ევროპაში აზერბაიჯანულ გაზს მოუთმენლად ელიან

ევროპაში აზერბაიჯანულ გაზს მოუთმენლად ელიან

access_time2020-05-29 20:00:03

ევროპელები რუსული გაზისადმი ინტერესს კარგავენ - თურქეთის გავლით გაზსადენი „სამხრეთ ნაკადიც“ წარსულს ჩაბარდა, „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ც სავარაუდოდ მის ბედს გაიზიარებს.

 

პოლონეთმა რუსული გაზის ტრანზიტზე უარი განაცხადა, თავისი წვლილი კორონავირუსმაც შეიტანა. საბოლოოდ, „გაზპრომის“ მიწოდება ათობით პროცენტებით შემცირდა.

 

ევროპას გაზი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან მიეწოდება, ფასი კი მინიმუმამდე დაეცა..

 

ფაქტია, რომ „გაზპრომს“ მხოლოდ ევროპაში არ უჭირს - 2020 წლის მარტის შედეგებით, რუსული გაზის ექსპორტი თურქეთში გასული წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით 7- ჯერ, ხოლო 2018-თან  - 14-ჯერ შემცირდა.

 

თუმცა, რუსული გაზის ძირითადი ბაზარი - მაინც ევროპაა, სადაც მოთხოვნა ამ დროისთვის მკვეთრად შემცირდა.

 

მსგავსი სურათი მხოლოდ რუსეთის ფედერაციას არ აქვს - Bloomberg-ის პროგნოზით, ივლისში ევროპელები ამერიკულ თხევად გაზზე ხელმოწერილი კონტრაქტების 60%-ის გაუქმებას აპირებენ   - მიზეზი მოთხოვნის შემცირება და კრიტიკულად ჭარბი მარაგებია.  

 

ამ ეტაპზე თხევადი ამერიკული გაზის მწარმოებლები წაგებაზე მუშაობენ.  ამის გამო, ევროპაში საწვავის სრული მასშტაბით მიწოდება მხოლოდ ოქტომბერში, მარაგის ამოწურვისა და ეკონომიკის საბოლოოდ გამოცოცხლების შემდეგ აღდგება.

 


მარტისა და აპრილის თვეში, ნავთობთან ერთად, გაზიც სწრაფად იაფდებოდა, და აპრილ-მაისში 1000 კუბურ მეტრზე 40 დოლარამდე დაეცა. თუმცა, უკვე მაისის ბოლოს, ნათელი გახდა, რომ ეპიდსიტუაცია მალე დასრულდება და ეკონომიკა (მათ შორის გაზზე მოთხოვნა) აღდგენას დაიწყებს.

 

თუმცა, პანდემიამ თვალსაჩინო გავლენა უკვე მოახდინა ენერგობაზარზე - „გაზპრომის“ საექსპორტო შემოსავალი 2020 წლის პირველ კვარტალში 51,6%-ით, 6,8 მლრდ. დოლარამდე შემცირდა. ფიზიკურად გაზის ექსპორტი  24,2%-ით, ფასი კი 9%-ით, 125 დოლარამდე დაეცა.

 

ამ ფონზე, როგორია აზერბაიჯანიდან საქართველოსა და თურქეთის გავლით „გაზის სამხრეთ დერეფნის“ შანსები?

 

ტრანსადრიატიკული გაზსადენის  (TAP) ბერძნული მონაკვეთი უკვე აშენდა, 20 მაისს კი სატესტო რეჯიმში აზერბაიჯანულმა გაზმა ალბანეთის ტერიტორიას მიაღწია.

 

ეს დიდი მოვლენაა ალბანეთისთვის, ევროპისა და მით უმეტეს აზერბაიჯანისთვის. პანდემიის მიუხედავად,  გაზსადენზე სამუშაოები განრიგის მიხედვით გრძელდება - იტალიის ტერიტორიაზე მილსადენი 1-2 თვეში აშენდება.

 

2020 წლის მანძილზე ტრანსადრიატიკული გაზსადენის მშენებლობა საბოლოოდ დასრულდება, თუ რა თქმა უნდა, გაუთვალისწინებელ შემთხვევებს გამოვრიცხავთ. აზერბაიჯანული გაზი ბულგარეთის მოთხოვნის 33%-ს, საბერძნეთის 20%-ს, იტალიის 10,5%-ს დაფარავს.

 

ამასობაში გაზის ღირებულება ევროპაში 60 დოლარამდე გაიზარდა და ეს მაშინ, როდესაც „გაზპრომისთვის“ 100 დოლარზე ნაკლები ფასი  წაგებაზე მუშაობას ნიშნავს.

