ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, ჰეიდი ჰაუტალა ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციას ეხმაურება და წერს, რომ მიესალმება საქართველოს მოქალაქეების მობილიზებას დესტრუქციული ეკონომიკური მოდელის წინააღმდეგ.
მივესალმები ქართველი ხალხის ახალი სახის მობილიზებას ჩამორჩენილი და დესტრუქციული ეკონომიკური მოდელის წინააღმდეგ. გამჭვირვალეობისა და ანგარიშვალდებულების ნაკლებობა საიდუმლო ხელშეკრულებებით შოკისმომგვრელია, — წერს ჰეიდი ჰაუტალა.
შეგახსენებთ, რომ ნამახვანჰესის ხელშეკრულების პირობები ამ დრომდე რიონის ხეობის მცველების პროტესტის მთავარი მიზეზია. ეკონომიკის სამინისტრო ამ დრომდე ასაიდუმლოებდა იუსტიციის სამინისტროს დასკვნას, რომელიც უარყოფითად აფასებს ნამახვანჰესის ხელშეკრულებას.