ევროპაში მეოცე საუკუნეში გამოშვებულ მანქანებს კრძალავენ, საქართველოს ხელისუფლება კი ტექდათვალიერების შემოღებას ვერ ბედავს

ევროპაში მეოცე საუკუნეში გამოშვებულ მანქანებს კრძალავენ, საქართველოს ხელისუფლება კი ტექდათვალიერების შემოღებას ვერ ბედავს

person access_time2016-06-22 09:02:22

1 ივლისიდან პარიზის ქუჩებში 1997 წლის ოქტომბრამდე გამოშვებული ავტომობილების გადაადგილება აიკრძალება. შეზღუდვა ასევე შეეხება 1999 წლამდე გამოშვებულ მოტოციკლებს. ქალაქის მერის, ენ იდალგოს განცხადებით, აღნიშნული მიდგომა ქალაქის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის ნაწილია. პარიზის გეგმაშია, 2020 წლისთვის ქალაქში მხოლოდ 2011 წლის შემდეგ გამოშვებულმა, ბენზინზე მომუშავე ავტომანქანებმა და ელექტრომობილებმა იარონ. ცვლილებების გამო, პარიზის მძღოლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, თუმცა, მეორე მხრივ, პარიზს ევროკავშირის წინაშე აქვს ვალდებულებები აღებული, რომ დაბინძურების ზღვრებს არ გადააჭარბოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას სანქციები დაუწესდება.


ვალდებულება ტექდათვალიერების შემოღების შესახებ ევროკავშირის წინაშე საქართველოსაც აქვს, მაგრამ მის განხორციელებას ხელისუფლება არ ჩქარობს. ტექდათვალიერების შემოღება უკვე სამჯერ გადაიდო, როგორც წინა ასევე ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მიზეზად იმას ასახელებს, რომ არცერთ ხელისუფლებას არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა არ სურს, რადგან ამომრჩევლების გაღიზიანებას უფრთხის.

 

NDI-ის კვლევების მიხედვით კი საზოგადოებას სრულიად საპირისპირო დაკვეთა აქვს და მოსახლეობის უმეტესობა სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღებას ემხრობა. გასული წლის სექტემბერი-აგვისტოს კვლევით, გამოკითხულთა 68% მიიჩნევს, რომ ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების შემოღება აუცილებელია. 25% თვლის, რომ ტექდათვალიერების შემოღება აუცილებელი არ არის, 6%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.


ამ საკითხში კომპრომისის დაშვებას მიუღებლად მიიჩნევს „თიბისი ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე. როგორც ბიზნესმენმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, როგორი რეაქცია ექნება ცვლილებებზე მოსახელობას, მთავრობამ რადიკალური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

“მთავრობამ უნდა თქვას, რომ არ შეიძლება, ჩვენს შვილებს დაბინძურებული ჰაერი ვასუნთქოთ და ძველი მანქანების მეპატრონეებისგან თუ სხვებისგან როგორი რეაქციაც არ უნდა იყოს, მთავრობამ რადიკალური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს”, - განაცხადა ხაზარაძემ.


მოძველებული ავტოპარკის შედეგებს ქვეყანა უკვე იმკის: ერთი მხრივ, ჰაერი დაბინძურების საგანგაშო მაჩვენებლებს აჩვენებს, მეორე მხრივ კი, ტექნიკური გაუმართავობის გამო გზებზე უამრავი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება.


გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით,  ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერების მაღალი კონცენტრაცია ფიქსირდება თბილისის იმ უბნებში, რომლებიც დასასვენებელ ადგილებად მიიჩნევა და უამრავი მცირეწლოვანი ბავშვი იყრის თავს.  

 

მედიკოსების განმარტებით, ჰაერში აზოტის დიოქსიდის არათუ ასეთი მაღალი, საშუალო შემცველობაც კი ჯანმრთელობისთვის შესაძლოა ძალიან საშიში აღმოჩნდეს და ამას  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაც ამტკიცებს


 

დადასტურებული ფაქტია, რომ ასეთი კრიტიკული ნიშნულის მთავარი გამომწვევი მიზეზი ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილებია.

