ევროპარლამენტში საქართველოსთვის 45 მლნ ევროს დახმარების საკითხს განიხილავენ

ევროპარლამენტში საქართველოსთვის 45 მლნ ევროს დახმარების საკითხს განიხილავენ

access_time2018-01-23 12:06:35

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი დღეს საქართველოსთვის 45 მილიონი ევროს ოდენობით მაკრო-ფინანსური დახმარების საკითხს განიხილავს. საკითხზე მომხსენებელია დეპუტატი სოციალ-დემოკრატთა პროგრესული ალიანსიდან ანდრეის მამიკინსი.

 

მაკრო-ფინანსური დახმარების შესახებ ევროპარლამენტის და ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების პროექტი ითვალისწინებს საქართველოსთვის 45 მილიონი ევროს გამოყოფას, აქედან 35 მილიონის - საშუალოვადიანი სესხის, 10 მილიონის კი - გრანტის სახით, რათა ქვეყანამ დაფაროს საგარეო ფინანსური საჭიროებების ნაწილი 2017-2020 წლებისთვის.

 

დოკუმენტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ საქართველოს საფინანსო სისტემა ჯანსაღია, რაც დიდწილად განპირობებულია ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული წინდახედული ზედამხედველობით, თუმცა იზრდება ფისკალური დეფიციტი, ხოლო ლარი მკვეთრად გაუფასურდა ბოლო წლების განმავლობაში.


 

ევროპული მხარის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ მაკრო-ფინანსური დახმარება ევროკავშირისგან გასული წლის 16 ივნისს მოითხოვა.

 

ევროპარლამენტის და ევროკავშირის საბჭოს მიერ დამტკიცების შემთხვევაში, აღნიშნული მაკრო-ფინანსური მხარდაჭერის ოპერაცია იქნება მესამე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ. პირველი ოპერაცია, რომელიც ითვალისწინებდა გრანტის სახით 46 მილიონი ევრო გამოყოფას, 2009-2010 წლებში განხორციელდა, მეორე (46 მილიონი ევრო - ნახევარი გრანტის და ნახევარი სესხის სახით) - 2015-2017 წლებში. მეორე ოპერაციის ბოლო ტრანში 2017 წლის მაისში გამოიყო.

 

„ინტერპრესნიუსი“ 



30 მარტი - ქართული ლარი და სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა

30 მარტი - ქართული ლარი და სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა
access_time2020-03-30 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდება, სამეზობლოში ვალუტის კურსები ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.     ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 30 მარტის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2845 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე დილიდან ვაჭრობა $1/3.2875...

„სებ-ის ინტერვენციას ასეთი დიდი მოცულობის რეფინანსირების სესხების გაცემის ფონზე, აზრი არ აქვს“

„სებ-ის ინტერვენციას ასეთი დიდი მოცულობის რეფინანსირების სესხების გაცემის ფონზე, აზრი არ აქვს“
access_time2020-03-31 10:00:10
გასული ორი კვირის განმავლობაში, ლარის კურსის დასტაბილურების მიზნით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეზერვებიდან 100 მილიონი დოლარი გაყიდა, ანუ მიმოქცევიდან  დაახლოებით 350 მილიონი ლარი ამოიღო. თუმცა, ამის პარალელურად  12 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით მიმოქცევაში დამატებით 5 მლრდ. ლარზე მეტი (12 მარტს - 1.7 მილიარდი ლარი; 19 მარტს - 1.850 მილიარდი ლარი; 26 მარტს - 2.420 მილიარდი ლარი) ჩაუშვა ე.წ. რეფინანსირების სესხების სახით. „კომერსანტი“ დაინტერესდა,...

საქართველოს მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა

საქართველოს მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა
access_time2020-03-30 17:10:10
საქართველოს მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა. საკარანტინო რეჟიმი ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში იქნა შემოღებული. „მივიღეთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ. ჩვენ ვაცხადებთ ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ, დილის 08:00 საათიდან დაიწყება“, –...

დააპაუზე უფასოდ - საინიციატივო ჯგუფი, რომელიც პანდემიის დროს მოქალაქეებს იურიდიულ კონსულტაციას უწევს

დააპაუზე უფასოდ - საინიციატივო ჯგუფი, რომელიც პანდემიის დროს მოქალაქეებს იურიდიულ კონსულტაციას უწევს
access_time2020-03-30 17:00:36
„დააპაუზე უფასოდ“ - ამ სახელით ინტერნეტსივრცეში შექმნილი სამართლებრივი სივრცე მიზნად ისახავს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემების სამართლებრივი გზით მოგვარებას. იდეის ავტორი, ადვოკატი მარიკა არევაძე „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ რამდენიმე ათეული სხვადასხვა პრობლემის შესახებ იღებენ შეტყობინებას და მათი მხრიდან ხდება ხალხის დაკვალიანება იურიდიული კუთხით, თუ როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე ფორსმაჟორულ სიტუაციაში იჯარის, სესხების თუ კომუნალურებთან დაკავშირებული გართულებების...

„როდესაც ერთ ბაზარზე ხარ ჩამოკიდებული, დრამატული ცვლილებები ყოველთვის მოსალოდნელია“ - ალექსანდრე რატიშვილი

„როდესაც ერთ ბაზარზე ხარ ჩამოკიდებული, დრამატული ცვლილებები ყოველთვის მოსალოდნელია“ - ალექსანდრე რატიშვილი
access_time2020-03-30 18:00:42
 „წარმოება არც გაზრდილა და არც შემცირებულა, ბაზარზე  მოთხოვნა  სტაბილურად არსებობს, რომელსაც ვაკმაყოფილებთ“- ამის შესახებ „კომერსანტს“ პურ-ფუნთუშეულის და საკონდიტრო პროდუქტის მწარმოებელი კომპანიის „ემ სი ბი ჯორჯიას“ მმართველმა პარტნიორმა ალექსანდრე რატიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, წარმოების პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს და კომპანიაა 15 სახის პროდუქციას წარმოებას ისევ აგრძელებს.   „როგორც საგანგებო...


მსგავსი სიახლეები

up