ევროპაში ტრანსპორტირების ფასები ახალ რეკორდებს ხსნის – რა პრობლემები ქართველ გადამზიდავებს?

ევროპაში ტრანსპორტირების ფასები ახალ რეკორდებს ხსნის – რა პრობლემები ქართველ გადამზიდავებს?

access_time2022-08-08 14:00:35

ევროპაში საავტომობილო გადაზიდვებზე ფასების რეკორდული ცვლილებაა. ამის მიზეზი არის ინფლაცია, სოციალური არასტაბილურობა და ომი უკრაინაში, - აღნიშნულის შესახებ logist.today საგზაო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირზე (IRU) დაყრდნობით წერს.



ევროპის საავტომობილო გადაზიდვების მაჩვენებელი Transport Intelligence, Upply და IRU-ს ანალიტიკოსებმა მოამზადეს, სადაც აღნიშნულია, რომ იმ მრავალ მიზეზთა შორის, რომლებმაც გავლენა იქონია ფასების დონეზე, არის ომი უკრაინაში. უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირში დიზელის საწვავის ფასი, იანვრის მაჩვენებელთან შედარებით, 69%-ით გაიზარდა.


გარდა ამისა, ბაზარზე არსებული მრავალი ინდიკატორი მიუთითებს ევროპის საავტომობილო ტვირთების გადაზიდვაზე მოთხოვნის შემცირებაზე, აქტივობა ყველა ძირითად ქვეყანაში მცირდება, ხოლო ინფლაცია კი გავლენას ახდენს მომხმარებელსა და ბიზნესზე.



უახლესი მონაცემებით, ფასების ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ესპანეთში დაფიქსირდა, +10.2%, რაც სხვა მსხვილ ევროპულ ეკონომიკებზე უფრო მაღალია, გერმანია (7.9%), საფრანგეთი (5.8%), იტალია (8%) და დიდი ბრიტანეთი (9.1%).


ექსპერტები საუბრობენ ასევე მძღოლების დეფიციტზე, რაც მთელ ევროპულ კონტინენტს აწუხებს. განსაკუთრებით კრიტიკულ სიტუაციაშია გერმანიაში, სადაც 50 000-დან 80 000-მდე მძღოლების დეფიციტია. გერმანიის მძღოლების 24%-ს შეადგენდნენ მიგრანტი მომუშავეები, უკრაინის მოქალაქეების დაკარგვამ, რომლებიც თავიანთი ქვეყნის დასაცავად დაბრუნდნენ, გერმანიაში მძღოლთა რაოდენობა კიდევ უფრო შეიზღუდა.


საფრანგეთსა და ესპანეთში ძალიან მნიშვნელოვანი ზრდაა ფასების განაკვეთებში. კერძოდ, პარიზი-მილანის მარშრუტზე ზრდამ შეადგინა QoQ 21,2%. ეს თითქმის ორჯერ აღემატება ევროპაში ფასების განაკვეთის ზრდას და ასევე არის მეორე უმსხვილესი ზრდა ევროპის ყველა განაკვეთს შორის.




გერმანიასა და პოლონეთში, ყველა ტარიფმა, გარდა დუისბურგისა და ვარშავის ტარიფების, ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. 

ქვეყნებში მრეწველობის შესუსტებამ იმოქმედა მოთხოვნაზეც. უკრაინის კონფლიქტის შედეგად შექმნილი არასტაბილურობა განსაკუთრებით შესამჩნევია ევროპის ამ ნაწილში და გავლენას ახდენს ინდუსტრიული პერსპექტივების განვითარებაზეც.



Brexit-ის შემდეგ, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში ქვეყნებს შორის სატრანსპორტო ოპერაციები გაძვირდა. ლონდონის ეკონომიკის სკოლის (LSE) მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ექსპორტის დიდწილად აღდგენისდა მიუხედავად, ბრიტანეთის იმპორტი ევროკავშირიდან 25%-ით შემცირდა სხვა სფეროებთან შედარებით. გარდა ამისა, 30%-ით იქნა შემცირებული გაყიდული საქონელი. ადმინისტრაციული ხარჯების ზრდით ყველაზე მეტად დაბალფასიანი საქონელი დაზარალდა.



რა მდგომარეობაა საავტომობილო გადაზიდვების მხრივ საქართველოდან/საქართველოში? საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციის პრეზიდენტი გია წიფურია „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა გადაზიდვის ხარჯები. გაძვირდა საწვავი და ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა გადაზიდვის დროც, რაც საბოლოო ჯამში ტვირთის ტრანსპორტირების თვითღირებულებას მნიშვნელოვნად ზრდის.



„ბოლო პერიოდში გადაზიდვების ტარიფები გაზრდილია, თუმცა ამით ჩვენი შემოსავლის ზრდა არ ხდება. მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ხარჯები. ტვირთის გადაზიდვის თვითღირებულება 50-70%-მდე გაიზარდა, გააჩნია მიმართულებას. მაგალითად რუმინეთში იგივე მდგომარეობაა გადასვლაზე, როგორც ჩვენთან სარფში. რეალურად რეისის ხანგრძლივობა თითქმის გაორმაგდა. კატასტროფულადაა გაზრდილი საწვავის ხარჯი.


როდესაც უმთავრეს დანიშნულების ადგილზე გერმანიაში მივდივართ მინიმუმ 5-6 ქვეყანას გავდივართ. შეგვეცვალა მარშრუტები და უალტერნატივოდ უნდა გავიდეთ თურქეთის გავლით და ბულგარეთი, რუმინეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი უნდა ვიაროთ, ავსტრიაზე კვოტების ნაკლებობაა. თუ ომამდე გერმანიამდე მისვლა მარტივი იყო ბორნით, დღეს ამ გზით ვეღარ დავდივართ.


მთელი კვირა სარფში გვეკარგება. გააჩნია მიმართულებას, მაგრამ თუ რეისის საშუალო ხანგრძლივობა იყო 25 დღე, დღეს უკვე გახდა 40-45 დღე.


ტვირთების მოცულობის მხრივ ზრდა ან შემცირება არ ფიქსირდება, უბრალოდ პრობლემა ისაა, რომ რეისებს ვერ ვახორციელებთ. საკმაოდ რთული ვითარებაა“, - აცხადებს გია წიფურია.



მისივე თქმით, საბჭო უწყება საკმაოდ გამართულად მუშაობს, უბრალოდ გაზრდილი ნაკადის ფონზე არსებული გამტარუნარიანობა საკმარისი აღარ არის.


„საბაჟო ორგანო გამართულად მუშაობს, უბრალოდ გეოგრაფიულად ის გადასასვლელი არის ძალიან ცუდი. კარგი იქნებოდა თუ, როგორღაც იქვე მეორე გადმოსასვლელი გაკეთდებოდა. სამწუხაროდ ვალე და კარწახი მაინც მოქნილი არ არის, მაგრამ ეგენიც, რომ არ იყოს სულ მთლად დავიქცეოდით. კარგი იქნება თუ რამენაირად კიდევ ერთი სასაზღვრო გადასასვლელი დაემატება,. მესმის, რომ ეს ერთ დღეში ვერ გაკეთდება, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არსებობს“, - მიიჩნევს საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციის ასოციაციის პრეზიდენტი.


გია წიფურიას აზრით კარგი იქნება თუ რუმინეთის მიმართულებაზე საბორნე მიმოსვლა კიდევ უფრო გაფართოვდება. მისი თქმით, მუშაობა ორივე მხარის ჩართულობით მიმდინარეობა, თუმცა დადებითი შედეგი არ დამდგარა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up