 ტონა (91,3 ათასი აშშ დოლარი)
  • მალაიზია - 49,4 ტონა ( 91,2 ათასი აშშ დოლარი)

რაც შეეხება კონკრეტულად ფორთხლის წვენს, 2019 წელს ჯამში, 27,3 ტონა ფორთოხლის წვენი გავიდა, რაც თანხებში - 22,7 ათასი დოლარია, ხოლო 2018 წელს 57,9 ტონა, ანუ 53,4 ათასი ლარის პროდუქტი. ეს ნიშნავს იმას, რომ გასულ წელს, ექპორტი 52,8 %-ით შემცირდა.

2018 წელი ფორთოხლის წვენი შემდეგ ქვეყნებში გავიდა:

  • აზერბაიჯანი - 25,6 ტონა - 20,3 ათასი აშშ დოლარი
  • ბელარუსი - 17 ტონა - 14,9 ათასი აშშ დოლარი
  • ტაივანი, ჩინეთის პროვინცია - 3,1 ტონა (6,3 ათასი აშშ დოლარი)
  • ომანი - 5,8 ტონა ( 5 ათასი ლარი)
  • ავსტრალია - 2,1 ტონა ( 2,6 ათასი აშშ დოლარი)

2019 წელს კი:

  • ბელარუსი - 9,5 ტონა (8,1 ათასი აშშ დოლარი)
  • სომხეთი - 10,9 ტონა (7,8 ათასი აშშ დოლარი)
  • რუსეთი - 4,4 ტონა (3,6 ათასი აშშ დოლარი)
  • იორდანია - 1,7 ტონა ( 2,3 ათასი აშშ დოლარი)
  • უნგრეთი - 0,7 ტონა ( 900 აშშ დოლარი)

bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up