ევროპაში მოგზაურობის მსურველთა რაოდენობა 30-35%-ითა გაიზარდა

ევროპაში მოგზაურობის მსურველთა რაოდენობა 30-35%-ითა გაიზარდა

person access_time2017-03-25 12:00:30

საქართველოდან ევროპაში მოგზაურობის მსურველთა რაოდენობა გაიზარდა. ტურისტულ კომპანიებში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში ჯავშნების რაოდენობამ 30-35%-ით მოიმატა. უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ კი კომპანიები ტურისტების კიდევ უფრო ზრდას ელოდებიან.


როგორც ცნობილია 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს, ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში გამგზავრებას ვიზის გარეშე შეძლებენ. აქედან გამომდინარე „კომერსანტი" დაინტერესდა, თუ რა სიტუაციაა ტურისტულ კომპანიებში და გაიზარდა თუ არა საქართველოდან ევროპაში მოგზაურობის მსურველთა რაოდენობა.


როგორც „კომერსანტთან" საუბრისას, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათთან ევროპისკენ დაჯავშნული ბილეთების რაოდენობამ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად მოიმატა, ერთი წლის განმავლობაში კი ზრდა დაახლოებით 30-35%-ია. ძირითადი მოთხოვნა კი იტალიის, გერმანიისა და უნგრეთის მიმართულებებზეა.

 

როგორც „თაიმ თუ თრეველში" აღნიშნეს, მთლიანობაში წინა წლის აპრილიდან დღემდე მატება დაახლოებით 30-35%-ითაა. „ევროპისკენ ჯავშნების რაოდენობის ზრდას მარტის ბოლოს უვიზო რეჟიმის ამოქმედებას ვუკავშრებთ. მთლიანობაში წინა წლის აპრილიდან დღემდე მატება დაახლოებით 30-35%-ია. ევროპისკენ მოგზაურობისას ძირითადად მოთხოვნა არის იტალიაზე, ჩეხეთზე, უნგრეთზე, გერმანიასა და საბერძნეთზე," - აღნიშნეს „თაიმ თუ თრეველში".

 


„ტოტალ თრეველის" მენეჯერის მარიამ ფარქოსაძის განცხადებით, ევროპისკენ ჯავშნების რაოდენობა 30-დან 35%-მდე გაიზარდა. „რა თქმა უნდა, მატებას უვიზო მიმოსვლის პროცესს ვუკავშირებ. ძირითადად მოთხოვნა საფრანგეთის, იტალიისა და ესპანეთის მიმართულებითაა." - აღნიშნა ფარქოსაძემ.

 

ჯავშნების რაოდენობის ზრდაზე საუბრობენ „ფლამინკო ტურშიც". „მარტის დასაწყისიდან აქტიურად იყიდება ევროპისკენ ბილეთები. მოთხოვნა თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაზეა." - განაცხადეს „ფლამინკო ტურში".

 

„რედ თრეველში" კი ევროპაში მოგზაურობის მსურველთა რაოდენობის ზრდას მარტის ბოლოს, უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდგომ ელოდებიან. „რომ გითხრათ, ჯავშნების რაოდენობამ ევროპისკენ იმატა, ასე ნამდვილად არაა, რადგან ჯერ ყველა მაინც 28 მარტს ელოდება და ზუსტად არ არიან დარწმუნებულები, როგორ განვითარდება პროცესები.  ამ მიმართულებით გააქტიურებას 28 მარტის შემდგომ ველოდებით და ამ საკითხზე საუბარს შემდგომ უფრო თავისუფლად შევძლებთ",- განაცხადეს „რედ თრეველში".

 

 

 



რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი

რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი
access_time2020-02-17 19:00:13
საქართველოს მთავრობის დაკვეთით უნდა მომზადებულიყო კვლევა, რომელიც ბათუმის ბულვარის, სანაპიროზე გზის გაგრძელებას, ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობას და გონიოს ყოფილი პოლიგონის განვითარებას შეეხებოდა. შესაბამისი დაფინანსება ერთი წლის წინ მოძიებული იყო, თუმცა, მთავრობამ კვლევის ჩატარება მაინც ვერ უზრუნველყო. მთავრობა საჭირო თანხას ამ ეტაპზე ხელახლა ეძებს. „ბათუმელებმა“ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად, წერილობით, საქართველოს მთავრობას და რეგიონული...

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა - წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა -  წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები
access_time2020-02-17 20:00:57
წყალტუბო, რომელიც ადრე ცნობილი იყო, როგორც საბჭოთა კავშირის რივიერა, დღეს ფოტოგრაფების საყვარელი ადგილია. ევროპელი ფოტოგრაფი ამოს ჩაპლი იანვარში 3 დღით ეწვია ამ ქალაქს, რომელზე დაყრდნობითაც ბრიტანულმა გამოცემა Dailymail-მა წყალტუბოს საბჭოთა ნაგებობებს ვრცელი ფოტორეპორტაჟი მიუძღვნა.    Radio Free Europe-ის  ფოტოგრაფის თქმით, კურორტი წყალტუბო საქართველოში ყველაზე გასაოცარი ადგილია  დიდი კრისტალური ჭაღებითა და...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-17 21:30:17
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.გადახდის სისტემა, რომელიც “თაღლითობის” საშუალებას იძლევა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შემოსავლები შეისწავლა და მნიშვნელოვანი...

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“
access_time2020-02-17 18:00:43
„საქართველოში ერთადერთი სფერო,რომელიც ვითარდებოდა იყო ტურიზმი. გასულ წელს კი სექტორი კრიზისში შევიდა. ამის მიზეზი კი „ქართული ოცნების“ არასწორი სტრატეგიაა.“- ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რადიო „კომერსანტის“  გადაცემა „ცოდნა და წარმატება“ ნანა ტოხვაძესთან ერთად ისაუბრა. მისი თქმით, სფერო,რომელიც დამოუკიდებლად ვითარდებოდა, ჩამოშლის...

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო
access_time2020-02-17 15:00:40
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” რეგულარულად ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგს. კვლევისას გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილის - გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიას, შპს “საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინს” დომინანტური პოზიცია უკავია ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში. “სერპანტინმა” მხოლოდ კახეთის რეგიონში განხორციელებული პროექტებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2013 წლიდან დღემდე,...


მსგავსი სიახლეები

up