ევროპაში გაზის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა - რა ელის საქართველოს

ევროპაში გაზის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა - რა ელის საქართველოს

access_time2021-09-01 13:00:22

ევროპის ბაზარზე გაზის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა. როგორც ანალიტიკოსები განმარტავენ, საცავებში გაზის მარაგების დეფიციტისა და აზიაში მოხმარების ზრდის ფონზე, უახლოეს პერიოდში გაზი შესაძლოა, კიდევ გაძვირდეს, ხოლო „გაზპრომის“ მიდგომა უკრაინული ტრანზიტისადმი ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებს. პრობლემას აცნობიერებენ საქართველოშიც, თუმცა სპეციალისტები ამ გავლენას უშუალოდ ტარიფთან დაკავშირებით ვერ ხედავენ და აცხადებენ, რომ ქართველ მომხმარებელს გაზი, სულ მცირე, წლის ბოლომდე არ გაუძვირდება.


CE Futures-ის ბირჟაზე გაზის ოქტომბრის ფიუჩერსების ფასი TTF-ის ინდექსზე კვ.სთ-ზე 49,26 ევროს ნიშნულს გასცდა – სხვა დაანგარიშებით, 1000 კბ/მ გაზი $600 ღირს.


ტრანს–კასპიური გაზსადენისა და „თეთრი ნაკადის“ პროექტის განმახორციელებელი კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაყმაძე ფიქრობს, რომ ფასების ასეთი ზრდა გაზის გლობალურ პრობლემას ადასტურებს და ამ ვითარებაში საქართველოს არ რჩება სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ გეოგრაფიული მდგომარეობა გამოიყენოს.


„გაზის გაძვირება არის იმის ინდიკატორი, რომ პრობლემა არსებობს. ამ გარემოებამ უნდა დაგვაფიქროს საქართველოს შანსზე - კიდევ უფრო გაზარდოს თავისი სატრანზიტო პოტენციალი. დიდი ხნის განმავლობაში, თუ რამე მნიშვნელოვანი სტატიები იბეჭდებოდა საქართველოს შესახებ, დიდ ნაწილი მოიცავდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აქ გადის მნიშვნელოვანი ენერგეტიკული არტერიები. თუმცა ამ უპირატესობას ვერ ვიყენებთ. წარმოიდგინეთ, საქართველომ უკვე 10 მილიარდი დოლარი მიიღო შაჰდენიზის საბადოდან მოპოვებული გაზის გატარებაში. ეს თანხა იმაზე მეტია, ვიდრე ამერიკასა და ევროპას გრანტების სახით დახმარება გაუწევია. სწორედ ეს უნდა გვაინტერესებდეს და ვფიქრობდეთ, როგორ გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობა სწორად და ეფექტურად. ერთი ვარიანტი არის რუსეთი, მაგრამ ევროპას ხომ უნდა დივერსიფიკაცია. საქართველოს კი აქვს იმის პოტენციალი, უფრო დიდი მოცულობის მიმწოდებელი გახდეს, ამიტომ ქვეყანამ ინიციატივა უნდა გამოიჩინოს და ჩაებას ფართომასშტაბიან გეოეკონომიკურ თამაშებში“, - აცხადებს ვაშაყმაძე.



კითხვაზე, თუ რა მოხდება საქართველოში და შესაძლებელია თუ არა, ტარიფების ცვლილება ქვეყნის შიგნითაც დაიწყოს, ამაზე ენერგეტიკოსი გია არაბიძე გადაჭრით პასუხობს, რომ გაზი არ გაძვირდება, მინიმუმ, წლის ბოლომდე.


,,გაზის ტარიფი დადგენილი და ხელმოწერილია, გაძვირება არ გველის, წლის ბოლომდე მაინც, მერე რა იქნება, წინასწარ რთულია საუბარი, ბევრი რამ როგორც გლობალურ პროცესებზე, ასევე ლარის კურსზეც არის დამოკიდებული. როგორც სოციალურ გაზის, ასევე კომერციულ ბუნებრივ აირთან დაკავშირებით საფასო ცვლილებას არ ველით. მართალია, ,,გაზპრომიდან“ კომერციული ობიექტებისთვის მცირე რაოდენობით გაზი შემოდის, რა შეიძლება ამ მიმართულებით შეიცვალოს, ვერაფერს ვიტყვით, რადგან საქართველოსა და „გაზპრომს“ შორის ხელშეკრულების დეტალები უცნობია, ხოლო აზერბაიჯანთან საკმაოდ მყარი თანამშრომლობა გვაკავშირებს და ამას არანაირი საფრთხე, მით უმეტეს, გაზის სექტორში, არ ემუქრება“, - აცხადებს არაბიძე.


ცნობილია, რომ 2021 წლის ბოლოსთვის მოსალოდნელია Nord Stream 2-ის გაზსადენის ამოქმედება. მაგისტრალის ექსპლუატაციის რეგულირების საკითხებს ამჟამად შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოები განიხილავენ.


Financial Times-ის ცნობით, გაზზე ფასის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი არის ის გარემოება, რომ გაზპრომმა უარი თქვა უკრაინის გავლით დამატებითი მოცულობების მიწოდებაზე, რომელიც ევროპაში ექსპორტის გაზრდას ისახავდა მიზნად.


Financial Times-თან ინტერვიუში, უკრაინის გაზის ოპერატორის GTS-ის გენერალურმა დირექტორმა სერგეი მაკოგონმა განაცხადა, რომ ფასების ზრდა ხელოვნურად შექმნილი პრობლემაა. მაკოგონმა აღნიშნა, რომ რუსული ,,გაზპრომი“ ევროპაში გაზის მიწოდებას განზრახ აჩერებს.


მარი ჩიტაია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up