ევროპაში გაზის საბირჟო ფასები, დღეს, ვაჭრობის დაწყების შემდეგ ზომიერად კლებულობს და ათას კუბურ მეტრზე 2 ათასი დოლარის დონეზეა შენარჩუნებული.
Report-ის ცნობით, ამას მოწმობს ლონდონის საფონდო ბირჟის ICE მონაცემები.
უახლოესი, ოქტომბრის ფიუჩერსებით (უმსხვილესი ევროპული ჰაბის TTF ინდექსის მიხედვით) ვაჭრობა დაახლოებით $1,965,8 ათას კუბურ მეტრზე (-4,4%) გაიხსნა. შემდეგ ფასები 2016 დოლარამდე (-2%) გაიზარდა. კოტირების დინამიკა ეფუძნება წინა სავაჭრო დღის ანგარიშსწორების ფასს - $2,056.6 ათას კუბურ მეტრზე (+11.3% სამშაბათის ანგარიშსწორების ფასთან შედარებით).