 

კორონავირუსის პანდემია დასასრულს უახლოვდება, ევროპის ეკონომიკა გაჯანსაღებას იწყებს  და სულ მალე მას მეტი ენერგორესურსები დასჭირდება. განსაკუთრებით აქტუალური ეს გერმანიისთვისაა, რომელიც 2 წელიწადში ატომურ, ხოლო 2038 წელს ნახშირის ელექტროსადგურებს დახურავს. არსებულ დანაკლისს კი მზისა და ქარის ენერგია ვერ აანაზღაურებს. ასე რომ, ბერლინი კვლავ გაზის გამოყენებას დაიწყებს.

 

ევროპაში, განსაკუთრებით კი ჰოლანდიასა და ნორვეგიაში გაზის მოპოვება მცირდება, ხოლო რუსული „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ -ს მომავლის პროგნოზირება ძალიან რთულია - რადგან ეს  უფრო პოლიტიკური პროექტია, ვიდრე ეკონომიკური.

 

მეორეს მხრივ, „სამხრეთ დერეფანს“  ევროპაში მოუთმენლად ელიან, მას თავიდანვე არანაირი წინაამღდეგობა არ შეხვედრია.

 

პანდემია კი სრულდება და  ადგილს ათავისუფლებს აზერბაიჯანული გაზისთვის.

 

haqqin.az

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ





პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – სურს თუ არა საქართველოს ტურისტები პოლონეთიდან ?

პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – სურს თუ არა საქართველოს ტურისტები პოლონეთიდან ?
access_time2020-07-09 20:30:54
პოლონეთის მმართველი პარტიიდან სეიმის თავმჯდომარის მოადგილემ (ვიცე-მარშალმა), დეპუტატმა მაგოჟატა მარია გოშიევსკამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის ეხმაურება საქართველოს მხრიდან პოლონეთისთვის საზღვრის არგახსნის საკითხს. “ბანკები და ფინანსები” პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “სურს თუ არა საქართველოს ტურისტები პოლონეთიდან ? გუშინ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ...

„ნენას“ და „კალვეს“ პროდუქციაში დარღვევები აღმოჩნდა– „Momxmarebeli.ge“

„ნენას“ და „კალვეს“ პროდუქციაში დარღვევები აღმოჩნდა– „Momxmarebeli.ge“
access_time2020-07-09 17:25:58
„Momxmarebeli.ge-ზე“ გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში შემოწმდა  საქართველოსა და საზღვარგარეთ წარმოებული პროდუქცია.კვლევაში აღნიშულია, რომ შემოწმდა თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში 41 დასახელების სასურსათო პროდუქტი და გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსში“ სუდანის ჯგუფის არასაკვები საღებავების შემცველობაზე შესამოწმებლად იქნა გაგზავნილი. ორგანიზაციის ინფორმაციით, . 5 ნიმუშში საღებავი „სუდან...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-09 21:30:12
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ახალი სატარიფო გეგმა ენერგეტიკაში ინვესტიციებს გაზრდის საქართველოს მთავრობამ მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების განვითარებისთვის განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმი დაამტკიცა. მხარდაჭერის სქემა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:...

„სილქნეტის“ მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ

„სილქნეტის“ მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით  სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ
access_time2020-07-09 14:55:15
ონლაინ მომსახურების ხელშესაწყობად, სილქნეტმა არაერთი სერვისი შესთავაზა მომხმარებელს, რომელიც მას დისტანციურად მომსახურების მიღების საშუალებას გაუმარტივებს. ამისათვის, კომპანია ვირუსის გავრცელების ადრეული ეტაპიდანვე ზრუნავს, რათა გაუფრთხილდეს მომხმარებლის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. ონლაინ საბანკო მომსახურება პროდუქტი ყოველდღიურობისათვის აუცილებელ მომსახურებათა ჩამონათვალშია. ამ მომსახურების სერვისის შეუფერხებლად მიწოდებისაათვის, სილქნეტმა, თიბისისთან ერთად, თავის მომხმარებელს...

ძველი ქარხნების ახალი დანიშნულება - თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა

ძველი ქარხნების ახალი დანიშნულება  - თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა
access_time2020-07-09 19:00:25
პროექტი „თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა“ გულისხმობს გრძელვადიან კვლევით საქმიანობას, რომლის პირველი ეტაპი, თბილისში არსებული ინდუსტრიული ნაგებობების ბაზის შექმნას მოიაზრებს. კვლევის ობიექტი შეიძლება იყოს, მაგალითად, ყოფილი რკინიგზის ჩიხი, ელექტროსადგური, რკინისა და ფოლადის მწარმოებელი საწარმო, ქიმიური წარმოება, ქარხნები და ფაბრიკები, სამრეწველო კომპლექსები. MUA-ს (Multiverse architecture) არქიტექტურულმა გუნდმა მოიპოვა დაფინანსება პროექტისთვის თბილისის ინდუსტრიული...


მსგავსი სიახლეები

up