ევროპაში კარანტინი გრძელდება

ევროპაში კარანტინი გრძელდება

access_time2021-03-05 19:30:49

ევროპის ქვეყნებში, ვაქცინაციის დაწყების და ეკონომიკის აღდგენის მოლოდინების მიუხედავად, საკარანტინო შეზღუდვები არ რბილდება. მთავრობები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ დამშვიდება ნაადრევია და ჯერ არაფერი დასრულებულა.


მარტის დასაწყისში ევროკავშირის 31-დან 13 ქვეყანაში დაინფიცირების მთლიანი მაჩვენებელი გაიზარდა, 4-ში - ასაკოვანთა კატეგორიაში გაიზარდა, 3-ში ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებმა იმატა, ხოლო 3-ში - სიკვდილიანობის ზრდა დაფიქსირდა.


ზოგადი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა, მაჩვენებლები კვლავ ძალიან მაღალი რჩება. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს კვირებში დაინფიცირების, ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობის მაჩვენებლები ევროპაში კიდევ უფრო გაიზრდება.


შექმნილ ვითარებაში ევროპის ქვეყნების შეზღუდვების მოხსნას არ ჩქარობენ.


ფინეთმა 1 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. პარლამენტში ისეთი ზომების მიღების საკითხი განიხილება, როგორც რესტორნების დახურვა და ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილების შეზღუდვაა.


ჩეხეთში ამ კვირას კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა რეკორდულად, 12 150-ით გაიზარდა, მათ შორის 7717 ჰოსპიტალიზებულია, ხოლო 1586 ხელოვნურ სუნთქვაზეა. 1 მარტიდან ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილება შეიზღუდა, ასევე საბავშვო ბაღების და სკოლების დახურვა იგეგმება.



იტალიაში ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილებაზე შეზღუდვა 27 მარტამდე გაგრძელდა, თუმცა, დაინფიცირების მასშტაბები მცირდება - ნოემბერში ყოველდღიური მაჩვენებელი 40 000 იყო, ხოლო თებერვალში - 15 000.


გერმანიაში ლოკდაუნი 28 მარტამდე გახანგძლივდა.


საბოლოო ჯამში, ამა თუ იმ სიმძიმის შეზღუდვები ევროკავშირის ყველა ქვეყანაში მოქმედებს.


წლის დასაწყისში ევროგაერთიანების ხელმძღვანელობამ მასობრივი ვაქცინაციის კამპანია დაიწყო, რომელსაც კონტინენტზე ცხოვრება ეტაპობრივად ნორმალურ კალაპოტში უნდა დაებრუნებინა. თუმცა, პრეპარატის დეფიციტის გამო, პროგრამა შეფერხებებით მიმდინარეობს, სხვადასხვა მიზეზების გამო ფარმაკოლოგიურმა კომპანიები საკმარისი რაოდენობის ვაქცინების წარმოებას ვერ ახერხებენ.


სტატისტიკაც განსხვავებულია და ის ევროკავშირის სასარგებლოდ არ მეტყველებს. ბრიტანეთში, რომელიც ევროკავშირიდან გავიდა, მოსახლეობის 30% აიცრა, ისრაელში კი 53,7%.


ევროკავშირის ქვეყნებს შორის მაჩვენებლები ბევრად უფრო დაბალია. იტალიაში ვაქცინაცია მოსახლეობის 4,9%-მა გაიარა, საფრანგეთში - 4,4%, ესპანეთში 5,5%, გერმანიაში - 5,1%-მა.


მასობრივ ვაქცინაციას დეფიციტის გარდა უფროსი ასაკის ადამიანებისთვის დაწესებული შეზღუდვები აფერხებს, მაგალითად, საფრანგეთში 75 წელზე უფროსი ადამიანების აცრა აკრძალული იყო, თუმცა, რამდენიმე დღის წინ ეს აკრძალვა მოიხსნა.


ასაკოვანი ადამიანების ვაქცინაციაზე შეზღუდვები ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც მოქმედებს, მაგალითად იტალიაში, გერმანიაში და ბელგიაში, თუმცა, ყველგან განიხილება ამ ზომების გაუქმება.


შეზღუდვის მიზეზი იყო ვაქცინების მოქმედების გაურკვევლობა ასაკოვან ადამიანებზე, თუმცა ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ შიშები უსაფუძვლოა. Pfizer-BioNtech-ის და Oxford-AstraZeneca-ს პრეპარატით აცრის შემთხვევაში ასაკოვან ადამიანებს განსაკუთრებული გართულებები არ აღენიშნებოდა და ამავე დროს დაავადების მძიმე მიმდინარეობა და ჰოსპიტალიზების რისკი 81%-ით შემცირდა.


rbc.ru

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ




თეგები:
კარანტინი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up