ევროპას უფრო  მეტი რუსული გაზის ყიდვა მოუწევს

ევროპას უფრო მეტი რუსული გაზის ყიდვა მოუწევს

access_time2019-01-15 19:00:33


მომდევნო 5 წლის მანძილზე  „გაზპრომს“,  სავარაუდოდ,  ევროპაში გაყიდვების და იქაურ ბაზარზე თავისი წილის გაზრდა მოუწევს - წერს გაზეთი „ვედომოსტი“.


ამის მიზეზია მოთხოვნის ზრდის პარალელურად ევროპაში გაზის მიღების შემცირება.


მაგალითად,  დეკემბერში ალჟირის ენერგეტიკის მინისტრმა მუსტაფა გიტონიმ განაცხადა, რომ ქვეყანას  ევროპაში ექსპორტის არსებული დონის შენარჩუნება უჭირს. 2017 წელს ალჟირმა  ევროპაში 49.6 მლრდ. კუბური მეტრი გაზი გაყიდა, თუმცა ქვეყნის შიგნით მოხმარების ზრდის და ამავე დროს მოპოვების შემცირების გამო, შესაძლებელია, 2022 წლიდან ალჟირმა საერთოდ უარი თქვას ცისფერი საწვავის უცხოეთში გატანაზე.


„ჩვენ გვეყოფა გაზი მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის,“  - განაცხადა გიტონიმ.


ამჟამად ალჟირი  წელიწადში 139 მლრდ. კუბურ მეტრ გაზს მოიპოვებს, რომლის ნახევარიც შიდა მოხმარებაზე მოდის.



უფრო მძიმეა სიტუაცია ჰოლანდიის საბადო გრონინგენზე, სადაც მოპოვება იმდენად შემცირდა, რომ უახლოეს პერიოდში იგეგმება მისი დახურვა. არადა სწორედ გრონინგენზე მოიპოვება ჰოლანდიური გაზის ნახევარი.


ჰოლანდია ამ დროისთვის  ევროპაში  წელიწადში 39 მლრდ. კუბმეტრი გაზს ყიდის.


მცირდება მოპოვება ასევე ნორვეგიაში - ქვეყნის მთავრობამ შეამცირა 2022 პროგნოზი 121 მლრდ. კუბმეტრამდე   - მაშინ, როდესაც წინა პროგნოზი შეადგენდა 123 მლრდ.-ს.


თუ ექსპორტი ალჟირიდან შეწყდება, გრონინგენი გაჩერდება და ნორვეგიაში ახალი საბადოები არ აღმოჩნდება, ევროპა სხვა წყაროებზე გადავა. ეს კი ძირითადად ისევ რუსეთია. ევროპას  წლიურად სჭირდება 50 მლრდ. კუბმეტრი გაზი, რაც „გაზპრომის“ დღევანდელი ექსპორტის მეოთხედს შეადგენს.


Eurostat -ის შეფასებით, ევროპა წლიურად 312 მლრდ. კუბმეტრს გაზს მოითხოვს. 2017 წელს  ეს მაჩვენებელი 8,3%-ით გაიზარდა, 2025 წლისთვის ეს მაჩვენებელი  19%-ით გაიზრდება, 2030-სთვის კი  - 25%-ით.


საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს გათვლებით, ევროპაში გაზის მოხმარება  პიკის 2025 წელს მიაღწევს - ამ დროისთვის მოხმარება გაიზრდება 409 მლრდ. კუბმეტრამდე.


Lenta.ru





მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა

მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა
access_time2020-08-08 19:35:02
მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისმა ქონებამ $100 მილიარდი შეადგინა. ამის შესახებ...

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა
access_time2020-08-08 18:00:38
„ამ კვირაში სრულდება 12 წელი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის შემდეგ. მაშინ, როცა მსოფლიოს ყურადღება გადატანილი იყო პეკინის ზაფხულის ოლიმპიადაზე, ოკუპანტი ძალები: ასობით რუსული ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი როკის გვირაბის გავლით მიადგა რუსეთ-საქართველოს საზღვარს“, - ამის შესახებ არაკომერციული და არაპარტიული ანალიტიკური ინსტიტუტის – „ახლო აღმოსავლეთის...

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
access_time2020-08-08 13:00:39
ლიეტუვას რადიოსა და ტელევიზიის კომისიის თავმჯდომარეს, ბატონ მანტას მარტისიუსს სოციალური სამართლის იურისტი ნინი შენგელია ესაუბრა. დიალოგი გაიმართა „სექტორი 3-ის, ჰაბი განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში. თემა შეეხებოდა დეზინფორმაციის საფრთხეს, ყალბ ახალ ამბებს, სოციალურ მედიაში სიძულვილის ენასა და სოციალური მედიის პლატფორმებთან მიმართებაში, როგორც ლიეტუვას, ასევე გლობალურ გამოცდილებას.რუსეთის დეზინფორმაცია ლიეტუვასა და მისი ბალტიელი მეზობლებისთვის, ესტონეთისა და ლატვიისთვის...

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან
access_time2020-08-08 16:30:43
აშშ-ის კონტრდაზვერვის და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,...

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება
access_time2020-08-08 14:00:59
როდესაც COVID-19-ის პანდემიამ პირბადე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად აქცია, იაპონური სტარტაპი Donut Robotics ახალ შესაძლებლობებზე დაფიქრდა. მაშინ, როცა სხვადასხვა კომპანია სხვადასხვა დიზაინისა...


მსგავსი სიახლეები

up