 

ამის პარალელურად წლიდან წლამდე იზრდება ავტოსაგზაო შემთხვევათა რაოდენობაც, რომელთა ნაწილიც სწორედ ავტომობილების ტექნიკური გაუმართავობის გამო ხდება.


ამ საგანგაშო ფაქტებმა ვერცერთი ხელისუფლება ვერ აიძულა სავალდებულო ავტოტექდათვალიერება აემოქმედებინა. ბოლოს ავტოტექდათვალიერების შემოღების გადადების გადაწყვეტილება 2015 წელს მიიღეს. საქართველოს მთავრობამ პარლამენტს ცვლილების გადადების ინიციატივით 2015 წლის თებერვალში მიმართა. შედეგად, ტექდათვალიერება 2017 წლის 31 დეკემბრიდან უნდა ამოქმედდეს. ევროდირექტივებით კი სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების ამოქმედების ვადა საქართველოს 2019 წლამდე აქვს.


„ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი  მიიჩნევს, რომ ქვეყანა დღეს ამ ვალდებულების შესასრულებლად მზად არ არის.


როგორც მესხიშვილი აცხადებს, ცენტრები, რომლებმაც ავტომობილებს ტექდათვალიერება უნდა გაატაროს, არასაკმარისია და რაც არსებობს, ისინი ტექნიკურად გამართულები თავადვე არ არიან.

 

20-მდეა ამ ცენტრების რაოდენობა და მათგან მხოლოდ 4 აკმაყოფილებს რაღაც დონის სტანდარტებს. დღეს ეს ცენტრები ტექდათვალიერებას უტარებენ სამგზავრო, საქალაქთაშორისო ავტობუსებს და სამარშრუტო ტაქსებს. თუ ამას გავითვალისწინებთ, მივხვდებით, როგორც ატარებენ ტესტირებას ეს ცენტრები“,- აცხადებს დავით მესხიშვილი.

 

მისივე თქმით, ყველანაირი შემოწმების ერთად ამოქმედება ცენტრების სიმცირის გამო პრობლემებს შექმნის.

 

„ვფიქრობ, თავიდან უნდა იყოს გამონაბოლქვსა და ჰაერის დაბინძურებაზე შემოწმება, შემდეგ ეტაპობრივად უნდა დაემატოს სამუხრუჭე სისტემის, საბურავების, ნათების სისტემის შემოწმებები და ა.შ.“,- აცხადებს დავით მესხიშვილი.

 

აკრედიტაციის ცენტრში, სადაც ტექდათვალიერების ცენტრები აკრედიტაციას გადიან, აცხადებენ, რომ დღეისთვის საქართველოს მასშტაბით 24 ცენტრი მოქმედებს, რომელსაც წლიურად 400 ათასი მანქანის შემოწმების შესაძლებლობა აქვს. ცენტრის ხელმძღვანელის პაატა გოგილიძის თქმით, დარეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა მილიონზე მეტია, მაგრამ მათი დიდი ნაწილი, დაახლოებით 20%-მდე, ამორტიზებულია, შესაბამისად არ მოძრაობს.

„რეალურად გასატესტი მანქანების რაოდენობა 2-ჯერ მეტი გამოდის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ 2-ჯერ მეტი ხაზია საჭირო შესამოწმებლად. რადგანაც ყველა კატეგორიის მანქანას არ ესაჭიროება პირველივე წელს ტექდათვალირება. კატეგორიების მიხედვით ინსპექტირების პერიოდულობა განსხვავდება, ასევე ასაკზეც არის ეს დამოკიდებული, მაგალითად 3-წლამდე მანქანებს არ ესაჭიროებათ ტექდათვალიერება“,- აცხადებს პაატა გოგილიძე.


მისივე თქმით, მეორე მხრივ, იმისთვის, რომ ქვეყანაში შემმოწმებელი ცენტრების რაოდენობამ მოიმატოს, ხელისუფლება გარკვეული მასტიმულირებელი ნაბიჯების გადადგმას აპირებს. 

