ევროპაში ავტომობილების გაყიდვები 22%-ით შემცირდა

ევროპაში ავტომობილების გაყიდვები 22%-ით შემცირდა

access_time2022-01-23 18:00:08

დეკემბერში ევროპაში ავტომობილების გაყიდვები შემცირდა. ტენდენცია მეექვსე თვეა გრძელდება, რაც მიუთითებს, თუ რა სირთულეების წინაშე დგანან ავტომწარმოებლები ჩიპების მიწოდების კრიზისის გამო.

ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, გასულ თვეში სამგზავრო მანქანების რეგისტრაციების რაოდენობა 22%-ით შემცირდა. ახალი მანქანების გაყიდვები შარშან 1,5%-ით დაეცა. ეს ყველაზე ცუდი მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც ასოციაციამ დაიწყო ბაზრის მონიტორინგი 1990-იანი წლების დასაწყისში.

თვეების პროგნოზების შემდეგ, რომ ჩიპების დეფიციტი შემცირდებოდა, ავტომწარმოებლების მოლოდინები გაუარესდა. საკმარისი რაოდენობის ნახევარგამტარების შეძენა წელსაც გამოწვევად დარჩება. Renault-მა განაცხადა, რომ დეფიციტი პიკს წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში მიაღწევდა და შემდეგ თანდათან გაუმჯობესდებოდა.

“2022 წელს ავტომობილების გაყიდვები ისეთივე რთული იქნება, როგორც 2021 წელს. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს პანდემია მთელს მსოფლიოში, ისევე როგორც ომიკრონის ტალღა ევროპაში, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს მომხმარებელთა ქცევას”,- განაცხადა პიტერ ფუსმა, EY Automotive Team-ის პარტნიორმა. 

გერმანიის უმსხვილესი ავტომობილების ბაზარი დეკემბერში 27%-ით შემცირდა, რამაც BMW-სა და Volkswagen-ის სამშობლო ერთადერთ ქვეყნად აქცია, სადაც წლიური ვარდნა დაფიქსირდა. გაძლიერებულმა პანდემიამ აიძულა მთავრობა, ხელახლა დაენერგა შეზღუდვების სერია და კონტინენტის უდიდესი ეკონომიკა წლის ბოლო კვარტალში 1%-ით შემცირდა.


მიუხედავად იმისა, რომ მიწოდების შეფერხებები სულ უფრო მეტ პრობლემას ქმნის, მწარმოებლები ისარგებლებენ მანქანების მაღალი ფასებით, რადგან როგორც ახალი, ასევე მეორადი მანქანების ხელმისაწვდომობა შეზღუდულია. გასულ წელს, კომპანიების უმეტესობამ წარმატებით გადაიტანა წარმოება უფრო მაღალი დონის, მაღალი მარჟის მქონე მანქანებზე.

“აშკარა შეუსაბამობაა ბაზრის აქტივობასა და ძირითად მოთხოვნას შორის. ჩვენი საბაზისო პროგნოზით, ინდუსტრიაში მიწოდების პრობლემები, ძირითადად, ნახევარგამტარების დეფიციტის გამო, გაგრძელდება, თუმცა ეს გავლენა 2022 წელს თანდათან შემსუბუქდება”,- განაცხადეს LMC Automotive-ის ანალიტიკოსებმა მიმდინარე თვის ანგარიშში. 


წყარო: Bloomberg,  "ბიზნეს ფორმულა"





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up