ევროპაში ავტომობილების გაყიდვები 63%-ით გაიზარდა

ევროპაში ავტომობილების გაყიდვები 63%-ით გაიზარდა

access_time2021-04-19 10:30:00

Bloomberg-ის ცნობით, გასულ თვეში ევროპის ბაზარზე ავტომობილების გაყიდვებმა მკვეთრად მოიმატა, რაც ერთი წლის წინათ მეტად დაბალი დონით გამოირჩეოდა. გაყიდვების ზრდამ წლის ცუდი დასაწყისი გადაფარა.


მიუხედავად იმისა, რომ წამყვან ბაზრებზე პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები ისევ ძალაშია, მარტში ავტომობილების გაყიდვები 63%-ით გაიზარდა. ამის შესახებ განცხადება ევროპის ავტომწარმოებელთა ასოციაციამ დღეს გაავრცელა. მისი ცნობით, ამ მატებამ გაყიდვების კლების ნიველირება მოახდინა, რაც წლის დასაწყისში შეინიშნებოდა. შედეგად, პირველ კვარტალში ევროპის ბაზარზე ავტომობილების გაყიდვები 0,9%-ით გაიზარდა. მეტიც, მარტის გაყიდვებმა პანდემიმდელ დონესაც მნიშვნელოვნად გადააჭარბა. ევროპაში სულ 1,39 მლნ ავტომობილი გაიყიდა, რაც 2019 წლის ივნისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.


ევროპაში ავტომობილების ყოველთვიურმა გაყიდვებმა თავის მაქსიმუმს 2019 წლის შუაპერიოდში მიაღწია. წლევანდელი მარტის მონაცემები ავტოსამრეწველო დარგის დიდი ხნის მოლოდინის მოვლენაა მას შემდეგ, რაც რამდენიმე თვის განმავლობაში ევროპის ბაზარი ჩინეთის აღდგენილ ბაზარს მეტად ჩამორჩებოდა. ბაზრის სრულყოფილად აღდგენას ხელს უშლის ნახევრადგამტარი ჩიპების გლობალური დეფიციტიც, რაც მეტად აფერხებს ისეთ ავტოკონცერნებს, როგორიცაა Volkswagen, Stellantis და Renault.


„სხვადასხვა კატეგორიის ნახევრადგამტარი ჩიპების მიწოდებაზე კრიტიკული მდგომარეობაა, რაც დღეისთვის გაყიდვების მატებას ძლიერ ზღუდავს,“ - აცხადებს Volkswagen-ის გენერალური დირექტორი ჰერბერტ დისი.



იტალიაში, სადაც ვირუსის პირველი ეპიდემიის ეპიცენტრი იყო, მარტში ავტომობილების გაყიდვები 500%-ით გაიზარდა, მაგრამ 2019 წლის 12%-იან დონესაც ვერ მიაღწია, რისი მიზეზიც ვირუსის შემაკავებელი ზომებით გამოწვეული დაბალი ეკონომიკური აქტივობაა. ავტომწარმოებლები შეზღუდვებს გაყიდვების ონლაინ-რეჟიმში გადატანით ებრძვიან, აგრეთვე, იყენებენ სახელმწიფო სუბსიდიებს ელექტრომობილების წარმოებისთვის.


ექსპერტების პროგნოზით, ევროპის კონტინენტზე ავტომობილების გაყიდვების ზრდის პერსპექტივა, ძირითადად, ვაქცინაციის პროგრამაზეა დამოკიდებული, რომელიც ნელა დაიწყო, მაგრამ თანდათან დაჩქარდა.


ევროპის 5 ძირითადი ბაზრიდან პირველ კვარტალში გაყიდვებმა იტალიაში 29%-ით, საფრანგეთში კი 21%-ით მოიმატა. ესპანეთში გაყიდვებმა 15%-ით მოიკლო, დიდ ბრიტანეთში კი - 12%-ით. გერმანიაში კლების მაჩვენებელი 6,4%-ია. პირველი კვარტლის განმავლობაში დარგში ისტორიული კონსოლიდაცია მოხდა: ფრანგული PSA Group-ი იტალიურ-ამერიკულ ავტომწარმოებელ Fiat Chrysler-თან გაერთიანდა და Stellantis-ი დააფუძნა. პირველ კვარტალში გაყიდული ავტომობილებიდან 47% სწორედ Stellantis-ისა და Volkswagen-ის მოდელები იყო.


BPN.GE







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up