 




ზაზა ოქუაშვილი – თავისუფალი სიტყვა, ბიზნესი და სამართალი ტერორშია

ზაზა ოქუაშვილი – თავისუფალი სიტყვა, ბიზნესი და სამართალი  ტერორშია
access_time2019-11-20 13:08:30
ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი განცხადებას ავრცელებს. ზაზა ოქუაშვილის შეფასებით, „ივანიშვილის ძალადობრივმა რეჟიმმა მიიტაცა სახელმწიფო, მედია, თავისუფალი სიტყვა, ბიზნესი, პროკურატურა, სახელმწიფო ინსტიტუტები და საპატრიარქოს მითვისებაც კი მოინდომა“. მისივე განცხადებით, ივანიშვილის ხელისუფლებამ კეთილგონიერება უნდა გამოიჩინოს და აღარ გააგრძელოს ძალის გამოყენება. „ივანიშვილის ძალადობრივი რეჟიმი, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო, მედია, თავისუფალი სიტყვა, ბიზნესი,...

გიორგი ქობულია - „ქართულ ოცნება“ პოსტსაბჭოური რუსეთის მართვის პრინციპებით მუშაობს“

გიორგი ქობულია - „ქართულ ოცნება“ პოსტსაბჭოური რუსეთის მართვის პრინციპებით მუშაობს“
access_time2019-11-20 12:10:22
პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო აქტივისტებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქციები არ ცხრება. აქციის მონაწილეები პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ. პოლიციამ რუსთაველზე და პარლამენტის მიმდებარედ შეკრებილები წყლის ჭავლით დაშალა, რომლებიც პარლამენტის შესასვლელების ბლოკირებას ახდენდნენ. მიმდინარე მოვლენებს „კომერსანტთან“ მთავრობის გუნდის ყოფილი წევრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი...

25 წლამდე მოქალაქეებისთვის აზარტული თამაშები აიკრძალება

25 წლამდე მოქალაქეებისთვის აზარტული თამაშები აიკრძალება
access_time2019-11-20 13:15:47
საქართველოს 25 წლამდე მოქალაქეებს შესაძლოა, აზარტულ თამაშებში მონაწილეობა აეკრძალოთ.ამის შესახებ, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. კანონპროექტის ავტორი პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილია. კანონპროექტის ავტორთა შეფასებით, ცვლილების მიზანი და შედეგი - აზარტულ და მომგებიან თამაშობებში, არასრულწლოვანთა ჩართულობის, მძიმე სოციალური ფონის...

„ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული 6000-მდე ოჯახია - საკითხზე თბილისის მერია სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება

„ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული 6000-მდე ოჯახია - საკითხზე თბილისის მერია სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება
access_time2019-11-20 11:45:27
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მომავალ კვირას დეველოპერებთან და სამშენებლო კომპანიებთან გაფართოვებულ შეხვედრას აანონსებს.როგორც დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, შეხვედრა „ცენტრ პოინტს“ და მსგავს „ქეისებს“ შეეხება. კალაძე დაუსრულებელი პროექტების დასრულებაში სექტორს მხარდაჭერას სთხოვს. „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულები, 6000-მდე ოჯახი, არის სერიოზული პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში არსებობს. შევქმენით საინიციატივო...

„სითი მოლში“ Calvin Klein-ის ახალი კონცეფციის შოურუმის გაიხსნა

„სითი მოლში“ Calvin Klein-ის ახალი კონცეფციის შოურუმის გაიხსნა
access_time2019-11-20 09:44:00
როგორც ცოტა ხნის წინ  „კომერსანტმა“ ექსკლუზიურად დაანონსა, 15 ნოემბერს თბილისში, ქავთარაძის 1-ში მდებარე „სითი მოლში“ Calvin Klein-ის ბრენდის ახალი კონცეფციის  შოურუმი გაიხსნა, რომელიც მსოფლიოში რიგით მეოთხეა, ისეთი დიდი მეგაპოლისების შემდეგ, როგორიცაა -  ნიუ იორკი, დუსელდორფი და შანხაი. ამით ბრენდმა საქართველოს და ქართველ მომხმარებელს უდიდესი ნდობა გამოუცხადა. „ეს გახლავთ სრულიად ახალი კონცეფცია House of Calvin, სადაც წარმოდგენილია ბრენდის ყველა...


მსგავსი სიახლეები

up