ევროპარლამენტმა ბელარუსში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს მხარი 574-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 37 იყო, 82-მა კი თავი შეიკავა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ამასთან, დეპუტატები გმობენ ბელარუსის ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ძალადობრივი მეთოდით დაშლასა და აქტივისტების დევნას.
რეზოლუცია მინსკისგან ქვეყანაში ძალადობისა და წამების შეჩერებას ითხოვს და დემონსტრანტების დაღუპვის ფაქტებზე დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდებს. დოკუმენტი ასევე რუსეთის ფედერაციის ბელარუსის შიდა საქმეებში ჰიბრიდულ ჩარევას გმობს და ლუკაშენკოს რეჟიმის მხარდამჭერი რუსეთის მოქალაქეების მიმართ სანქციების დაწესების შესაძლებლობას განიხილავს.
რეზოლუციას რეკომენდაციას წარმოადგენს, ევროკავშირის ინსტიტუტების მისი პირობების შესრულების ვალდებულება არ აქვთ, თუმცა დოკუმენტი მათთვის პოლიტიკური ორიენტირის როლს ასრულებს.
ბელარუსში 9 აგვისტოდან საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. გაერთიანებული ოპოზიცია ტიხანოვსკაიას თაოსნობით შედეგებს არ აღიარებს. ოპოზიციონერებმა საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ განაცხადებს, რომელიც ქვეყანაში ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის მომზადებით დაკავდება.
imedinews.ge