ევროპარლამენტის ახალი რეზოლუცია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შესახებ

ევროპარლამენტის ახალი რეზოლუცია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შესახებ

access_time2022-06-23 14:35:57

ევროპულმა პარლამენტმა 529 ხმით 45-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა რეზოლუციას უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, საქართველოს შემთხევვაში კი — „ევროპულ პერსპექტივას“.


როგორც ცნობილია17 ივნისს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეფასდეს ქვეყნის მიერ შესაბამისი პირობების შესრულება. ევროკომისიის რეკომენდაციებს თან ახლავს სამივე ქვეყნის მიერ შესასრულებელი პირობების ჩამონათვალი.


დღევანდელი გადაწყვეტილებით, ევროპარლამენტი იზიარებს ევროკომისიის 17 ივნისის გადაწყვეტილებას. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს ევროკომისიის მიერ 2022 წლის 17 ივნისს გაცემული რეკომენდაციები, რის შემდეგაც მასაც მიეცემა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.


დოკუმენტის მიხედვით, ევროპარლამენტი იწვევს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ხელისუფლებას, ცალსახად წარმოაჩინონ მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება და განახორციელონ მათი ხალხის ევროპული ამბიციები, დააჩქარონ რეფორმები, რათა ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმები რაც შეიძლება სწრაფად დააკამაყოფილონ.



ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები იმსახურებენ თავისუფალ, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყანაში ცხოვრებას, რომლებიც ევროპული ოჯახის ამაყი და ერთგული წევრები არიან, და მოუწოდებენ ევროკავშირის საბჭოს, გადადგას მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი ამ სამი ქვეყნის მოქალაქეეების ლეგიტიმური მისწრაფებების შესასრულებად.


რეზოლუცია ხაზს უსვამს, რომ გაფართოებას ალტერნატივა არ აქვს, რომელიც როგორც არასდროს გეოსტრატეგიული ინვესტიციაა სტაბილურ, ძლიერ და ერთიან ევროკავშირში.


რეზოლუციის მიხედვით, ევროკავშირის სრული წევრობის პერსპექტივა, იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ისწრაფვიან, გახდნენ კავშირის წევრები, არის ევროკავშირის პოლიტიკურ, ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესებში.


რეზოლუციის თანახმად, ევროკავშირის ლიდერებმა უნდა შეასრულონ ისტორიული პასუხისმგებლობა და პოლიტიკური სიგნალი მისცენ უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს, მათი ევროპული პერსპექტივის დადასტურებით.


საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები მიიღებენ ბრიუსელში, სამიტზე, რომელიც ხვალ, 24 ივნისს დასრულდება.





„ძალიან ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს ვტოვებ!“

„ძალიან ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს ვტოვებ!“
access_time2022-07-07 15:44:18
„ძალიან ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს ვტოვებ!“ — ამ სიტყვებით მიმართა ბორის ჯონსონმა მოსახლეობას. მან ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის გააკეთა. „ნათელია, პარლამენტის „კონსერვატიული პარტიის“ სურვილია, რომ ამ პარტიას უნდა ჰყავდეს ახალი ლიდერი და შესაბამისად, ახალი პრემიერ-მინისტრიც....

ქართული თაფლის ექსპორტი 85,5%-ით გაიზარდა - სად ვყიდით თაფლს

ქართული თაფლის ექსპორტი 85,5%-ით გაიზარდა - სად ვყიდით თაფლს
access_time2022-07-07 15:00:00
2022 წლის იანვარ-მაისში ქართული თაფლის ექსპორტი 85,5%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, წელს 5 თვეში ქვეყნიდან 90,24 ტონა თაფლის ექსპორტი განხორციელდა (340,4 ათასი დოლარის ღირებულების), გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი უცხოეთში 48,63 ტონა პროდუქტი (151,9 ათასი დოლარის ღირებულების) გავიდა. გთავაზობთ Top-3 ქვეყანას, სადაც საქართველომ წელს ნატურალური თაფლი გაყიდა: ბულგარეთი - 67,42 ტონა (195,1 ათასი დოლარი)საფრანგეთი - 14,40 ტონა (80,94...

არქიმ არქელებისთვის საზეიმო ღონისძიება გამართა

არქიმ არქელებისთვის საზეიმო ღონისძიება გამართა
access_time2022-07-07 12:25:56
არქის დიდი ოჯახის საზეიმო ღონისძიება, მცხეთაში გაიმართა, სადაც სპეციალურად არქელებისთვის სხვადასხვა გასართობი აქტივობა და ვახშამი მოეწყო. საღამოს წამყვანი, არქელების მეგობარი დუტა სხირტლაძე გახლდათ, ხოლო მუსიკალურ გაფორმებაზე დათო გომართელი და ანსამბლი „შვიდკაცა“ ზრუნავდა. არქელების პირველ საზეიმო ღონისძიებას  ექვსი საცხვრებელი სახლის მაცხოვრებელი ესწრებოდა.   “არქიში წლებია, რაც სხვადასხვა დღესასწაულს არქელები ერთ დიდ ოჯახად აღვნიშნავთ. დღევანდელი ღონისძიების...

Credit Suisse ივანიშვილთან ურთიერთობაში ევროპარლამენტის რეზოლუციას ეყრდნობა

Credit Suisse ივანიშვილთან ურთიერთობაში ევროპარლამენტის რეზოლუციას ეყრდნობა
access_time2022-07-07 12:30:45
საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი იურიდიული კომპანიის ინფორმაციით, 5 ივლისს ივანიშვილმა Credit Suisse-სგან წერილი მიიღო, სადაც განმარტებულია, რომ ევროპარლამენტის მიერ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების თაობაზე მიღებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და რომ ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის...

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი სრულად აღდგა, რეისების რაოდენობა კი 21%-ით გაიზარდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი სრულად აღდგა, რეისების რაოდენობა კი 21%-ით გაიზარდა
access_time2022-07-07 12:00:05
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა კვლავ ნარჩუნდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2022 წლის ივნისის თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადი 100% აღდგა.   2022 წლის ივნისში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 76,052 მგზავრს მოემსახურა. (2019 წლის ივნისი 76,208 მგზავრი).   ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დადებითი დინამიკაა ავიარეისების...


მსგავსი სიახლეები

up