ევროპაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა საგანგაშოდ იმატა — WHO

ევროპაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა საგანგაშოდ იმატა — WHO

access_time2020-09-20 14:00:11

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამშაბათს განაცხადა, რომ ევროპაში კორონავირუსითი ინფიცირების შემთხვევებმა მნიშვნელოვნად იმატა და იგი მარტში დაფიქსირებულ პიკს საგრძნობლად აღემატება.

ვირტუალურ პრეს-კონფერენციას WHO-ს ევროპის რეგიონული დირექტორი, ჰანს კლუგე უძღვებოდა. მან აღნიშნა, რომ ჩვენ წინაშე ძალიან სერიოზული სიტუაცია ვითარდება.

:ევროპის ყოველკვირეული შემთხვევები მარტის პირველ პიკს მნიშვნელოვნად აღემატება. გასულ კვირას 300 ათასი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა“ - ჰანს კლუგე, WHO-ს ევროპის რეგიონული დირექტორი

გაზაფხულსა და ზაფხულის დასაწყისში მიღებულმა მკაცრმა კარანტინმა დადებითი შედეგები გამოიღო. ჩვენი თავგანწირვა დაგვიფასდა და ივნისში ყველაზე დაბალი მაჩვენებლები გვქონდა, — აღნიშნა კლუგემ. ამის თქმის საფუძველს მას ესპანეთის, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის სტატისტიკა აძლევს. ამ ქვეყნებში ივნისსა და ივლისში დაფიქსირებული შემთხვევები ასეულებს არ სცდებოდა.


მიუხედავად ამისა, კლუგეს მიაჩნია, რომ სექტემბრის შემთხვევები ჩვენთვის განგაშის ზარს უნდა ნიშნავდეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს შემთხვევები გაზრდილი ტესტირების შედეგიც არის, ვირუსის გავრცელება რეგიონული მასშტაბით საყურადღებოა.

ბოლო ორ კვირის განმავლობაში ევროპის ქვეყნების ნახევარში დაფიქსირებული შემთხვევების სტატისტიკა 10%-ით გაიზარდა. აქედან 7 ქვეყანაში შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა, — აღნიშნა კლუგემ და იქვე დასძინა, რომ მოვლენების შემდგომი განვითარება ჩვენს ქცევაზეა დამოკიდებული. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მისი აზრით, ქვეყნებში კარანტინის მიღება თუ შენარჩუნება კვლავ მნიშვნელოვანია.

ამჟამად ევროპაში 4 893 614 შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 216 005-ს შეადგენს. ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ესპანეთს აქვს (625 651 შემთხვევა), მას მოსდევს საფრანგეთი (454 099 შემთხვევა), დიდი ბრიტანეთი (384 075) და იტალია (293 025).

on.ge


თეგები:
covid19 ევროპა



დღის Top 10 საინტერესო ამბავი

 დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-22 21:00:21
1. ბანკებზე თავდასხმის ქრონიკა საქართველოში   ბანკების ძარცვა ტექნოლოგიების ერაში ბევრს ყველაზე მოძველებულ კრიმინალურ აქტად მიაჩნევა, თუმცა ფინანსურ ინსტიტუტებზე შეიარაღებული თავდასხმა პლანეტის ერთერთ მთავარ გადაუჭრელ პრობლემად დღემდე რჩება....

22 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

22 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-22 18:10:25
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 22 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, კურსის ცვლილებამ 0.93 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი...

Forbes: აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ს უჩივლა

Forbes: აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ს უჩივლა
access_time2020-10-22 20:00:48
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ის წინაამღდეგ სასამართლოში ანტიმონოპოლური სარჩელი შეიტანა.   უწყების აზრით, კორპორაცია ონლაინ-ძიების ბაზარზე ხელოვნულ მონოპოლიას აჩენს.   Google არის მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი კომპანია, რომლის საბაზრო ღირებულებაც 1 ტრლნ. დოლარია. ის თითქმის მონოპოლოსტია მილიარდობით ინტერნეტ-მომხმარებლისთვის, კომპანია ისეთ სერვისებს ფლობს, როგორც  Chrome,  YouTube, Google maps, Google translate და...

უნდა გახსნას თუ არა საზღვრები საქართველომ - PMC RESEARCH-ის შეფასებები

უნდა გახსნას თუ არა საზღვრები საქართველომ - PMC RESEARCH-ის შეფასებები
access_time2020-10-22 17:30:00
2020 წლის სამ კვარტალში, საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 499 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, ეს 81%-იანი დანაკლისია 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. PMC Research-ის ინფორმაციით, 2020 წლის სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 94.2%-ით შემცირდა. აპრილის შემდეგ, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ყოველ თვეში, მოგზაურების, ვიზიტორებისა და ტურისტების რაოდენობა 90%-ზე მეტად მცირდებოდა. კვლევაში მითითებულია, რომ COVID-19...

ნოემბრის შუა რიცხვებში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა, 4-5 ათას მიაღწიოს - გამყრელიძე

 ნოემბრის შუა რიცხვებში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა, 4-5 ათას მიაღწიოს - გამყრელიძე
access_time2020-10-22 17:00:34
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ნოემბრის პროგნოზი ახლიდან გაკეთდება.   მისივე ინფორმაციით, აქამდე გაკეთებული პროგნოზის თანახმად, ვირუსის გავრცელების პიკი ნოემბრის შუა რიცხვებში დადგება და ამ პიკის დროს დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა 4-5 ათას შემთხვევას მიაღწიოს.   „პროგნოზირება ძალიან უმადური რამ არის. არ არსებობს არც ერთი...


მსგავსი სიახლეები

up