ევროპაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 200 ათასს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ სააფენტო „ფრანს-პრესი“ საკუთარ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ევროპაში გარდაცვლილთა საერთო მაჩვენებლის 2/3-ზე მეტი დიდ ბრიტანეთზე, იტალიაზე, საფრანგეთსა და ესპანეთზე მოდის.
ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ევროპაში კორონავირუსის 2 751 606 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 200 005 ადამიანი კი გარდაიცვალა. მსოფლიოში კორონავირუსს სულ 538 418 ადამიანი ემსხვერპლა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge