ევროპაში გაზი $500-მდე გაძვირდა

ევროპაში გაზი $500-მდე გაძვირდა

access_time2021-07-29 19:00:39

„გაზპრომი“ ევროპაში უკრაინის გავლით გაზის მიწოდების ზრდაზე უარს ამბობს, რამაც 1000 კბ/მ ცისფერი საწვავის ფასების მკვეთრი - $500-მდე ზრდა გამოიწვია.

 

ანალიტიკოსების აზრით, საცავებში გაზის მცირე რაოდენობის და აზიაში მოხმარების ზრდის ფონზე, უახლოეს პერიოდში გაზის გაიაფება მოსალოდნელი არ არის, ხოლო „გაზპრომის“ მკაცრი მიდგომა უკრაინული ტრანზიტისადმი ვითარებას ბაზარზე კიდეც უფრო ართულებს.

 

პარალელურად ევროპაში თხევადი გაზის მიწოდებაც მცირდება - ივლისის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22%-ით ნაკლებია. მთელი თხევადი გაზი აზიაში მიემართება, სადაც ცხელი ამინდის და ეკონომიკური აღმავლობის ფონზე ენერგომოხმარება მკვეთრად იზრდება.

 

Platts Analytics-ის  პროგნოზით, 2021 წლის მე-3 კვარტალში გაზის მოხმარება დასავლეთ ევროპაში დღევანდელთან შედარებით შემცირდება, თუმცა ფასების კლება მხოლოდ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ამოქმედების შემდეგ დაიწყება - სავარაუდოდ, ამ მილსადენით გაზს კომერციული მიწოდება ოქტომბერში დაიწყება.

 

„გაზპრომმა“ თავისი ექსპორტის საშუალო წლიური ფასი 2021 წლისთვის 240 დოლარად განსაზღვრა, ხოლო თხევადი გაზის რუსულმა მწარმოებელმა „ნოვატეკმა“ – 24-მდე.  „ნოვატეკის“ ინფორმაციით, 2021 წლის მეორე კვარტალში გაზის რეალიზების ღირებულება 41%-ით, ხოლო კომპანიის საშუალო წლიური მოგება 139%-ით გაიზარდა.


 

ექსპერტთა აზრით, თუ აზიაში გაზის ფასი მკვეთრად არ გაიზარდა, რაც მოთხოვნას მნიშვნელოვნად შეამცირებს და ამავე დროს „გაზპრომმა“ თავისი მიდგომა უკრაინული ტრანიზიტისადმი არ შეცვალა, გაზზე დაბალი ფასები წლის ბოლოზე ადრე მოსალოდნელი არაა.

 

ამ დროისთვის არსებული ტრენდები - მოხმარების ზრდა, საცავებში არასაკმარისი მარაგები და ევროპაში თხევადი გაზის იმპორტის შემცირება - ფასების შემცირებას ხელს არ უწყობენ.

 

სავარაუდოდ, წლის ბოლომდე რუსული გაზის ღირებულება ევროპულ ბაზარზე 460-480 დოლარის ფარგლებში იქნება, შემდეგ, მცირეხნიანი სტაგნაციის შემდეგ, ზამთარში ფასების კლება დაიწყება.

 

თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზამთარი ევროპაში განსაკუთრებით ცივი არ იქნება, რაც ბოლო ხანებში სულ უფრო ხშირად ხდება.

 

ცივი ამინდების შემთხვევაში ევროპაში გაზზე მოთხოვნა გაიზრდება და მასთან ერთად - ფასებიც.

 

kommersant.ru

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up