ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონ „თბილისი მარიოტში“ შეხვედრებს მართავს.
არსებული ინფორმაციით, ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში შვებულებით, არაოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
მან დღეს შეხვედრები გამართა „ლელოს“ ლიდერებთან, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან, ასევე ყოფილ დეპუტატ თამარ ხულორდავასთან. ამ წუთებში მასთან შეხვედრაზე იმყოფება ანა დოლიძე.
პირველი არხის ინფორმაციით, დღესვე დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხელაშვილთან.
მან შეხვედრები გუშინაც გამართა. პირველი არხის ინფორმაციით, ვიოლა ფონ კრამონი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ სალომე სამადაშვილს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ ირაკლი კობახიძესა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.
1tv.ge